ციფრული უნარები სამუშაო ადგილზე: პროგრამა EU4Digital მუშაობს ციფრული კომპეტენციების ჩარჩოზე მცირე და საშუალო საწარმოებისა და მიკრობიზნესისთვის

  • თარიღი: 14/09/20
  • გააზიარეთ:

პროგრამა EU4Digital მუშაობს საერთო ციფრული კომპეტენციების ჩარჩოზე მცირე და საშუალო საწარმოებისა და მიკრობიზნესისთვის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში ევროკავშირის არსებული ჩარჩოების საფუძველზე. კომპეტენციების ჩარჩოს მიზანია მცირე და საშუალო საწარმოების და მიკრობიზნესის პერსონალის ციფრული უნარების გაუმჯობესება.

ციფრული კომპეტენციების როლი ყველა ინდუსტრიასა და სექტორში იზრდება, ხოლო საზღვრები ICT და არა-ICT როლებს შორის თანდათანობით იშლება. პროფესიონალები მცირე და საშუალო საწარმოებსა და მიკრობიზნესში ხშირად ასრულებენ სხვადასხვა სამუშაო ფუნქციებს და/ან სექტორთაშორის სამუშაო ფუნქციებს, მათ შორის ისეთებს, რომლებიც ციფრული კომპეტენციების განსხვავებულ დონეს მოითხოვს.

ციფრული კომპეტენციების ჩარჩო აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის ემყარება ევროკავშირის ციფრული კომპეტენციების ჩარჩოს მოქალაქეებისთვის (DigComp)და ევროპის ე-კომპეტენციების ჩარჩოს (e-CF) – ყველაზე ფართოდ გამოყენებული კომპეტენციების ჩარჩოებს, რომლებიც ციფრულ უნარებს მოიცავს.

აღნიშნული ორი ჩარჩოს გამოყენება შეიძლება ციფრული კომპეტენციების აღწერისთვის, დაწყებული მომხმარების საბაზისო დონიდან (DigComp), დამთავრებული გამოცდილი მომხმარებლის და საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სფეროს პროფესიონალის დონით (e-CF).

DigComp 21 სხვადასხვა კომპეტენციის გამოყენებით აღწერს, თუ რას ნიშნავს იყო ციფრული კომპეტენციების მქონე მოქალაქე. ციფრული კომპეტენცია განისაზღვრება, როგორც ძირითადი გამჭოლი კომპეტენცია და ამ კომპეტენციის მქონე ადამიანს შეუძლია ციფრული ტექნოლოგიების გამოყენება კრიტიკული, თანამშრომლობითი და კრეატიული გზით.

ე-კომპეტენციების ჩარჩო იძლევა საერთო საცნობარო წყაროს საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების პროფესიონალებისთვის, და ის შემუშავდა საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სექტორის ექსპერტებსა და მონაწილე მხარეებს შორის თანამშრომლობის საფუძველზე. ე-კომპეტენციების ჩარჩო აღწერს 41 კომპეტენციას, რომლებიც უკავშირდება საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ბინზეს-პროცესებს.

მიკრობიზნესის და მცირე და საშუალო საწარმოების პერსონალის ციფრული უნარების განვითარება უმნიშვნელოვანესია, რადგან მცირე და საშუალო საწარმოები ეკონომიკის სფეროს ძირითადი მოთამაშეები არიან აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში.  აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში მცირე და საშუალო საწარმოები შეადგენს ყველა კომპანიის 99%-ს, მიუხედავად იმისა რომ ისინი კერძო სექტორის დასაქმების მხოლოდ 57%-ს წარმოადგენს. ამის საპირისპიროდ, ევროკავშირში მცირე და საშუალო საწარმოები დასაქმების მნიშვნელოვანი მამოძრავებელი ძალაა (შექმნილი ახალი სამუშაო ადგილების 85%). საკუთარი პოტენციალის სრულად გამოყენების მიზნით, სამეწარმეო და სწრაფად მზარდ მცირე და საშუალო საწარმოებს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში მრავალი პრაქტიკული ციფრული კომპეტენცია დასჭირდებათ, მაგ. დიდი მონაცემების ანალიტიკა და საშუალებები, “cloud” გამოთვლები და ვიზუალიზაცია, მობილური აპლიკაციების დიზაინი და განვითარება, ვებ-პროგრამირება და

საშუალებები, საინფორმაციო ტექნოლოგიების არქიტექტურა და უსაფრთხოების უნარები.

