ინდუსტრიის ციფრული ტრანსფორმაცია: საუკეთესო პრაქტიკა მცირე და საშუალო საწარმოების ციფრული ტრანსფორმაციის მხარდასაჭერად ეკონომიკის ტრადიციულ სექტორებში

  • თარიღი: 03/07/20
  • გააზიარეთ:

პროგრამის EU4Digital ერთ-ერთი უმთავრესი საქმიანობა საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიური ინოვაციების სფეროში არის საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიური ინოვაციების საერთო საკანონმდებლო ჩარჩოს ჩამოყალიბების მხარდაჭერა აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში, რაც ხელს შეუწყობს საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიურ ინოვაციებს ევროკავშირის ნორმების და საუკეთესო პრაქტიკის საფუძველზე.

ამ ამოცანის შესასრულებლად პროგრამამ EU4Digital განსაზღვრა ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკა პოლიტიკის იმ სფეროების რეგულირებისთვის, რომელიც წინასწარ იყო შერჩეული აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მიერ:

  • ინტელექტუალური საკუთრების უფლების მართვა ციფრული ინოვაციებისთვის (სომხეთი);
  • ახალი ორგანიზაციული ფორმები საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიური ინოვაციების მხარდასაჭერად (აზერბაიჯანი);
  • ციფრულ ინოვაციებზე მომუშავე მცირე და საშუალო საწარმოების წვდომა დაფინანსებაზე (საქართველო, უკრაინა);
  • საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიური ინოვაციების ეკოსისტემები სტარტეპებისა და სქეილაფებისთვის (მოლდოვა);
  • ინდუსტრიის ციფრული ტრანსფორმაცია (მცირე და საშუალო საწარმოების ციფრული ტრანსფორმაცია ტრადიციულ სექტორებში) (ბელარუსი).

ამ სტატიაში განხილულია ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკა ინდუსტრიის ციფრული ტრანსფორმაციის სფეროში (მცირე და საშუალო საწარმოების ციფრული ტრანსფორმაცია ეკონომიკის ტრადიციულ სექტორებში), რომელიც შერჩეულია პოლიტიკის პრიორიტეტულ სფეროდ ბელარუსში.

ციფრული ტრანსფორმაცია განსხვავდება ავტომატიზაციისა და ინფორმატიზაციისგან: ის მოითხოვს ბიზნესის პროცესების, ბიზნესის მოდელების და ეკონომიკური ურთიერთობების სისტემურ ცვლილებებს საწარმოში და მის გარშემო. გარემოს შექმნა ეკონომიკის ტრადიციულ სექტორებში მომუშავე მცირე და საშუალო საწარმოების ციფრული ტრანსფორმაციისთვის უნდა ითვალისწინებდეს სპეციალიზებული ტექნოლოგიური და ბიზნეს-კონსულტაციების სპექტრს, რაც შეიძლება მიწოდებული იყოს კომპეტენციების ცენტრების მიერ, კერძო და საჯარო სექტორების თანამშრომლობას ქვეყნის მასშტაბის ინიციატივებში (მაგ. უნარების განვითარება და ზოგადი სტანდარტები), ასევე კომპლექსურ ფინანსურ ჩარჩოს  მცირე და საშუალო საწარმოების მხარდასაჭერად ამ კომპლექსურ ძალისხმევაში.  ევროკომისიის განმარტებით ციფრული ტრანსფორმაცია არის მოწინავე ტექნოლოგიების სინთეზი, რომელიც აერთიანებს ფიზიკურ და ციფრულ სისტემებს; ინოვაციურ ბიზნეს მოდელებთან და პროცესებთან მათი კომბინირების შედეგია ინტელექტუალური პროდუქტების და სერვისების შექმნა და პროდუქტიულობის მნიშვნელოვანი გაუმჯობესება.  3D ბეჭდვა აჩქარებს და აიაფებს პროდუქციის პროცესს, მონაცემთა ანალიზი ზრდის პროდუქტების ეფექტიანობას,

ციფრული მონაცემთა ბაზები შემოწმებებისთვის დროის რეალურ რეჟიმში ხელს უწყობს მენეჯმენტს, და ციფრული ტექნოლოგია აიოლებს მასალების და ნაწილების შეძენას [DigitaliseSME, 2020].

