როგორ ცვლის ე-ჯანმრთელობა ჯანდაცვის სექტორის საქმიანობას აღმოსავლეთთ პარტნიორობის ქვეყნებში და რას აკეთებს ევროკავშირი ამ სფეროს დასახმარებლად? პროგრამამ EU4Digital ჩაატარა კამპანია, რომელიც აშუქებს მისი მხრიდან ე-ჯანმრთელობის ტექნოლოგიების მხარდაჭერას პარტნიორ ქვეყნებში იმის ხაზგასმით, თუ რამდენად გადამწყვეტია ე-ჯანმრთელობის მნიშვნელობა და რას უნდა ველოდოთ მომავალი წლების განმავლობაში.
ადგილობრივი პრესის და სოციალური მედიის საშუალებით მხარდაჭერილი კამპანია აგებული იყო ისტორიების ციკლზე, რომლებიც შეიქმნა ადგილობრივ მედია-პარტნიორებთან თანამშრომლობით. ამ ისტორიებში აღწერილია აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში დანერგილი ელექტრონული ჯანმრთელობის გადაწყვეტები, მათ წინაშე მდგარი გამოწვევები და ევროკავშირის და მისი EU4Digital ინიციატივის მხარდაჭერა.
ისტორიებს შეგიძლიათ გაეცნოთ აქ:
- გაუმჯობესებული მომსახურება და ადმინისტრაცია: მოლდოვის საავადმყოფოები ავტომატიზებული საინფორმაციო სისტემის სარგებელს იმკიან
- eBaby უკრაინაში: ცხრა სერვისი ერთში ბიუროკრატიის გვერდის ავლის მიზნით დაბადებისას
- თანამედროვე ციფრული პლატფორმები პანდემიაზე უკეთ რეაგირებისთვის: მოლდოვაში მონაცემები გადამწყვეტ როლს ასრულებს COVID-19-თან ბრძოლაში
- დარჩით სახლში, წამლებს ჩვენ მოგიტანთ – ციფრული ინიციატივა ქართველ პენსიონერებს რთული პერიოდის გადატანაში ეხმარება
- როგორ დააჩქარა პანდემიამ ციფრული სერვისების დანერგვა საქართველოში
- ციფრული ექიმი: როგორ გარდაქმნის ჯანდაცვას უკრაინაში ავადმყოფობის ციფრული ისტორიები
- ე-ჯანმრთელობის ტექნოლოგიების გარდამქმნელი ძალა ევროკავშირსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში,
- ბრწყინვალე სამომავლო შესაძლებლობები ჯანმრთელობის ტექნოლოგიებისთვის ჯერ კიდევ არსებული გამოწვევების მიუხედავად.
ინფოგრაფიკული ვიდეორგოლების ციკლის საშუალებით სოციალური მედიის პოსტებით გაშუქდა ე-ჯანმრთელობის მნიშვნელობა და ნაჩვენები იქნა წარმატებული ინოვაციები ამ სექტორში.
გარდა ამისა, კამპანიის ფარგლებში საზოგადოება ინფოგრაფიკის საშუალებით უკეთ გაეცნო პროგრამის EU4Digital ე-ჯანმრთელობის მიმართულების საქმიანობის ძირითად სფეროებს, ხოლო ე-ბარათების კომპლექტით ამ საკითხთან დაკავშირებულ პრაქტიკულ შეკითხვებს გაეცა პასუხი.