პროექტის EaPConnect (2020-2025 – 10 მილიონი ევრო) მიზანია ევროკავშირის და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების სამეცნიერო და საგანმანათლებლო წრეების დაახლოება და მათ შორის არსებული განსხვავებების აღმოფხვრა ციფრულ სფეროში. პროექტი გააფართოებს ინფრასტრუქტურის ქსელს იმისათვის, რომ გაზარდოს სამეცნიერო გაცვლების მასშტაბი ქვეყნებს შორის, შესთავაზოს ახალი მომსახურება საერთაშორისო სამეცნიერო და საგანმანათლებლო თანამშრომლობის გასაუმჯობესებლად, ეროვნული სამეცნიერო და საგანმანათლებლო ქსელების (NRENs) გასაძლიერებლად სამეცნიერო და საგანმანათლებლო ეკოსისტემებში, და ცოდნის, უნარების და თანამშრომლობის განვითარებისთვის ღონისძიებების, ტრენინგების და სხვა ინიციატივების საშუალებით.
პროექტის მიმდინარე ფაზა ეფუძნება პირველი EaPConnectპროგრამის (2015-2020 – 13 მილიონი ევრო) მიღწევებს.
ამოცანები
ინფრასტრუქტურის და სერვისების ქსელის გაფართოება სამეცნიერო და საგანმანათლებლო მიზნით, და მათზე წვდომის გაუმჯობესება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის, განსხვავებების შემცირებით ციფრულ სფეროში.
საერთაშორისო ქსელის კავშირების და ეროვნული სამეცნიერო და საგანმანათლებლო ქსელების სტაბილურობის გაზრდა იმისათვის, რომ გაგრძელდეს მათი ეროვნული სამეცნიერო და საგანმანათლებლო ეკოსისტემების და ციფრული მიზნების მხარდაჭერა პროექტის დამთავრების შემდეგ.
კავშირების ჩამოყალიბება სხვა ევროპულ ინფრასტრუქტურებთან და ინიციატივებთან.
აღმოსავლეთ პარტნიორობის მეცნიერების და განათლების პროფესიონალების მონაწილეობის მხარდაჭერა საერთაშორისო თანამშრომლობაში იმისათვის, რომ ისინი წარმოდგენილები იყვნენ ევროპულ ინიციატივებსა და პროექტებში ევროპის სხვა სამეცნიერო და საგანმანათლებლო წრეების მსგავსად.
საქმიანობა
მეცნიერებისა და განათლებისთვის განკუთვნილი მაღალსიჩქარიანი ქსელის ინფრასტრუქტურის შესყიდვა და მიწოდება, და მისი ლოგიკური ინტეგრაციის უზრუნველყოფა კვლევისა და განათლების მონაცემთა პანევროპული ქსელში (GÉANT).
კვლევისა და განათლების მონაცემთა პანევროპული ქსელის (GÉANT) ქსელს-გარეშე და სხვა სამსახურების მიწოდება, რომლებიც ხელს უწყობს სამეცნიერო და საგანმანათლებლო წრეებს რესურსების წვდომასა და ონლაინ თანამშრომლობაში.
ტრენინგების, სემინარების და მენტორობის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა ცოდნის მისაღებად და ურთიერთობების დასამყარებლად, რომლებიც ხელს უწყობს ბენეფიციარი პარტნიორების სტაბილურობას და მათ მიერ პროექტის მიზნების განხორციელების უნარს.
კონფერენციების ორგანიზება, ინფორმაციის წვდომა მომხმარებელთა წრეებისთვის, და სხვა საქმიანობა პროექტის, პარტნიორების, მიღწევების და სარგებლობის ცნობადობის გასაუმჯობესებლად სხვადასხვა დაინტერესებული მხარეებისთვის, ასევე ცოდნის გაზიარების და ადამიანებს შორის კავშირის დამყარების მიზნით.
ამ ვებსაიტზე ჩვენ ვიყენებთ cookie-ფაილებს იმისათვის, რომ გაგიუმჯობესოთ ვებსაიტზე მუშაობა, ვებსაიტზე ნავიგაცია და ამ ვებსაიტით სარგებლობის ანალიზი. ღილაკზე ""თანხმობა ყველა cookie-ფაილზე” თითის დაჭერით, თქვენ ეთანხმებით cookie-ფაილების გამოყენებას ჩვენს მიერ.
დამატებითი ინფორმაცია ჩვენს მიერ გამოყენებული cookie-ფაილების შესახებ, ან თქვენი cookie-ფაილების პარამეტრების შეცვლა შეგიძლიათ Cookie-ფაილების გამოყენების პოლიტიკაში.
ფუნქციური Cookie-ფაილები
ფუნქციური Cookie-ფაილები, რომლებიც აუცილებელია ვებსაიტის ფუნქციონირებისთვის. ეს Cookie-ფაილები ასევე გვეხმარება ვებსაიტის საქმიანობის მაჩვენებლების შეფასებაში და აუმჯობესებს მომხმარებელთან ურთიერთობას; გარდა ამისა, ისინი იმახსოვრებს ნებისმიერ პარამეტრს, რომელიც შესაძლოა არჩეული გქონდეთ.
If you disable this cookie, we will not be able to save your preferences. This means that every time you visit this website you will need to enable or disable cookies again.
სარეკლამო/მიზნობრივი Cookie-ფაილები
სარეკლამო/მიზნობრივი Cookie-ფაილები, რომლებსაც ვიყენებთ მომხმარებლის აქტივობაზე და სესიებზე თვალის მიდევნების მიზნით იმისათვის, რომ შევძლოთ უფრო პერსონალიზებული მომსახურების მიწოდება, და (სარეკლამო Cookie-ფაილების შემთხვევაში) რომლებსაც საიტზე ათავსებენ ის მესამე მხარეები, ვისთან ერთადაც ვახორციელებთ სარეკლამო კამპანიებს, და რომლებიც გვაძლევს თქვენთვის შესაბამისი რეკლამის მოწოდების საშუალებას. ეს არის არასავალდებულო Cookie-ფაილები და მომხმარებელს შეუძლია აირჩიოს მათზე უარის თქმა ნებისმიერ დროს.