
მთავარი / აღმოაჩინეთ EU4Digital / პროექტები / EU4Digital პროექტები / CyberEast – კიბერდანაშაულზე ქმედება კიბერუსაფრთხოების მუქარისადმი მდგრადობისთვის აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში
CyberEast – კიბერდანაშაულზე ქმედება კიბერუსაფრთხოების მუქარისადმი მდგრადობისთვის აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში
ქვეყნები: აზერბაიჯანი, ბელარუსი, მოლდოვის რესპუბლიკა, საქართველო, სომხეთი, უკრაინა
- ხანგრძლიობა: 2019-2022
- ევროკავშირის მხარდაჭერა: 7 მილიონი ევრო
ეს პროგრამა, რომელსაც ახორციელებს ევროპის საბჭო, ხელს შეუწყობს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების კიბერუსაფრთხოების მუქარისადმი მდგრადობის გაუმჯობესებას და სისხლის სამართლებრივი ღონისძიებების განხორციელებას პარტნიორ ქვეყნებში, და ის ორიენტირებული იქნება ორ ძირითად შემადგენელ ელემენტზე. პირველი – ტექნიკური და თანამშრომლობის მექანიზმების შემუშავება, რომლებიც ზრდის კიბერუსაფრთხოებას და კიბერშეტევების საწინააღმდეგო მზადყოფნას, და მეორე – კიბერდანაშაულის საწინააღმდეგო ეფექტური ჩარჩოს სრულყოფილი განხორციელება.
ამოცანები
ამ პროგრამის ამოცანაა კიბერუსაფრთხოების მუქარისადმი მდგრადობის და სისხლის სამართლებრივი პოტენციალის გაზრდა და გაძლიერება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში იმ მიზნით, რომ გაუმჯობესდეს რეაგირება კიბერსაფრთხეების გამოწვევებზე და ზოგადად ამ ქვეყნების უსაფრთხოება.
საქმიანობა
პროექტი ახორციელებს შემდეგ საქმიანობას:
კიბერუსაფრთხოება
- ეროვნული კიბერუსაფრთხოების მმართველობის და საკანონმდებლო ჩარჩოს გაძლიერება აღმოსავლეთ პარტნიორობის ყველა ქვეყანაში, მათ შორის შემდეგი საშუალებებით:
– პოტენციალის შექმნა
– საკანონმდებლო ჩარჩოს შესწორების ან შემუშავების მხარდაჭერა
– ტრენინგი და მენტორინგი შემდეგ საკითხებზე: კიბერსაფრთხეები და რეაგირება, ადამიანის უფლებები, მონაცემთა დაცვის ღონისძიებები და ზედამხედველობის მექანიზმები
– თანამშრომლობა კერძო სექტორის მომსახურების პროვაიდერებთან
– საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდა - კრიტიკული საინფორმაციო ინფრასტრუქტურის დაცვის გაძლიერება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში, მათ შორის შემდეგი საშუალებებით:
– ეროვნული კრიტიკული საინფორმაციო ინფრასტრუქტურის ტექნიკური დახმარება
– კრიტიკული საინფორმაციო ინფრასტრუქტურის დაცვის სამოქმედო გეგმების და პროცესების შემუშავების მხარდაჭერა
– ტექნიკური დახმარება და ტრენინგი კრიტიკული საინფორმაციო ინფრასტრუქტურის დაცვის სისტემების შესამუშავებლად - კიბერუსაფრთხოების ინციდენტების მართვის საოპერაციო პოტენციალის გაზრდა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში, მათ შორის შემდეგი საშუალებებით:
– კიბერინციდენტების ერთობლივი მართვის შეხვედრების, სამაგიდო სავარჯიშოების და სასწავლო ოპერაციების ორგანიზება კიბერშეტევის სიტუაციის სიმულირების მიზნით
– ერთობლივი კიბეროპერაციები და გამოძიებები
