გააციფრულე შენი ბიზნესი: ევროკავშირი სოფლად მომუშავე მეწარმეებს საქართველოში ციფრულ ბიზნეს-ინკუბაციის შესაძლებლობას სთავაზობს
თარიღი: 16/09/21
ევროკავშირი (EU) და გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) სოფლად მომუშავე მეწარმეებს საქართველოს დედოფლისწყაროს, ყაზბეგის, ლაგოდეხის და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტებიდან პროექტის „გააციფრულე შენი ბიზნესი“ მესამე რაუნდში მონაწილეობის მისაღებად იწვევენ.
კონკურსის შედეგად შერჩეული რვა მეწარმე გაივლის ბიზნეს-ინკუბაციის და მენტორობის პროგრამას, რომელიც მათ ციფრული ბიზნესის ინსტრუმენტების პრაქტიკულ გამოყენებაში დაეხმარება.
ინკუბაციის და მენტორობის პროგრამა გულისხმობს ტრენინგს და კონსულტაციებს მრავალ სხვადასხვა საკითხზე, რომლებიც ბიზნესის განვითარებას და ციფრულ ტექნოლოგიებს უკავშირდება, კერძოდ: ბიზნესის შექმნა და მართვა, ბრენდინგი, დიზაინი, ონლაინ მარკეტინგი, ონლაინ გაყიდვები, კომუნიკაცია, კორპორაციული ვებგვერდების შექმნა, ციფრული საშუალებები და შესაძლებლობები. გარდა ამისა, პროგრამა ითვალისწინებს სოფელში მომუშავე მეწარმეების ხელშეწყობას მათი ბიზნესისთვის ვებგვერდების და სხვა ციფრული პლატფორმების შექმნაში.
ინიციატივას განახორციელებენ ქართული ორგანიზაციები „ჯეოლაბი“, ინოვაციის მხარდაჭერის ფონი და „გერგარტი“ ევროკავშირის დაფინანსებული უფრო ვრცელი სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ფარგლებში.
ინკუბაციის პროგრამით გრძელდება გასული წლის ზაფხულში სასოფლო ბიზნესისთვის ჩატარებული საგანმანათლებლო და ქსელური აქტივობის ციკლი. გასული წლის ციკლი მოიცავდა ონლაინ კონფერენციას ივლისში, რომელსაც 120 მონაწილეზე მეტი დაესწრო, და ბიზნესის ციფრული გარდაქმნის ტრენინგს აგვისტოში, რომელშიც 60-ზე მეტმა სოფლად მომუშავე მეწარმემ მიიღო მონაწილეობა.
ინკუბაციის პროგრამაში მონაწილეობით დაინტერესებულ მეწარმეებს იწვევენ რეგისტრაციის გასავლელად 2021 წლის 18 სექტემბრამდე მოცემულ ბმულზე.
ამ ვებსაიტზე ჩვენ ვიყენებთ cookie-ფაილებს იმისათვის, რომ გაგიუმჯობესოთ ვებსაიტზე მუშაობა, ვებსაიტზე ნავიგაცია და ამ ვებსაიტით სარგებლობის ანალიზი. ღილაკზე ""თანხმობა ყველა cookie-ფაილზე” თითის დაჭერით, თქვენ ეთანხმებით cookie-ფაილების გამოყენებას ჩვენს მიერ.
დამატებითი ინფორმაცია ჩვენს მიერ გამოყენებული cookie-ფაილების შესახებ, ან თქვენი cookie-ფაილების პარამეტრების შეცვლა შეგიძლიათ Cookie-ფაილების გამოყენების პოლიტიკაში.
ფუნქციური Cookie-ფაილები
ფუნქციური Cookie-ფაილები, რომლებიც აუცილებელია ვებსაიტის ფუნქციონირებისთვის. ეს Cookie-ფაილები ასევე გვეხმარება ვებსაიტის საქმიანობის მაჩვენებლების შეფასებაში და აუმჯობესებს მომხმარებელთან ურთიერთობას; გარდა ამისა, ისინი იმახსოვრებს ნებისმიერ პარამეტრს, რომელიც შესაძლოა არჩეული გქონდეთ.
If you disable this cookie, we will not be able to save your preferences. This means that every time you visit this website you will need to enable or disable cookies again.
სარეკლამო/მიზნობრივი Cookie-ფაილები
სარეკლამო/მიზნობრივი Cookie-ფაილები, რომლებსაც ვიყენებთ მომხმარებლის აქტივობაზე და სესიებზე თვალის მიდევნების მიზნით იმისათვის, რომ შევძლოთ უფრო პერსონალიზებული მომსახურების მიწოდება, და (სარეკლამო Cookie-ფაილების შემთხვევაში) რომლებსაც საიტზე ათავსებენ ის მესამე მხარეები, ვისთან ერთადაც ვახორციელებთ სარეკლამო კამპანიებს, და რომლებიც გვაძლევს თქვენთვის შესაბამისი რეკლამის მოწოდების საშუალებას. ეს არის არასავალდებულო Cookie-ფაილები და მომხმარებელს შეუძლია აირჩიოს მათზე უარის თქმა ნებისმიერ დროს.