ციფრული უნარების ქსელის ვირტუალური შეხვედრა მომავალი ღონისძიებების პრიორიტეტების და ციფრული უნარების პოპულარიზაციის საქმიანობის განსახილველად

  • თარიღი: 07/05/20
  • გააზიარეთ:

2020 წლის 29 აპრილს ჩატარდა პროგრამის EU4Digital ციფრული უნარების ქსელის შეხვედრა, რომელზეც განიხილეს მომავალი ღონისძიებების (ტრენინგები, კონფერენციები, სასწავლო ვიზიტები) პრიორიტეტები, ციფრული უნარების პოპულარიზაციის კამპანია და ციფრული უნარების კომპეტენციების ჩარჩოს შემუშავება მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოებისთვის (MSME), რომლებსაც მხარს უჭერს პროგრამა EU4Digital.

მონაწილეებმა განიხილეს ტრენინგების, კონფერენციების და სასწავლო ვიზიტების საკითხები, კერძოდ ციფრული უნარები მე-4 სამრეწველო რევოლუციისთვის (Industry 4.0), ციფრული კომპეტენციების ჩარჩოები, ციფრული უნარების და სამსახურების ეროვნული კოალიციების მართვა და Covid-19 კრიზისის გამოცდილება. გარდა ამისა, განხილული იყო პირისპირ ღონისძიებების შესაძლო ალტერნატივები იმ შემთხვევისთვის, თუ Covid-19-თან დაკავშირებული შეზღუდვები გავლენას მოახდენს დაგეგმილ ღონისძიებებზე, მაგალითად, ონლაინ ტრენინგები და კონფერენციები.

ქსელმა ასევე განიხილა გეგმები ციფრული უნარების პოპულარიზაციის კამპანიის ჩასატარებლად აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში 2021 წლის განმავლობაში, ასევე ციფრული კომპეტენციების ჩარჩოს განვითარების პრიორიტეტები მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოებისთვის (MSME).

ინიციატივის EU4Digital ციფრული უნარების ქსელი წარმოადგენს პლატფორმას საუკეთესო პრაქტიკის და გამოცდილების გასაზიარებლად აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვს ქვეყანას და ევროკავშირს შორის, რაც ხელს უწყობს თანამშრომლობას და იდეების შემუშავებას ჰარმონიზაციის ერთობლივი პროექტებისთვის. პროგრამა EU4Digital მხარს უჭერს ქსელს რიგი ინიციატივების საშუალებით, რომელთა შორისაა ტრენინგების, კონფერენციების და სასწავლო ვიზიტების ორგანიზაცია ევროკავშირის წევრ ქვეყნებში პოლიტიკაზე პასუხისმგებელი პირებისთვის და ტრენინგების განმახორციელებლებისთვის, პოპულარიზაციის კამპანიის ჩატარება და ციფრული კომპეტენციების ჩარჩოს განვითარება მიკრო-, მცირე და საშუალო საწარმოებისთვის.

ახალი ამბები

იხილეთ ყველა