პროგრამა და სტრატეგია საწარმოების ციფრული გარდაქმნისთვის ტრადიციულ სექტორებში

ევროკომისია ახორციელებს ევროპული მრეწველობის სწრაფ ციფრულ ტრანსფორმაციას განსაკუთრებული ყურადღებით ტრადიციულ სექტორებსა და მცირე და საშუალო საწარმოებზე, ასევე რეგიონულ განსხვავებებზე. ევროკავშირის ინდუსტრიასთან დაკავშირებული პირველი ინიციატივა “ევროპული ინდუსტრიის ციფრული ტრანსფორმაცია” (DEI) დაიწყო ერთიანი ციფრული ბაზრის პაკეტის ფარგლებში 2016 წლის აპრილში. ევროკავშირის ინიციატივის ამოცანაა უზრუნველყოს ის, რომ ყველა ზომის, ლოკალიზაციის და სექტორის ბიზნესმა ევროპაში მიიღოს სრული სარგებელი ციფრული ინოვაციებიდან.

ევროპული ინდუსტრიის ციფრული გარდაქმნის ინიციატივა ითვალისწინებს 50 მილიარდ ევრომდე სახელმწიფო და კერძო ინვესტიციებს ინდუსტრიის ციფრული გარდაქმნის მხარდასაჭერად. გარდა ამისა, ეს ინიციატივა ღიაა ქვეყნებისთვის, რომლებსაც „მოიცავს ევროპული სამეზობლო პოლიტიკა, ამ ქვეყნების მონაწილეობის ზოგადი პრინციპების და ზოგადი პირობების საფუძველზე ევროკავშირის პროგრამებში, რომლებიც ჩამოყალიბებულია შესაბამისი ჩარჩო-ხელშეკრულებების და ასოციაციის საბჭოს გადაწყვეტილებების, ან მსგავსი ხელშეკრულებების ფარგლებში, და განსაკუთრებული პირობების შესაბამისად, რომლები გაფორმებულია ხელშეკრულებებში ევროკავშირს და ამ ქვეყნებს შორის“ (COM/2018/435 final).

ამ ყოვლისმომცველი ინიციატივის გარდა, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები ამტკიცებენ კონცეპტუალურ და განხორციელების დოკუმენტებს სახელწიფო და რეგიონულ დონეზე ინდუსტრიის ტრადიციული სექტორების ციფრულ ტრანსფორმაციის მხარდაჭერის მიზნით. მაგალითად, ფედერალური მთავრობის ციფრულ გეგმას გერმანიისთვის ემატება ეკონომიკურ საქმეთა და ენერგეტიკის ფედერალური სამინისტროს ციფრული სტრატეგია 2025.

ციფრული ტრანსფორმაციის დაფინანსება მცირე და საშუალო საწარმოებისთვის

2019 წლის ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) კვლევა უჩვენებს, რომ მრავალი მცირე და საშუალო საწარმო მთელ ევროპაში აწყდება დაფინანსებაზე წვდომის სირთულეებს, რადგან ბანკებს შესაძლოა არ ჰქონდეთ საკმარისი გამოცდილება ციფრული პროექტების შესაფასებლად, რაც ციფრულ პროექტებს არახელსაყრელ მდგომარეობაში აყენებს სხვა სახის პროექტებთან შედარებით. ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) რეკომენდაციები მოიცავს სპეციალური ფინანსური ინსტრუმენტების ნაკრების შემუშავებას  ციფრული პროექტებისთვის, რასაც მოჰყვება საინფორმაციო-ორგანიზაციული ხასიათის სპეციალური ღონისძიებები.

ევროკავშირის დონეზე, მეწარმეობის და მცირე და საშუალო საწარმოების კონკურენტუნარიანობის პროგრამა (COSME) (2014-2020) –  ევროკავშირის პროგრამა მცირე და საშუალო საწარმოების კონკურენტუნარიანობის ასამაღლებლად, უზრუნველყოფს COSME სესხის საგარანტიო პროგრამას რომელიც ხელს უწყობს მცირე და საშუალო საწარმოების ციფრული ტრანსფორმაციის პროექტების დაფინანსებას ეკონომიკის ყველა სექტორში. მხარდაჭერის რიგი საშუალებები არსებობს ასევე სახელმწიფო დონეზე. მაგალითად, ესპანეთში ესპანური საწარმოების ციფრული ტრანსფორმაციის მხარდაჭერა, სხვა ინსტრუმენტების გარდა, ხდება შემდეგი სამი ინსტრუმენტის საშუალებით:

