თუ თქვენ აღმოსავლეთ პარტნიორობის ერთ-ერთ ქვეყანაში, კერძოდ აზერბაიჯანში, ბელარუსში, მოლდოვის რესპუბლიკაში, საქართველოში, სომხეთში ან უკრაინაში ცხოვრობთ, ევროკავშირის EU4Digital ინიციატივის დახმარებით ციფრული ტექნოლოგიები თქვენი ცხოვრება პრაქტიკულად გარდაქმნის.
გასული სამი წლის განმავლობაში, პროგრამა EU4Digital მუშაობდა ღონისძიებების ციკლის და საპილოტე პროექტების დაგეგმვასა და დიზაინზე, რომლებიც რეალურ გავლენას მოახდენს ბიზნესსა და საზოგადოებაზე მთელ რეგიონში.
პროგრამის EU4Digital ახალი ვიდეო რგოლი გაგაცნობთ, თუ რა რეალური ცვლილებები განხორციელდება მალე რეგიონში, და გააშუქებს ციფრული ტრანსფორმაციის ექვს ძირითად გავლენას შემდეგ სფეროებში: როუმინგის ფასების გაიაფება, ციფრული ანგარიშ-ფაქტურები ე-ვაჭრობის პოტენციალის გასაზრდელად, ელექტრონული ხელმოწერები ბიზნესისა და მოქალაქეებისთვის, ახალი სამუშაო ადგილები საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიური ბიზნესის დაფინანსების საშუალებით, ციფრული უნარების გაუმჯობესება მომავლის სამუშაო ადგილებისთვის და ე-ჯანმრთელობის თანამედროვე მეთოდები ჯანდაცვის სისტემის გასაუმჯობესებლად.
ამ რეალური გავლენებიდან ზოგიერთი მიმართულია პროგრამის EU4Digital კამპანიაზე, რომელიც აშუქებს პროგრამის EU4Digital მიერ მიღწეულ რეალურ შედეგებს ე-კომერციის, ე-მიწოდების, ნდობის და უსაფრთხოების სფეროებში.