ციფრული ინოვაციის ჰაბების შექმნა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში: სპეციალიზაცია, როგორც წარმატების კომპონენტი საერთაშორისო თანამშრომლობის ჩამოყალიბებასა და პროცესში

  • თარიღი: 29/04/21
  • გააზიარეთ:

პროგრამის EU4Digital საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიური ინოვაციების გუნდის მიერ 22 აპრილს ორგანიზებულ ქსელურ ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო ევროკავშირის წამყვანი პროექტების და ინიციატივების სერვისები და ქსელები, რომლებიც ციფრული ინოვაციის ჰაბების (DIH) განვითარებას და ქსელურ საქმიანობას ემსახურება. ღონისძიებაზე ასევე განიხილეს მიდგომები სპეციალიზებული სერვისების, ბიზნეს-მოდელების და პოტენციალის გაზრდის პროგრამების შექმნის მიმართ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ევროკავშირის ამ სექტორში მომუშავე წამყვანმა ორგანიზაციებმა; მათ შორის იყვნენ:

ღონისძიებას დაესწრო 70-მდე მონაწილე აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში მდებარე სახელმწიფო და კერძო სექტორის 39 დაინტერესებული ორგანიზაციიდან. დისკუსია ჩატარდა შემდეგი ორგანიზაციების წარმომადგენლების მონაწილეობით: კომპეტენციის ცენტრები ციფრული ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურით, ბიზნესის მხარდამჭერი ორგანიზაციები; ქსელები და ასოციაციები, დაკავშირებული ციფრულ ტრანსფორმაციასთან მცირე და საშუალო ბიზნესის და მე-4 სამრეწველო რევოლუციის სფეროში; ასევე სამინისტროების წარმომადგენლები და ინოვაციის ეკოსისტემის განვითარების მაკოორდინირებელი უწყებები აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში. ღონისძიება გახსნა პროგრამა EU4Digital თემატურმა კოორდინატორმა არტურას პილიპონისმა; მან მონაწილეებს გააცნო პროგრამა EU4Digital და ქსელური ღონისძიების მიზნები. შემდეგი მომხსენებელი იყო ევროკომისიაში (DG CONNECT) მივლინებული ეროვნული ექსპერტი ბ-ნი მათიას კუომი საპროგრამო სიტყვით „ევროპული ინდუსტრიის ციფრული ტრანსფორმაციის ინიციატივა და ევროპული ციფრული ინოვაციის ჰაბები (EDIHs)“. მან საფუძვლიანად გააშუქა ევროპული ინდუსტრიის ციფრული ტრანსფორმაციის ინიციატივა და ევროპული ციფრული ინოვაციის ჰაბები, და განსაკუთრებულად გაუსვა ხაზი გონივრული სპეციალიზაციის მნიშვნელობას ინოვაციური და ეფექტიანი ეკონომიკური ტრანსფორმაციისთვის. ბ-ნმა კუომმა აღნიშნა, რომ ევროკავშირის მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდამჭერი პოლიტიკა ღიაა კვლევის და განვითარების როგორც სახელმწიფო, ისე კერძო ორგანიზაციებისთვის. მონაწილეებს რეკომენდაცია გაუწიეს თანამშრომლობის ხელშემწყობი ისეთი პროექტების და ინიციატივების გასაცნობად, როგორიცაა Smart Anything Everywhere (SAE), რომელიც

ხელს უწყობს ციფრული ინოვაციის ჰაბების ქსელურ საქმიანობას ინოვაციების სხვადასხვა სფეროში.

