კონფერენცია DigitALL Public

  • თარიღი: 20/04/21 – 22/04/21
  • გააზიარეთ:

20-22 აპრილის სამდღიანი ონლაინ კონფერენციით DigitALL Public დაიხურება ღონისძიება ევროპის დამაკავშირებლი მექანიზმის (CEF) ციფრული და ოპერაციულად თავსებადი გადაწყვეტები საჯარო ადმინისტრაციების, ბიზნესის და მოქალაქეების (ISA²) პროგრამებისთვის.

წევრი სახელმწიფოების პარალელურად, ეს პროგრამები დაეხმარა სახელმწიფოთაშორისი სახელმწიფო სერვისების შექმნას მოქალაქეებისთვის, უზრუნველყო კომპანიები უფასო ოპერაციულად თავსებადი გადაწყვეტებით და ერთმანეთთან დააკავშირა სხვადასხვა სექტორის განსხვავებული ორგანიზაციები. კონფერენცია DigitALL Public აღნიშნავს ამ პროცესის მომდევნო ნაბიჯს, და იმავდროულად იხედება წინ ევროპის ციფრული მომავლისკენ.

ონლაინ კონფერენციაზე მოისმენენ ევროპული და საერთაშორისო ინსტიტუტების, წევრი სახელმწიფოების და დარგის მოწინავე წარმომადგენლების სიტყვით გამოსვლებს. კონფერენციაზე განიხილავენ სახელმწიფო სერვისების ციფრული ტრანსფორმაციის წარმატებულ მაგალითებს ევროპის მასშტაბით და აღნიშნავენ ახალი ციფრული ევროპის პროგრამის დაწყებას.

სამდღიანი ღონისძიების განმავლობაში გექნებათ უნიკალური შესაძლებლობა მოისმინოთ და მონაწილეობა მიიღოთ დისკუსიებში შემდეგ საკითხებზე: ინოვაცია და GovTech, ოპერაციული თავსებადობა, ღია წყარო, ჭკვიანი ქალაქები, ნდობა და უსაფრთხოება და სხვა. თქვენ მიიღებთ ინფორმაციას პოლიტიკური პრიორიტეტების, მიღებული გამოცდილების და სხვა მნიშვნელოვანი თემების შესახებ, გააცნობიერებთ ციფრული გადაწყვეტების განხორციელების გზებს და გაიგებთ, თუ როგორ შეგვიძლია ჩვენ, ყველას, უკეთ ვითანამშრომლოთ ევროპის ციფრული მომავლის მიმართულებით.

თემები მოიცავს შემდეგს:

  • ციფრული გადაწყვეტები მხარს უჭერს ევროპის აღდგენას პანდემიის შემდეგ
  • ე-ანგარიშ-ფაქტურები ყველასთვის – ჩაერთეთ ახალი ციფრული ევროპის პროგრამაში და აღმოაჩინეთ ჩვენი წარმატების ისტორიები ევროპის დამაკავშირებლ მექანიზმთან მიმართებაში!
  • კომპეტენციები სახელმწიფო სექტორის ციფრული ტრანსფორმაციისთვის
  • ციფრული უნარების პოპულარიზაციის მნიშვნელობა სახელმწიფო სექტორში
  • ელექტრონული იდენტიფიკაციის, ავთენტიფიკაციის და ნდობის სამსახურების (eIDAS) მომავალი?
  • ევროპული ციფრული ინოვაციის ჰაბები – რას სთავაზობს ისინი წევრ სახელმწიფოებს?

დამატებითი ინფორმაცია

დღის წესრიგი სრულად

გაიარეთ რეგისტრაცია ახლა

მოვლენები

იხილეთ ყველა