ჯანდაცვის ციფრული ტექნოლოგიები პანდემიის პრობლემის გადასაჭრელად

  • თარიღი: 24/11/20
  • გააზიარეთ:

ევროკავშირი აფინანსებს 13 პროექტს, რომელთა ინოვაციური მიდგომების საფუძველია ციფრული მეთოდები და ხელოვნური ინტელექტი; ამ პროექტების მიზანია ახალი გადაწყვეტების მოწოდება ჯანდაცვის მუშაკების დასაცავად, COVID-19-ის სწრაფი აღმოჩენა და მისი გავრცელების პრევენცია, და ინტენსიური თერაპიის გაუმჯობესება – ეს ყველაფერი COVID-19-ის პანდემიასთან ბრძოლის მხარდასაჭერად.

COVID-19-ის პანდემიამ გამოააშკარავა მაღალი ხარისხის მონაცემთა, ციფრული ტექნოლოგიების და ხელოვნური ინტელექტის ანალიტიკური საშუალებების საჭიროება. ეს ტექნოლოგიები იყო ჯანმრთელობის ამ მოულოდნელ და მძიმე საფრთხეზე ევროკავშირის რეაგირების ძირითადი ნაწილი.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის მზადყოფნის და რეაგირების გასაძლიერებლად, ასევე ჯანდაცვის ციფრული მაღალი ტექნოლოგიების გამოყენების და ბაზარზე დანერგვის დასაჩქარებლად პრევენციის გაუმჯობესების და მკურნალობის ოპტიმიზაციის მიზნით, ევროკომისიამ გამოაცხადა კონკურსი პროგრამის „ჰორიზონტი 2020“ სოციალური გამოწვევა 1-ის ფარგლებში, რომელიც COVID-19-ის პრობლემის გადაჭრაზეა ორიენტირებული.

მომდევნო 24 თვის განმავლობაში 13 შერჩეული პროექტი, რომელთა საერთო დაფინანსება 55,2 მილიონი ევროა, უზრუნველყოფს გადაწყვეტების მოწოდებას ოთხ შემდეგ დამატებით სფეროში:

  • ტელემედიცინის გამოყენება COVID-19-ის საწინააღმდეგო ინტენსიური თერაპიის მხარდასაჭერად
  • ახალი აპარატების და საშუალებების მოწოდება COVID-19-ის დიაგნოსტიკის დაჩქარების, გაიაფების და გამარტივების მიზნით
  • ტელემედიცინის და ხელოვნური ინტელექტის გამოყენება პაციენტების დიაგნოსტიკის და უსაფრთხო მონიტორინგისთვის, და ჯანდაცვის სისტემის ტვირთის შესამსუბუქებლად
  • ჯანდაცვის მუშაკების დაცვა ახალი ტექნოლოგიების საშუალებით

მოსალოდნელია, რომ დაგეგმილი პირველი საპილოტე მოდელები ხელმისაწვდომი გახდება მომავალი 6-12 თვის განმავლობაში.

პრესრელიზი

ახალი ამბები

იხილეთ ყველა