მცირე და საშუალო საწარმოების ციფრული გარდაქმნა – უფასო ვებინარი

  • თარიღი: 25/06/20 – 25/06/20
  • გააზიარეთ:

25 ივნისს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) სომხეთში, ევროკავშირის მხარდაჭერით და დაფინანსებით, EU4Business ინიციატივის ფარგლებში აწყობს ონლაინ ვებინარს მცირე და საშუალო საწარმოების ციფრული ტრანსფორმაციის საკითხებზე.

მცირე და საშუალო საწარმოების ციფრული ტრანსფორმაცია არის პროცესი, რომლის საშუალებით ორგანიზაციები ან კომპანიები ახდენენ საკუთარი სამუშაო მეთოდების და სტრატეგიების რეორგანიზაციას, იმისათვის, რომ მიიღონ მეტი სარგებელი ოპერაციების ციფრული გარდაქმნის და ახალი ტექნოლოგიების ეფექტური დანერგვის საშუალებით.

ეს საკითხი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია COVID19-ისკრიზისის განმავლობაში, რომელმაც გამოკვეთა ბიზნესის ციფრული ტრანსფორმაციის პროცესის სასწრაფოდ დაჩქარების აუცილებლობა.

ღონისძიების მიზანია: 

  • ციფრული ტრანსფორმაციის მთავარი უპირატესობების წარდგენა კერძო სექტორისთვის, 
  • ცნობიერების ამაღლება მცირე და საშუალო საწარმოების ციფრული ტრანსფორმაციის და იმ მთავარი პროცესების და ფასეულობების შესახებ, რომელიც მას მოაქვს მცირე და საშუალო საწარმოებისთვის,
  • ციფრული ტრანსფორმაციის პროგრამის წარდგენა სომხეთში: კომპლექსური მულტისპექტრული კვლევის მთავარი აქტივობები და შედეგები,
  • დიალოგის დაწყება ძირითად მონაწილე მხარეებთან ამ საკითხის განვითარების შესაძლებლობებზე სომხეთში და მის ფარგლებს გარეთ. 

ვებინარს ჩაატარებენ მაღალი დონის ექსპერტი ინოვაციის და სამეწარმეო ეკოსისტემის შენების საკითხებზე, ევროკომისიის ევროპული ინოვაციების საბჭოს წევრი ხესუს ლოზანო და ადგილობრივი ექსპერტი ინოვაციის და მეწარმეობის საკითხებში არუსიაკ ხუდავერდიანი.

ღონისძიება ღიაა ყველა დაინტერესებული მხარის და მონაწილისთვის. სამუშაო ენაა ინგლისური.

თარიღი: 25 ივნისი, დრო: 17:00 (ერევნის დროით, GMT+4)

დარეგისტრირდით ახლა https://bit.ly/EBRD_Digit

მოვლენები

იხილეთ ყველა