  • მედიაციის დაფინანსების ხაზები, რომლებშიც სახელმწიფო საფინანსო სააგენტო (Spanish Instituto de Crédito Oficial (ICO)), გასცემს დაფინანსებას საკრედიტო ერთეულების მედიაციის საშუალებით;
  • ვენჩურული კაპიტალის მართვის კომპანიიდან რისკიანი კაპიტალი მონაწილეობდა 100%-იანი მხარდაჭერით ICO-ს მხრიდან, რომელიც კომპანიებს სთავაზობს კაპიტალის და კვაზი-კაპიტალის ინსტრუმენტებს მათი ზრდის დასაფინანსებლად.
  • პირდაპირი დაფინანსება სესხების საფუძველზე ციფრული ტრანსფორმაციის მსხვილი საინვესტიციო პროექტებისთვის.

პოლიტიკის დასახვის ცენტრალური უწყება ციფრული ტრანსფორმაციისთვის

საუკეთესო მაგალითები ევროკავშირის ქვეყნებიდან უჩვენებს, რომ ქვეყანაში ხელმძღვანელობის და ციფრული ტრანსფორმაციის მხარდაჭერისთვის, პოლიტიკური უწყებების კარგად დაბალანსებულ და აღჭურვილ ქსელს  უნდა ჰყავდეს პოლიტიკის დასახვის ცენტრალური უწყება ციფრული ტრანსფორმაციისთვის. პოლიტიკის დასახვის ცენტრალური უწყება აწესებს დაბალანსებულ დამხმარე მექანიზმებს პოლიტიკის ინსტრუმენტების კომპლექტის შემუშავებისა და განხორციელებისთვის ციფრული ტრანსფორმაციის სფეროში.

ცენტრალური უწყება თანამშრომლობს პოლიტიკის სხვა სააგენტოებთან, რომლებსაც შეუძლიათ წვლილის შეტანა პოლიტიკის შემუშავებასა და განხორციელებაში. პოლიტიკის სხვა უწყებებს და სააგენტოებს მკაფიო წარმოდგენა უნდა ჰქონდეთ იმ სფეროზე, რომელშიც შეაქვთ წვლილი და უნდა შეეძლოთ ადამიანური და ფინანსური რესურსების განთავსება ამ მიმართულებით.

იურიდიული ჩარჩოს შესაბამისობისთვის ტექნოლოგიურ განვითარებასთან, ინოვაციური ციფრული ტექნოლოგიებისთვის სარეგულაციო ჩარჩოს შემუშავებაში უნდა მონაწილეობდნენ ექსპერტები ბიზნესის და სამრეწველო წრეებიდან.

კომპეტენციის ცენტრები, განათლება ციფრული ტრანსფორმაციისთვის და ცოდნის გადაცემა

ევროპული პოლიტიკის მეორე მნიშვნელოვანი საყრდენი, რომლის მიზანია ევროპული ინდუსტრიის ციფრული ტრანსფორმაცია, არის  ციფრული ინოვაციის ჰაბების (DIH) ქსელი. ციფრული ინოვაციის ჰაბები განისაზღვრება, როგორც ერთი ფანჯრის პრინციპზე მომუშავე ორგანიზაციები, რომლებიც ეხმარება კომპანიებს კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესებაში ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით. ციფრული ინოვაციის ჰაბები (DIH) არის რეგიონული მრავალი პარტნიორის მომცველი თანამშრომლობები, რომლებიც მოიცავს კვლევის და ტექნოლოგიურ ორგანიზაციებს, უნივერსიტეტებს, სამრეწველო ასოციაციებს, სავაჭრო პალატებს, ინკუბატორებს, აქსელერატორებს, განვითარების სააგენტოებს და მთავრობებსაც კი. ამდენად, ციფრული ინოვაციის ჰაბები დამყარებულია ტექნოლოგიურ ინფრასტრუქტურაზე და უზრუნველყოფს უახლესი ცოდნაზე, ექსპერტიზაზე და ტექნოლოგიებზე წვდომას მათი მომხმარებლების მხარდასაჭერად ციფრული ინოვაციების პილოტირების, ტესტირების და ექსპერიმენტირების საშუალებით. გარდა ამისა, ციფრული ინოვაციის ჰაბები (DIH) უზრუნველყოფს ბიზნესის და ფინანსურ მხარდაჭერას ამ ინოვაციების დასანერგად.

