1 დეკემბერს პროგრამა EU4Digital აწყობს ქსელურ ღონისძიებას ციფრული უნარების საკითხზე.
ღონისძიების ამოცანაა კომპეტენციების ჩარჩოს გამოყენების სახელმძღვანელო რეკომენდაციების დამტკიცება მცირე და საშუალო საწარმოების და მიკრო-ბიზნესისთვის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში, და შემდგომი ნაბიჯების განსაზღვრა პროგრამის EU4Digital და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის, მომავალი ტრენინგების ჩათვლით.
ღონისძიების დღის წესრიგი:
- სახელმძღვანელო რეკომენდაციების საბოლოო ვერსიის წარდგენა და განხილვა;
- მომავალი ნაბიჯების, მათ შორის ტრენინგების, სასწავლო ვიზიტების და კონფერენციების განხილვა.
ღონისძიებაზე განხილული იქნება ტრენინგის საჭიროებების დადგენილი პრიორიტეტები, ასევე ფორმატი, რომელშიც ჩატარდება ტრენინგები, სასწავლო ვიზიტები და კონფერენციები. პროგრამა EU4Digital მხარს უჭერს ციფრული კომპეტენციების ჩარჩოს განვითარებას მცირე და საშუალო საწარმოებისა და მიკრობიზნესისთვის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში, ასევე ტრენინგების და კონფერენციების ორგანიზებას და პოლიტიკის დამსახველებისა და ტრენინგის პროვაიდერების სასწავლო ვიზიტებს ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში ევროკავშირის პრაქტიკის გავრცელების მიზნით.