1 დეკემბერს პროგრამის EU4Digital მიერ ორგანიზებულ ონლაინ ღონისძიებაზე ციფრული უნარების ქსელმა დაამტკიცა კომპეტენციების ჩარჩოს გამოყენების სახელმძღვანელო რეკომენდაციები მცირე და საშუალო საწარმოებისა და მიკრობიზნესისთვის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში.
ღონისძიების ამოცანა იყო სახელმძღვანელო რეკომენდაციების დამტკიცება და შემდგომი ნაბიჯების განსაზღვრა, მათ შორის მომავალი ტრენინგები, პროგრამის EU4Digital და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის.
შეხვედრაზე განიხილეს შესაძლო თანამშრომლობა წყარო ევროპულ ჩარჩოებს შორის, რეკომენდაციები მათი ინტეგრირებული გამოყენებისთვის, კონკრეტული რეკომენდაციები სამსახურეობრივი ფუნქციების პროფილების შესამუშავებლად და ტერმინოლოგია, რომელიც გამოიყენება ე-კომპეტენციების ჩარჩოში (e-CF), DigComp-სა და ევროპული უნარების, კომპეტენციების, კვალიფიკაციების და პროფესიების (ESCO) კლასიფიკაციაში.
სახელმძღვანელო რეკომენდაციების განხილვის დროს გაკეთდა განმარტებები შესაბამისი შიდა დოკუმენტების, სტრატეგიების და ჩარჩოების შემუშავებასთან დაკავშირებით, და საბოლოო სახე მიეცა ძირითად განსაზღვრებებს. საფუძვლიანი დისკუსიის შემდეგ, ციფრული უნარების ქსელმა დაამტკიცა სახელმძღვანელო რეკომენდაციები.
ღონისძიებაზე განხილული იქნება ტრენინგის საჭიროებების დადგენილი პრიორიტეტები, ასევე ფორმატი, რომელშიც ჩატარდება შემდეგი ტრენინგები, სასწავლო ვიზიტები და კონფერენციები:
- ეროვნული ტრენინგები ციფრული უნარების და სამუშაო ადგილების ეროვნული კოალიციების ჩამოყალიბების და მართვის საკითხებზე;
- რეგიონული ტრენინგი ევროპული ე-კომპეტენციების და ციფრული კომპეტენციების ჩარჩოების სარგებლიანობის საკითხებზე;
- რეგიონული ტრენინგი ციფრული უნარების გაზომვის ევროპული პრაქტიკის და მეთოდოლოგიის საკითხებზე;
- რეგიონული ტრენინგი მცირე და საშუალო საწარმოების და მიკრობიზნესის კომპეტენციების ჩარჩოს გამოყენების საკითხზე;
- რეგიონული ტრენინგი ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკის შესახებ ციფრული უნარებში პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლების და გადამზადების საკითხებზე კონკრეტულ სექტორებში, რომლებიც არ არის დაკავშირებული საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებთან;
- ორი დაგეგმილი სასწავლო ვიზიტიდან ირლანდიასა და ბასკონიაში, მინიმუმ ერთი ჩატარდება ონლაინ ღონისძიების სახით COVID-19-თან დაკავშირებული შეზღუდვების გამო;
- კონფერენცია “ციფრული უნარები მე-4 ინდუსტრიული რევოლუციისთვის” ჩატარდება 2021 წლის განმავლობაში.
პროგრამა EU4Digital მხარს უჭერს ციფრული კომპეტენციების ჩარჩოს განვითარებას მცირე და საშუალო საწარმოებისა და მიკრობიზნესისთვის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში, ასევე ტრენინგების და კონფერენციების ორგანიზებას და პოლიტიკის დამსახველებისა და ტრენინგის პროვაიდერების სასწავლო ვიზიტებს ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში ევროკავშირის პრაქტიკის გავრცელების მიზნით.