ევროპარლამენტმა შეიმუშავა ფინანსური პაკეტი  პროგრამისთვის Digital Europe 2021-2027 წლების პერიოდში და წარმოადგინა ევროპული ციფრული ინოვაციის ჰაბების კონკრეტული განსაზღვრა დაფინანსების გამჭვირვალედ განაწილების მიზნით.

ევროპული ციფრული ინოვაციის ჰაბი არის იურიდიულ პირი, რომელიც შერჩეულია ტექნოლოგიური ექსპერტიზის და ექსპერიმენტების ობიექტებზე წვდომის განსახორციელებლად ან  უზრუნველსაყოფად, რათა ხელი შეუწყოს მრეწველობის ციფრულ ტრანსფორმაციას და ფინანსებზე წვდომას. ევროპული ციფრული ინოვაციის ჰაბები ღიაა ყველა ფორმის და ზომის ბიზნესისთვის, განსაკუთრებით მცირე და საშუალო საწარმოებისთვის, საშუალო ზომის კომპანიებისთვის, სქეილაფების და საჯარო ადმინისტრაციებისთვის მთელ ევროკავშირში. უფრო კონკრეტულად, ევროპული ციფრული ინოვაციის ჰაბები:

  • არის წვდომის პუნქტები უახლეს ციფრულ ტექნოლოგიებზე, რომელთა შორისაა მაღალმწარმოებლური გამოთვლები (HPC), ხელოვნური ინტელექტი, კიბერუსაფრთხოება, ასევე სხვა არსებული ინოვაციური ტექნოლოგიები;
  • ახორციელებს მხარდაჭერას მოწინავე ციფრული უნარების სფეროში (მაგ. დასაქმებულთა ტრენინგების და სტუდენტების ინტერნატურის კოორდინირების საშუალებით);
  • უზრუნველყოფს ფართო გეოგრაფიულ მოცვას ევროპის მასშტაბით და ასევე ხელი უნდა შეუწყოს ყველაზე დაშორებული რეგიონების მონაწილეობას ერთიან ციფრულ ბაზარში.

ციფრული ინოვაციის ჰაბების (DIH) კატალოგი არის ევროპის ციფრული ინოვაციის ჰაბების სრულყოფილი მონაცემთა ბაზა, რომელიც იძლევა ძიების საშუალებას შემდეგი პარამეტრების მიხედვით: ქვეყნები, განვითარების ეტაპები, ტექნიკური კომპეტენციები, სერვისები, ტექნოლოგიური მზადყოფნის დონე და საბაზრო სექტორები (ეკონომიკის დარგები).

ევროკავშირი აღიარებს ცოდნის და გამოცდილების დაგროვების აუცილებლობას, რაც საჭიროა ციფრული ინდუსტრიის მიმართულების მხარდასაჭერად. ციფრული ინოვაციის და სამეწარმეო განათლების წამყვანი ევროპული ორგანიზაცია, რომელიც წარმართავს ევროპის ციფრულ ტრანსფორმაციას, არის ევროპის ინოვაციების და ტექნოლოგიის ინსტიტუტი, მათ შორის – ევროპის ინოვაციების და ტექნოლოგიის ინსტიტუტი (EIT) Digital. ევროპის ინოვაციების და ტექნოლოგიის ინსტიტუტი (EIT) Digital ბაზარს აწვდის რევოლუციურ ციფრულ ინოვაციებს და ავითარებს სამეწარმეო ტალანტს ეკონომიკური ზრდის მიზნით. ის ამას აკეთებს 200-მდე წამყვანი ევროპული კორპორაციისგან შემდგარი პანევროპული ეკოსისტემის, მცირე და საშუალო საწარმოების, სტარტაპების, უნივერსიტეტების და კვლევითი ინსტიტუტების მობილიზაციით. EIT Digital ხელს შეუწყობს ციფრული ინოვაციის ჰაბების ქსელს მისი პროექტის წარმოების ინდუსტრიის ციფრული ინოვაციების ჰაბები (MIDIH)საშუალებით.

