27-29 ოქტომბერს პროგრამა EU4Digital აწყობს ციფრული უნარების ფართომასშტაბიან ფორუმს. „ციფრული უნარების ფორუმის“ მიზანია აღმოსავლეთ პარტნიორობის ყველა ქვეყნის წარმომადგენელთა შეხვედრა, რომელზეც ისინი გაეცნობიან უმნიშვნელოვანეს საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას შემდეგ სფეროებში: ციფრული უნარები, პერსონალის უნარების გაუმჯობესება და გადამზადება ახალი უნარების ასათვისებლად, ასევე ციფრული უნარების და დასაქმების ეროვნული კოალიციების მართვა.
ფორუმის პირველ დღეს განიხილავენ შემდეგ საკითხებს: ციფრული უნარების ეროვნული ინიციატივების მართვის მკაფიო მიზნების დასახვა, ეროვნული კოალიციების ოპერაციების გააქტიურება და კითხვა-პასუხის სესიის მოწყობა, რომელზეც აღმოსავლეთ პარტნიორობის წარმომადგენლები დასვამენ ნებისმიერ ღია შეკითხვას ეროვნული კოალიციების მნიშვნელობის და მათი პრაქტიკული საქმიანობის შესახებ. ფორუმის მონაწილეებს ციფრული უნარების სტრატეგიის განვითარების და ეროვნული კოალიციის კოორდინაციის საუკეთესო პრაქტიკას უშუალოდ გააცნობს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების უნარების ეროვნული კოალიციის რამდენიმე კოორდინატორის, მათ შორის ავსტრიიდან, იტალიიდან, ირლანდიიდან და სხვა ქვეყნებიდან.
ფორუმის მეორე დღე მიეძღვნება პერსონალის უნარებს, მათ შორის COVID-19-ის პანდემიის ზეგავლენას ციფრულ უნარებთან დაკავშირებულ მოთხოვნებზე. მონაწილეები დეტალურად განიხილავენ პერსონალის უნარების გაუმჯობესების და გადამზადების საუკეთესო პრაქტიკას; ისინი ასევე გაეცნობიან აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მიკრო-, მცირე და საშუალო ბიზნესის ციფრული კომპეტენციების ჩაროს პრაქტიკულ ასპექტებს, რომელიც შემუშავდა პროგრამის EU4Digital ფარგლებში. დღის განმავლობაში ორგანიზებული იქნება სამუშაო შეხვედრა, რომელზეც ქვეყნები წარმოადგენენ და განიხილავენ საკუთარ ინიციატივებს COVID-19-ის პანდემიის ზეგავლენის დასაძლევად.
ფორუმის ბოლო დღეს ორგანიზებული იქნება ვირტუალური სასწავლო ვიზიტი ირლანდიაში, რომელზეც ირლანდიის ეროვნული კოალიციის წევრები წარმოადგენენ ციფრული უნარების საკუთარ ინიციატივებს; მონაწილეები ასევე გაეცნობიან ირლანდიის ეროვნული კოალიციის შექმნის და მისი და პრაქტიკული საქმიანობის საკითხებს.ფორუმზე რეგისტრაცია იწარმოებს 26 ოქტომბრამდე. რეგისტრაცია შესაძლებელია აქ.