2020 წლის 25 ივნისს ჩატარდა ინიციატივის EU4Digital ციფრული უნარების ქსელის ვირტუალური შეხვედრა რომლის მიზანი იყო შემდეგი საკითხების განხილვა: ციფრულ უნარებში არსებული ხარვეზების გაზომვის და პროგნოზირების მეთოდოლოგიის შემუშავების შედეგები და პროგრამის EU4Digital მიერ მხარდაჭერილი მცირე და საშუალო საწარმოების და მიკროსაწარმოების კომპეტენციების ჩარჩო.
გარდა ამისა, ქსელმა განიხილა მომავალი ტრენინგები და კონფერენციები ისეთ თემებზე, როგორიცაა ციფრული უნარები სამრეწველო რევოლუციისთვის 4.0, ქალთა მენტორობის პროგრამები და ციფრული უნარების და სამუშაო ადგილების ეროვნული კოალიციების დაარსება და მართვა. ამ შეხვედრის მიზანი იყო წინა შეხვედრების შედეგების შესაბამისობაში მოყვანა და შეთანხმება სამომავლო ღონისძიებებთან, რომლები დაგეგმილია 2020 წლის ზაფხულის და ადრეული შემოდგომის განმავლობაში.
ეს ქსელის წელს ჩატარებული მეორე ვირტუალური ვებინარი იყო. პირველი ვებინარი ჩატარდა 29 აპრილს და მასზე მონაწილეებმა დასახეს პრიორიტეტები ღონისძიებებისთვის (ტრენინგები, კონფერენციები, სასწავლო ვიზიტები), ციფრული უნარების ხელშეწყობის კამპანია და ციფრული უნარების კომპეტენციების ჩარჩოს შემუშავება მცირე და საშუალო საწარმოების და მიკრობიზნესისთვის პროგრამის EU4Digital მხარდაჭერით.
ინიციატივის EU4Digital ციფრული უნარების ქსელი წარმოადგენს პლატფორმას საუკეთესო პრაქტიკის და გამოცდილების გასაზიარებლად აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვს ქვეყანას და ევროკავშირს შორის, რაც ხელს უწყობს თანამშრომლობას და იდეების შემუშავებას ჰარმონიზაციის ერთობლივი პროექტებისთვის. პროგრამა EU4Digital მხარს უჭერს ქსელს რიგი ინიციატივების საშუალებით, რომელთა შორისაა ტრენინგების, კონფერენციების და სასწავლო ვიზიტების ორგანიზაცია ევროკავშირის წევრ ქვეყნებში პოლიტიკაზე პასუხისმგებელი პირებისთვის და ტრენინგების პროვაიდერებისთვის, ციფრული კომპეტენციების ჩარჩოს განვითარება მცირე და საშუალო საწარმოებისა და მიკრობიზნესისთვის, და ციფრულ უნარებში არსებული ხარვეზების გაზომვა და პროგნოზირება.