ციფრული ინოვაციის ჰაბები საზღვრებს გარეთ

  • თარიღი: 20/04/21 – 20/04/21
  • გააზიარეთ:

20 აპრილს ტარდება დისტანციური ღონისძიება ციფრული ინოვაციის ჰაბების საშუალებით შემოთავაზებული შესაძლებლობების შესახებ კომპანიების ციფრული ტრანსფორმაციის მხარდასაჭერად. ღონისძიებაზე მიწვეული არიან მცირე და საშუალო საწარმოები, სტარტაპები, კვლევის და ტექნოლოგიური ორგანიზაციები, ციფრული ინოვაციის ჰაბები და პოლიტიკის განმსაზღვრელი პირები/ორგანიზაციები ევროპიდან და მის ფარგლებს გარეთ მდებარე ქვეყნებიდან.

ღონისძიება „ციფრული ინოვაციის ჰაბები საზღვრებს გარეთ“ ჩატარდება პლატფორმის საშუალებით MS Teams (ონლაინ), მისი ორგანიზატორები არიან Pannon Business Network და PROFACTOR GmbH, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ტერიტორიული თანამშრომლობის პროექტების IMPROVE! და CEUP2030 ფარგლებში.

ციფრული ინოვაციის ჰაბები (DIH) – ეს არის ერთი ფანჯრის პრინციპზე მომუშავე ორგანიზაციები, რომლებიც ეხმარებიან კომპანიებს საკუთარი ბიზნესის/წარმოების პროცესის, პროდუქტების და სერვისების კონკურენტუნარიანობის ზრდაში ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით. ისინი უზრუნველყოფენ წვდომას უახლეს ცოდნაზე, გამოცდილებასა და ტექნოლოგიებზე, რათა დაეხმარონ საკუთარ კლიენტებს ციფრული ინოვაციების პილოტირებისა და ტესტირების საშუალებით. გარდა ამისა, საჭიროების შემთხვევაში ციფრული ინოვაციის ჰაბები უზრუნველყოფს ბიზნესის და ფინანსურ დახმარებას ამ ინოვაციების დასანერგად. ციფრული ინოვაციის ჰაბი წარმოადგენს რეგიონულ თანამშრომლობას მრავალი პარტნიორის მონაწილეობით, რომელიც მოიცავს ისეთ ორგანიზაციებს, როგორიცაა კვლევითი და ტექნოლოგიური ორგანიზაციები, უნივერსიტეტები, სამრეწველო ასოციაციები, სავაჭრო პალატები, ინკუბატორები/აქსელერატორები, განვითარების სააგენტოები და მთავრობები.

ინფორმაცია ღონისძიების შესახებ და რეგისტრაცია

ციფრული ინოვაციის მხარდაჭერა: როგორ შეუძლია ევროპულ საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიურ ეკოსისტემებს ახალი სტიმულის შექმნა აღმოსავლეთ სამეზობლოში

მოვლენები

იხილეთ ყველა