– უწყებათაშორისი და ტრანსნაციონალური თანამშრომლობის ხელშეწყობა რეალური კიბერინცინდენტების დროს
– არსებული რეგიონული ქსელების მხარდაჭერა და კონსოლიდაცია
კიბერუსაფრთხოება
- საკანონმდებლო და პოლიტიკის ჩარჩოები და ბუდაპეშტის კონვენციის პირობების დაცვა, მათ შორის შემდეგი საშუალებებით:
– კიბერდანაშაულის საკითხებზე ბუდაპეშტის კონვენციის პირობების დაცვის შეფასება ქვეყნების შეფასების საშუალებით
– კიბერდანაშაულის სტრატეგიების და სამოქმედო გეგმების შემუშავების/განახლების მხარდაჭერა
– ქვეყნის და რეგიონული ანგარიშების მომზადება კიბერდანაშაულის და კიბერუსაფრთხოების ტენდენციების და საფრთხეების საკითხებზე
– სისხლის სამართლის უწყებების და პოლიტიკოსების მაღალი რანგის შეხვედრები რეგიონულ და ეროვნულ დონეზე ძირითადი საკითხების შესაფასებლად - სასამართლო და სამართალდამცავი ორგანოების პოტენციალის და უწყებათაშორისი თანამშრომლობის გაძლიერება, მათ შორის შემდეგი საშუალებებით:
– კიბერდანაშაულის საწინააღმდეგო ქვედანაყოფების ინსტიტუციური მოწყობის, პოტენციალის, კომპეტენციების, ტრენინგის საჭიროებების, ასევე უწყებათაშორის თანამშრომლობაში არსებული ხარვეზების და შესაძლებლობების შეფასება რეგიონში
– კიბერდანაშაულის ქვედანაყოფების ტრენინგის გეგმების განახლების და/ან შემუშავების მხარდაჭერა
– ტრენინგები, სიმულაციური სავარჯიშოები და ინსცენირებული სასამართლო პროცესები კიბერდანაშაულის გამოძიების და ციფრული კრიმინალისტიკის საკითხებზე
– შეთანხმებული პროცედურების შემუშავება კიბერდანაშაულის/ინციდენტების ანგარიშგებაზე და კომპიუტერული უსაფრთხოების ინციდენტებზე რეაგირების ჯგუფის მიერ მონაცემთა გაზიარება სისხლის სამართლის ორგანოებთან. - ეფექტიანი საერთაშორისო თანამშრომლობის და სანდოობის გაუმჯობესება სისხლის სამართლის, კიბერდანაშაულის და ელექტრონული მტკიცებულებების საკითხებზე, მათ შორის სერვისის პროვაიდერებსა და სამართალდამცავ ორგანოებს შორის, მათ შორის შემდეგი საშუალებებით:
– სახელმძღვანელო რეკომენდაციების შემუშავება ორმხრივი იურიდიული დახმარების მოთხოვნისთვის სისხლის სამართლის საქმეებზე, რომლებიც მოიცავს კიბერდანაშაულს და ელექტრონულ მტკიცებულებებს
– სამუშაო შეხვედრები, ტრენინგები და სიმულაციური სავარჯიშოები 24/7 საკონტაქტო პირების უნარების, ორგანიზებულობის და კომპეტენციების გასაუმჯობესებლად
– კიბერდანაშაულის საწინააღმდეგო ქვედანაყოფების და პროკურორების ტრენინგები შაბლონების გამოყენებაზე საერთაშორისო მოთხოვნებისთვის, რომლებიც უკავშირდება მონაცემთა შენახვას და ინფორმაციას ხელმომწერთა შესახებ
– სასამართლო საქმეების სიმულაციური სავარჯიშოები კიბერდანაშაულის საკითხებზე საერთაშორისო თანამშრომლობის უნარების განვითარების მიზნით
– თანამშრომლობის ხელშეკრულებების მხარდაჭერა სამართალდამცავ და სისხლის სამართლის ორგანოებს შორის
– სამუშაო შეხვედრები სტანდარტული შაბლონების და პროცედურების შესამუშავებლად კერძო სექტორის ხელთ არსებული მონაცემების მოსაპოვებლად
– საჯარო და კერძო სექტორებს შორის დიალოგის მხარდაჭერა თანამშრომლობის საკითხებზე