ციფრული ინოვაციის ჰაბების ქსელურ საქმიანობაზე ისაუბრა ასევე  პროექტის DIHNET.EU ხელმძღვანელმა ბ-ნმა მორიც ბატერმა, რომელმაც წარმოადგინა „ევროპული ციფრული ინოვაციის ჰაბების ლანდშაფტის მიმოხილვა“. მან განიხილა ევროპის ციფრული ინოვაციის ჰაბების ოთხი სტრუქტურული ელემენტი და შუქურის მექანიზმი, რომელიც აქცენტს აკეთებს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში არსებული ორგანიზაციების სპეციალობების ეფექტურ გამოყენებაზე, რაც უმნიშვნელოვანესია თანამშრომლობის დერეფნების გასახსნელად ევროპის სხვა ციფრული ინოვაციის ჰაბებთან. ბ-ნმა ბატერმა დამსწრეებს განუმარტა, თუ როგორ მოიძიონ ინფორმაცია გამოცხადებული კონკურსების შესახებ იმ პროექტებთან დაკავშირებით, რომელთა განახლება რეგულარულად ხდება, რომელთაც აქვთ განსხვავებული შესაბამისობის კრიტერიუმები და ძირითადად პირდაპირ პასუხობენ მცირე და საშუალო საწარმოების საჭიროებებს. გარდა ამისა, მან ურჩია მონაწილეებს გადადგან პრაქტიკულები და აქტიური ნაბიჯები საკუთარი ორგანიზაციების გამოცდილების და კვალიფიკაციის მისაწოდებლად ციფრული ინოვაციის ჰაბების კატალოგისთვის, და სხვა ციფრული ინოვაციის ჰაბებთან დასაკავშირებლად თანამშრომლობის მიზნით.

აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში ციფრული ინოვაციის ჰაბების განვითარების და მათთვის კასკადური დაფინანსების ხელმისაწვდომობის საკითხზე სიტყვით გამოვიდა ორგანიზაციის FundingBox პარტნიორი და ბიზნესის განვითარების უფროსი სპეციალისტი ქ-ნი მეით კარასედო, რომელმაც გააკეთა პრეზენტაცია „ორგანიზაციის FundingBox გამოცდილება: ძირითადი ხელშემწყობი მექანიზმები მცირე და საშუალო საწარმოების მხარდასაჭერად ციფრული ტრანსფორმაციის გზაზე“. ქ-ნმა კარასედომ დეტალურად განიხილა კასკადური დაფინანსების მექანიზმი, რომელიც გამოიყენება მცირე და საშუალო საწარმოების ციფრული ტრანსფორმაციისთვის, და დამსწრეებს გაუზიარა ციფრული ინოვაციის ჰაბების შექმნის და განვითარების საუკეთესო პრაქტიკა. ადგილობრივი მცირე და საშუალო საწარმოების დაინტერესება ციფრული ინოვაციის ჰაბის შექმნის წინაპირობად იქნა განხილული. სხვა უმნიშვნელოვანესი ფაქტორები, რომლებიც გავლენას ახდენს ციფრული ინოვაციის ჰაბების განვითარებაზე, არის ბიზნეს-გეგმის შემუშავება, პარტნიორების კომპეტენციების სქემების შედგენა, საიმედო ხელშეკრულების გაფორმება კონსორციუმის შექმნის შესახებ კონფლიქტების თავიდან ასაცილებლად, და ქსელური საქმიანობა კონკრეტული თანამშრომლობის მიზნით სხვა ციფრული ინოვაციის ჰაბებთან. 

პროგრამის EU4Digital საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიური ინოვაციების მიმართულების ხელმძღვანელმა ანა პობოლმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ კასკადური დაფინანსების მოდელი შესაძლოა საუკეთესო იყოს  ეროვნული და საგარეო დაფინანსების წყაროების საშუალებით აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში გამოყენებისთვის, რადგან ეს მოდელი უზრუნველყოფს მიზანმიმართულ და გამარტივებულ წვდომას დაფინანსებაზე ნაკლებად ბიუროკრატიული პროცედურების გამო. ღონისძიების მეორე ნაწილში განიხილეს მრეწველობის ციფრული ტრანსფორმაციის მხარდაჭერა ციფრული ინოვაციის ჰაბების მხრიდან. ინიციატივის I4MS პროექტის მენეჯერმა ქ-ნმა მარია როკამ პრეზენტაციაში „ევროკავშირის ინიციატივა საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიური ინოვაციები მცირე და საშუალო სამრეწველო საწარმოებისთვის“ მიმოიხილა მცირე და საშუალო სამრეწველო საწარმოებისთვის ხელმისაწვდომი საშუალებები კონკურენტუნარიანობის გასაზრდელად ციფრული ინოვაციების საფუძველზე. ეს მოიცავს უფასო წვდომას I4MS ონლაინ საზოგადოებასთან, რომელსაც აქვს ექსპერტთა ვრცელი მონაცემთა ბაზა გონივრული მრეწველობისა და საბროკერო სისტემის სფეროებში, ასევე კატალოგი თანამედროვე ტრენინგებით, რომლებსაც

