ციფრული გადაწყვეტები
სუფთა გარემოს, უკეთესი ჯანმრთელობის და საყოველთაო ხელმისაწვდომობისთვის იყო სამი
იდეა, ნომინირებული მონაწილეების და მენტორების მიერ კონკურსზე EU
Digitalisation for Civil Society Award 2019
წლის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ჰაკათონზე, რომელიც
14-16 ივნისს საქართველოს დედაქალაქ თბილისში ჩატარდა.
სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტებმა, საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროს პროფესიონალებმა და დიზაინერებმა აზერბაიჯანიდან, ბელარუსიდან, მოლდოვის რესპუბლიკიდან, საქართველოდან, სომხეთიდან და უკრაინიდან ჰაკათონზე 20 იდეა წარადგინეს.
ტექნიკური და დარგის ექსპერტები სამი დღის განმავლობაში თანამშრომლობდნენ საინფორმაციო ტექნოლოგიურ გადაწყვეტებზე, რომლებიც საშუალებას მისცემს სამოქალაქო საზოგადოებრივ ორგანიზაციებს და აქტივისტებს უკეთ დააკმაყოფილონ საკუთარი საზოგადოების საჭიროებები და დაეხმარონ აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონის მოქალაქეებს მონაწილეობა მიიღონ გადაწყვეტილების მიღებაში.
ერთ-ერთი ნომინანტია ოლგა ტერეშჩენკო უკრაინის ქალაქ ოდესიდან. ჰაკათონზე მან წარადგინა იდეა ისეთი საშუალები თაობაზე, რომელიც შეკრებს სრულყოფილ და დადასტურებულ მონაცემებს გლუტენის შემცველობის გარეშე წამლების, პროდუქტების და მომსახურების შესახებ.
მეორე ნომინანტს, ანა კრისს უკრაინიდან აფიქრებს ინფრასტრუქტურის ხელმისაწვდომობა უნარშეზღუდული ადამიანებისთვის, და მათთვის საჭირო ინფორმაციის არარსებობა იმ საშუალებების შესახებ, რომელთა გამოყენებით ისინი შეძლებენ სრულად ისიამოვნონ ცხოვრებით.
მესამე ნომინანტია პოლინა პლისკოვსკაია ბელარუსის დედაქალაქ მინსკიდან. მან წარმოადგინა ნარჩენების სეპარირებული შეგროვების პრობლემის გადაწყვეტის იდეა ონლაინ თამაშის RUBBISH საშუალებით, რომლის დახმარებით ბავშვებს ასწავლიან გარემოზე ზრუნვას და პასუხისმგებლობის აღებას ნარჩენების დახარისხებაზე.
ამ სამი პროექტიდან ერთ-ერთი მიიღებს მხარდაჭერას ევროკავშირიდან სრულად შემუშავების და დაწყების მიზნით. გამარჯვებული 2019 წლის აგვისტოში გამოცხადდა.
აღმოსავლეთ პარტნიორობის 2019 წლის სამოქალაქო საზოგადოების ჰაკათონი მესამედ არის ორგანიზებული ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ინსტრუმენტის მიერ.