ამ საჭიროების პასუხად პროგრამა EU4Digital ამჟამად მუშაობს კომპეტენციების ჩარჩოზე, რომელიც დაეხმარება ციფრული კომპეტენციების საერთო ენის შემოღებას და მხარს დაუჭერს კარიერის განვითარებას და სასწავლო მიმართულებებს. კომპეტენციების ჩარჩო სამი ელემენტისგან იქნება შემდგარი:

  • მეთოდოლოგია, რომელიც აღწერს კომპეტენციების ჩარჩოს განვითარების მეთოდებს, პროცესს და ამოცანებს.
  • კომპეტენციების ჩარჩოს გამოყენების სახელმძღვანელო რეკომენდაციები მცირე და საშუალო საწარმოებისა და მიკრობიზნესისთვის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში.
  • სამსახურეობრივი მოვალეობების შერჩეული პროფილები, რომლებიც მოიცავს ძირითად კომპეტენციებს და უნარებს კონკრეტული სამსახურეობრივი მოვალეობების შესასრულებლად მცირე და საშუალო საწარმოებსა და მიკრობიზნესში, რაც შერჩეულია ციფრული უნარების ქსელის მიერ.

მცირე და საშუალო საწარმოებს და მიკროსაწარმოებს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში ჰყავს განსხვავებული რაოდენობის პერსონალი; ეს საწარმოები მოიცავს სხვადასხვა რაოდენობის სამრეწველო სექტორებს და ციფრული კომპეტენციების დონეებს. კომპეტენციების ჩარჩოს მიზანია იყოს გამოყენებადი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მცირე და საშუალო საწარმოებისა და მიკრობიზნესის უმრავლესობაში, სექტორის, საწარმოს ზომის და ციფრული კომპეტენციების პროფესიული კვალიფიკაციის დონის მიუხედავად.

ეს ჩარჩო გამოიყენებს ევროკავშირში არსებულ ჩარჩოებს, ამავე დროს მხარს დაუჭერს მათ ინტეგრირებულ გამოყენებას და ადაპტაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მცირე და საშუალო საწარმოებისა და მიკრობიზნესის მოთხოვნებისთვის. აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ექსპერტები ყველა ეტაპზე მონაწილეობენ სამსახურეობრივი მოვალეობების პროფილების, სახელმძღვანელო რეკომენდაციების და მეთოდოლოგიის განსაზღვრაში.

პროგრამა EU4Digital მხარს უჭერს ციფრული კომპეტენციების ჩარჩოს განვითარებას მცირე და საშუალო საწარმოებისა და მიკრობიზნესისთვის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში, ასევე ტრენინგების და კონფერენციების ორგანიზაციას და პოლიტიკის დამსახველებისა და ტრენინგის პროვაიდერების სასწავლო ვიზიტებს ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში ევროკავშირის პრაქტიკის გავრცელების მიზნით.

წარმატების ისტორიები

ერთი კლიკი ევროპულ ბაზრამდე — როგორ ეხმარება ევროკავშირი საქართველოს ელექტრონული კომერციის განვითარებაში

ყველაფერი სამი ახალგაზრდა ქალით დაიწყო. 2016 წლის შემოდგომაზე დაფუძნებული „რკო“, რომელიც ბავშვის სამოსს აწარმო…

გაიგეთ მეტი

ტყუპი დების ცხოვრება ციფრულმა უნარებმა შეცვალა

16 წლის ტყუპებს, ნინი და ანი მერაბიშვილებს პატარაობისას ანიმაციური ფილმების ყურება უყვარდათ. მაგრამ განსხვავებ…

გაიგეთ მეტი

იხილეთ ყველა