საზოგადოების წევრები ატარებენ. სპიკერმა განიხილა სამრეწველო საწარმოების წინაშე მდგარი ზოგადი გამოწვევები, წარმოადგინა მცირე და საშუალო საწარმოებისთვის გამოცხადებული ღია კონკურსები, და პრაქტიკული ინსტრუმენტები მცირე და საშუალო სამრეწველო საწარმოების ციფრული გარდაქმნისათვის, მაგ. სამრეწველო ინდუსტრიის ციფრული ინოვაციის ჰაბები (MIDIH) და AMable. გარდა ამისა, ქ-ნმა როკამ წარმოადგინა შესაძლებლობა იმისათვის, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის ორგანიზაციები გახდნენ ინიციატივის I4MS საკონტაქტო პუნქტები და ისარგებლონ ინფორმაციული მხარდაჭერით მცირე და საშუალო საწარმოების ციფრული გარდაქმნის საკითხებზე.

სესიის ბოლო ნაწილი დაეთმო უნგრეთის ციფრული ინოვაციის ჰაბის დამფუძნებელს და 2020 წლის ციფრული ინოვაციის ჰაბების ჩემპიონთა კონკურსის გამარჯვებულს – ბ-ნი ბალაშ ბარტას, რომელმაც წარმოადგინა „ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს წამყვანი ციფრული ინოვაციის ჰაბების გამოცდილება: სერვისის სპეციალიზაცია და საოპერაციო ბიზნეს-მოდელი“. ბ-ნმა ბარტამ მიმოიხილა ციფრული ინოვაციის ჰაბის განვითარების გზა: am-LAB-ების ნაბიჯები სერვისის პორტფელის ჩამოყალიბებისკენ, რომელიც მოიცავს სემინარების ციკლებს საბაზრო საჭიროებების განსაზღვრის მიზნით, ასევე საერთაშორისო ერთობლივ პროექტებსა და პროგრამებში პარტნიორის სტატუსით მონაწილეობის გზებს პროფესიული კვალიფიკაციის ასამაღლებლად. მონაწილეებს მისცეს რჩევები შემოქმედებითი მიდგომის აუცილებლობის შესახებ სერვისების და ბიზნეს-მოდელების შემუშავებისას, და ისინი მიიწვიეს am-LAB-თან თანამშრომლობისთვის.

უკრაინის სამრეწველო საწარმოთა ავტომატიზაციის ასოციაციის (APPAU) დირექტორმა ბ-ნმა ალექსანდრე იურჩაკმა აღნიშნა, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ციფრული ინოვაციის ჰაბებისთვის რთულია ტექნოლოგიური ტესტირების და ვალიდაციის განხორციელება საჭირო ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურული რესურსების ნაკლებობის გამო. ამის საპასუხოდ, ბ-ნმა ბარტამ დამსწრეებს გაუზიარა საკუთარი გამოცდილება მათი ლაბორატორიის ტექნიკური ინფრასტრუქტურით აღჭურვის და პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლების შესახებ მცირე და საშუალო საწარმოების კონსულტირების მიზნით, როდესაც ისინი ეძებდნენ ინჟინრებს, რომლებიც მოისურვებდნენ სწავლას და მუშაობის უჩვეულო მეთოდების გამოცდას.