ცოდნის და გამოცდილების გადაცემის შემდგომი მხარდაჭერა მოხდება იმ კომპანიების კარტირებით, რომლებმაც წარმატებით გარდაქმნეს ციფრულად საკუთარი პროცესები და სერვისები (მაგ. Industrie 4.0 Map გერმანიაში).

ციფრული ტრანსფორმაციის ხელშემწყობი ციფრული სამრეწველო პლატფორმები

ციფრული სამრეწველო პლატფორმები ერთმანეთთან აკავშირებს ტექნოლოგიის სტრუქტურულ ელემენტებს და სამრეწველო აპლიკაციებს. ასეთი პლატფორმები ხელს უწყობს თანამშრომლობას/კოორდინაციას და არა მარტო ზოგავს მონაწილე კომპანიების ტრანზაქციის ხარჯებს, არამედ დამატებით იძლევა ახალი (ციფრული) სერვისების და ბიზნეს-მოდელების ამოქმედების საშუალებას. გარდა ამისა, ისინი ჩვეულებრივ მეტწილად სპეციალდებიან ცალკეულ სექტორებში. ევროკავშირი აღიარებს, რომ საჭიროა ფართო მასშტაბის პილოტირება და ექსპერიმენტირება, რადა თანდათანობით განვითარდეს და მომწიფდეს ასეთი პლატფორმები; ევროკავშირმა დაგეგმა გახადოს ხელმისაწვდომი 1 მილიარდი ევრო ევროკავშირის ინვესტიციების სახით 2018-20 წლებში

პლატფორმების შესაქმნელად, ფართომასშტაბიანი პილოტირებისთვის, საპილოტე ხაზებისა და დაკავშირებული საქმიანობისთვის (ფართო მასშტაბის ფედერალურ საწყისებზე გაერთიანების პროექტები).

 მაგალითები: დიდ მონაცემთა სახელმწიფო-კერძო პარტნიორობები; კიბერუსაფრთხოება; ფოტოელექტრონიკა; მაღალმწარმოებლური გამოთვლები; რობოტექნიკა; მომავლის ინტერნეტი (5G); ECSEL (ელექტრონული კომპონენტების და ჩასმული პროგრამული უზრუნველყოფა); მომავლის ქარხნები. გერმანული ციფრული ინდუსტრიის პლატფორმები – BDI

შემდგომი ნაბიჯები

არსებული განსხვავებების ანალიზის ჩარჩოს შესამუშავებლად შესაბამის სფეროში გამოყენებული იქნა სრული ანგარიში ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკის შესახებ, და განსხვავებების ანალიზის საფუძველზე შემუშავდა პოლიტიკური რეკომენდაციების ნაკრები ეროვნული პოლიტიკის ინსტრუმენტებისთვის. შემდეგ ამ რეკომენდაციებმა შეადგინა ეროვნული პოლიტიკის განხორციელების სამოქმედო გეგმის საფუძველი ბელარუსისთვის ინდუსტრიის ციფრული ტრანსფორმაციის სფეროში (მცირე და საშუალო საწარმოების ციფრული ტრანსფორმაცია ტრადიციულ სექტორებში). სამოქმედო გეგმა შეიძლება გამოყენებული იყოს ბაზისად მომავალი საქმიანობისთვის და შესაძლო დამოუკიდებელი ერთობლივი პროექტებისთვის ეროვნული მონაწილე მხარეების მონაწილეობით. პროგრამის EU4Digital შემდგომი საქმიანობა (ტრენინგი, სასწავლო ვიზიტები, ქსელური ღონისძიებები, პოპულარიზაცია და სხვ.) მხარს დაუჭერს დაინტერესებულ მხარეებს შემდგომ საქმიანობაში განსხვავებების/ხარვეზების გამოსასწორებლად.

ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკის მიღება ამ გზით, დაეხმარება მომწიფებული საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიური ინოვაციების და სტარტაპის ეკოსისტემის ჩამოყალიბებას კარგად ფუნქციონირებადი მხარდამჭერი ორგანიზაციებით აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში.

საბოლოოდ, საერთო საკანონმდებლო ჩარჩო საშუალებას მისცემს ბელარუსს ისარგებლოს ევროკავშირის ერთიანი ციფრული ბაზრით, და გაცვალოს და შეიმუშაოს ახალი ინოვაციური იდეები პარტნიორებთან ერთად ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიდან.


წარმატების ისტორიები

იხილეთ ყველა