27-29 ოქტომბერს პროგრამამ EU4Digital დიდ სამდღიან ღონისძიებას – ციფრული უნარების ფორუმს უმასპინძლა. ფორუმზე შეიკრიბნენ აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვსივე ქვეყნის წარმომადგენლები და ექსპერტები, და შექმნეს ქსელური მუშაობის პლატფორმა, სადაც ერთმანეთს გაუზიარეს ცოდნა, ინიციატივები, საუკეთესო პრაქტიკა და ევროკავშირის პრაქტიკული სასწავლო გამოცდილება ციფრული უნარების ინიციატივების საკითხებზე.
ფორუმზე დაწვრილებით განიხილეს ციფრული უნარების სფეროს სხვადასხვა საკითხი, მათ შორის პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლება და გადამზადება, და ციფრული უნარების და დასაქმების ეროვნული კოალიციების მართვა.
ფორუმის პირველი დღე მიეძღვნა მკაფიო მიზნების დასახვას და ეროვნული ციფრული უნარების ინიციატივების კოორდინაციას, ასევე ეროვნული კოალიციების საქმიანობის გააქტიურებას. ამ დღის პირველი პრეზენტაციები გააკეთეს მალტის ე-უნარების ფონდის ეროვნული კოალიციის კოორდინატორმა ბ-ნმა კარმელ კაჩიამ და ავსტრიის ეროვნული კოალიციის კოორდინატორმა და ორგანიზაციის fit4internet გენერალურმა მდივანმა, ქ-ნმა ულრიკე დომანი-ფუნტანმა. შემდეგ პროგრამამ EU4Digital ჩაატარა სამუშაო შეხვედრა ეროვნული კოალიციების საქმიანობის გააქტიურების საკითხებზე.
ფორუმის მეორე დღე მიეძღვნა პერსონალის უნარებს, მათ შორის COVID-19-ის პანდემიის გავლენას ციფრულ უნარებთან დაკავშირებულ მოთხოვნებზე. ეს დღე გაიხსნა იტალიის ეროვნული კოალიციის და ციფრული უნარების ინიციატივის „Repubblica Digitale“ კოორდინატორის, ბ-ნი ჯუზეპე იაკონოს და ბალტიის კომპიუტერული აკადემიის დირექტორის ქ-ნი სინე ბრაიკის პრეზენტაციებით. მომდევნო პრეზენტაცია გააკეთა პროგრამამ EU4Digital ევროპული კომპეტენციის ჩარჩოს და სამსახურეობრივი მოვალეობების პროფილის გამოყენების საკითხებზე. გარდა ამისა, ჩატარდა სამუშაო შეხვედრა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის COVID-19-ის პანდემიის გავლენის საწინააღმდეგო ღონისძიებებთან დაკავშირებული გამოცდილების გასაზიარებლად.
ფორუმის დასკვნით დღეს მოეწყო ვირტუალური ვიზიტი ირლანდიაში, რომელზეც ირლანდიის ეროვნული კოალიციის წევრებმა წარმოადგინეს ციფრულ უნარებთან დაკავშირებული საკუთარი ინიციატივები. მათ ასევე ისაუბრეს ირლანდიის ეროვნული კოალიციის შემქნის ისტორიაზე და პრაქტიკულ ასპექტებზე. სასწავლო ვიზიტის დროს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების წარმომადგენლებს საკუთარი ცოდნა გაუზიარეს ირლანდიის ეროვნული კოალიციის შემდეგმა წევრებმა:
- ქ-ნი მერი კლირი, ირლანდიის კომპიუტერული საზოგადოების გენერალური მდივანი
- ბ-ნი ალან პაუერი, საწარმოების, ვაჭრობის და დასაქმების დეპარტამენტი
- ქ-ნი ეილის მერნა, მთავარი სამთავრობო საინფორმაციო ოფისი.
- ბ-ნი დეივ ფინანი, ICT Skillnet
- ბ-ნი ტომ ფარელი, CareersNews.
- ბ-ნი მარკ კელი, An Cosán.
- ქ-ნი ედრიენ ვები, ირლანდიის საზოგადოება „კომპიუტერები განათლებაში“.
ფორუმის სამივე დღის პრეზენტაციები ხელმისაწვდომია აქ.