გარდა ამისა, ბ-ნმა იურჩაკმა , რომელიც მუშაობს პლატფორმის Industry4Ukraine განვითარებაზე უკრაინაში, ისაუბრა იმის შესახებ, რომ ევროკავშირის წარმატებული ციფრული ინოვაციის ჰაბების გამოცდილების გაზიარება ასევე მნიშვნელოვანია იმ ორგანიზაციებისთვის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში, რომლებსაც სურთ საკუთარი ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურის პოტენციალის განვითარება მცირე და საშუალო საწარმოებისთვის ახალი გადაწყვეტების ტესტირების და დანერგვის მიზნით. მან აღნიშნა, რომ მზად არის მხარი დაუჭიროს სამომავლო ინიციატივებს ევროკავშირის და აღმოსავლეთ პარტნიორობის ორგანიზაციების დასაკავშირებლად, და პრაქტიკული სასწავლო მივლინებების ორგანიზების მიზნით. გარდა ამისა, აღინიშნა, რომ არსებობს უფრო სპეციფიკური პროგრამების საჭიროება, რომლებიც ორიენტირებულია ტექნოლოგიურ ინფრასტრუქტურაში არსებული განსხვავებების დაძლევაზე აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების კომპეტენციების და ექსპერტიზის ცენტრებში. ღონისძიების დასასრულს, პროგრამის EU4Digital საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიური ინოვაციების მიმართულების ხელმძღვანელმა ანა პობოლმა აღნიშნა, რომ მცირე და საშუალო საწარმოების ციფრული ტრანსფორმაციის ხელშეწყობისთვის ევროკავშირის პოლიტიკის დასახვასთან დაკავშირებული პრაქტიკა და ინსტრუმენტები მხოლოდ პოლიტიკის განმსაზღვრელი პირებისთვის არ არის სასარგებლო. ეს პრაქტიკა და ინსტრუმენტები ხელს უწყობს ინოვაციის ეკოსისტემის ყველა ტიპის მონაწილის (მაგ. ტექნოლოგიების მომწოდებლები, კვლევის და განვითარების ორგანიზაციები, ბიზნეს-ასოციაციები და ინოვაციის

ინფრასტრუქტურული ორგანიზაციები) წინსვლას სწავლის გზით ევროკავშირის ციფრული ინოვაციის ჰაბებისგან, რომლებსაც აქვთ ჩამოყალიბებული საოპერაციო პრაქტიკა და სერვისის პაკეტები. ევროკავშირის ქსელებში გაერთიანებით და ცოდნის გაღრმავებით საერთაშორისო ინოვაციური საზოგადოებების ინსტრუმენტების და გამოცდილების შესახებ, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ორგანიზაციებმა უნდა გააუმჯობესონ საკუთარი სპეციალიზაცია და შექმნან ციფრული ტექნოლოგიები, რომლებიც უფრო ხელმისაწვდომი იქნება მცირე და საშუალო საწარმოებისთვის საკუთარ ქვეყნებში.

***

საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიური ინოვაციების ქსელური აქტივობის ღონისძიებები საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიური ინოვაციების ქსელური ღონისძიებების მიზანია ხელი შეუწყოს საზოგადოებების ჩამოყალიბებას საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიური ინოვაციების პოლიტიკის შერჩეულ სფეროებში აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში. რეგიონში ქსელების შექმნის გარდა, მათი ამოცანაა ორმხრივი და მრავალმხრივი კავშირების დამყარება აღმოსავლეთ პარტნიორობის ორგანიზაციებს და დაინტერესებულ პირებს შორის ევროკავშირის მხრიდან, სტაბილური თანამშრომლობის და პროექტების მხარდასაჭერად მომავალში. ამ ძალისხმევის მიზანია ცოდნის გაღრმავება ევროკავშირის შესაბამისი საუკეთესო პრაქტიკის შესახებ და ამ ცოდნის უკეთ გააზრება დაინტერესებული მხარეების მიერ ამ რეგიონში. ამიტომ ღონისძიებების ამ სერიას ჰყავს ფართო სამიზნე აუდიტორია, მათ შორის სამინისტროს დონის წარმომადგენლები და უწყებები, შესაბამისი პოლიტიკური სფეროს ასოციაციები და ქსელები, საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურული ორგანიზაციები, და საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიური ინოვაციის ეკოსისტემის სხვა წარმომადგენლები.

Presentations:

ახალი ამბები

იხილეთ ყველა