
მთავარი / აღმოაჩინეთ EU4Digital / პროექტები / EU4Digital პროექტები / პროგრამა EU4Digital ფაზა I
პროგრამა EU4Digital ფაზა I
ქვეყნები: აზერბაიჯანი, ბელარუსი, მოლდოვის რესპუბლიკა, საქართველო, სომხეთი, უკრაინა
- ხანგრძლიობა: 2019-2022
- ევროკავშირის მხარდაჭერა: €11 მილიონი
პროგრამის EU4Digital პირველი ფაზა დაიწყო 2019 წელს და დამთავრდა 2022 წლის დასაწყისში. პროგრამა შეიქმნა ციფრული ტრანსფორმაციის მხარდასაჭერად აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში EU4Digital ქსელებთან თანამშრომლობით ექვს ძირითად თემატურ სფეროში: ტელეკომის წესები, ელ-ვაჭრობა, სანდოობა და უსაფრთხოება, საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიური (ICT) ინოვაციები, ელ-ჯანმრთელობა და ციფრული უნარები.
ამოცანები
პროგრამის EU4Digital I ფაზის (2019-2022) ზოგადი ამოცანაა იყო არსებული დაბრკოლებების და ბარიერების აღმოფხვრა პანევროპული ონლაინ მომსახურების მიწოდებაში მოქალაქეების, საჯარო ადმინისტრაციისა და ბიზნესისთვის, მათ შორის ციფრული ბაზრების ჰარმონიზაციის გზით აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის და ევროკავშირთან.
განხორციელებული აქტივობები
პროგრამის EU4Digital I ფაზა ფოკუსირებული პოლიტიკის იყო ექვს ძირითად სფეროზე, როგორც ეს ქვემოთ არის წარმოდგენილი.
ტელეკომის წესები
პროგრამამ I ფაზაში მხარი დაუჭირა ძალისხმევას საერთო როუმინგული სივრცის ჩამოსაყალიბებლად აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს და ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს შორის, ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების დამოუკიდებლობის გასაძლიერებლად და კოორდინირებული სტრატეგიების შესამუშავებლად სპექტრის განაწილებისთვის მობილური გამოყენების მიზნით მომავალში, 5G-ს ჩათვლით. განხორციელებული აქტივობები მოიცავს შემდეგს:
- როუმინგის ფასწარმოქმნისადმი საერთო მიდგომის შემუშავების და დანერგვის მხარდაჭერა აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში;
- ელექტრონული კომუნიკაციების ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების ორგანიზაციული და ფინანსური დამოუკიდებლობის გაძლიერების მხარდაჭერა და ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ სანიმუშო კანონის ერთობლივად გამოქვეყნება;
- კოორდინირებული მიდგომის მხარდაჭერა 5G-ს დასანერგად საჭირო 700 მჰც სიხშირის ზოლის გამონთავისუფლებისთვის ექვს პარტნიორ ქვეყანაში.
- ჩატარებული და გამოქვეყნებულია აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების–ევროკავშირის როუმინგული კვლევა საერთო საერთაშორისო როუმინგული სივრცის შესაძლებლობის გამოსაკვლევად აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში, როუმინგის ტარიფების მნიშვნელოვნად შემცირების მიზნით.
გაიგეთ მეტი: პროგრამის EU4Digital ტელეკომის წესების ყველა რესურსი, ახალი ამბები ტელეკომის წესების შესახებ და წარმატების ისტორიები ტელეკომის წესების სფეროში
სანდოობა და უსაფრთხოება
პროგრამა EU4Digital ხელს უწყობს სანდოობის სამსახურების განვითარებას ციფრულ ეკონომიკაში და კიბერუსაფრთხოებაში იმ უმნიშვნელოვანესი ინფრასტრუქტურის სიცოცხლისუნარიანობის გასაუმჯობესებლად, რომელიც წარმოადგენს ძირითადი სახელმწიფოთაშორისი ოპერაციულად თავსებადი ელექტრონული სერვისების შემადგენელ ელემენტს აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში. განხორციელებული აქტივობები მოიცავს შემდეგს:
- შემუშავდა რეგიონული გზამკვლევი და ეროვნული სამოქმედო გეგმები ელექტრონული იდენტიფიკაციის ურთიერთაღიარებისთვის აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში.
- დასრულდა სახელმწიფოთაშორისი ოპერაციულად თავსებადი ელექტრონული ხელმოწერის პილოტირება რეგიონში;
- შემუშავდა რეგიონული სახელმძღვანელო რეკომენდაციები სახელმწიფოთაშორისი ელ-სერვისების ოპერაციული თავსებადობისთვის;
- შემუშავდა კიბერუსაფრთხოების საერთო სახელმძღვანელო რეკომენდაციები აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში;
- შემუშავდა ქვეყნისთვის სპეციფიკური რეკომენდაციები და ჩატარდა კონსულტაციები ელ-მმართველობის საკითხებზე საჯარო ადმინისტრაციის რეფორმებისთვის.
გაიგეთ მეტი: პროგრამის EU4Digital ყველა ელ-სანდოობის რესურსი, ახალი ამბები ელ-სანდოობის შესახებ და წარმატების ისტორიები ელ-სანდოობის სფეროში.
ელ-ვაჭრობა
პროგრამამ მხარი დაუჭირა ვაჭრობის გამარტივებას და ჰარმონიზაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის და ევროკავშირთან საერთო ჩარჩოების მხარდაჭერით ელ-კომერციის, ელ-საბაჟოს და ელ- ლოგისტიკისთვის, ასევე მუშაობით ციფრული სატრანსპორტო დერეფნების მიმართულებით. განხორციელებული აქტივობები მოიცავს შემდეგს:
- სახელმწიფოთაშორისი ელ-ვაჭრობის კომპონენტების პილოტირება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის და ევროკავშირთან;
- ინფორმაციის გაცვლის მექანიზმების პილოტირება სახელმწიფოთაშორის საბაჟო ოფისებს შორის;
- მოსამზადებელი საქმიანობის დასრულება მულტიმოდალური ციფრული სატრანსპორტო დერეფნის პილოტირებისთვის ბალტიის ზღვას და შავ ზღვას შორის:
- სახელმწიფოთაშორისი ელ-კომერციის დამხმარე საშუალებების პილოტირება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის და ევროკავშირთან;
- ქსელური აქტივობის ხელშეწყობა ელ-ვაჭრობაში მონაწილე მხარეებს შორის ამ რეგიონში.
გაიგეთ მეტი: პროგრამის EU4Digital ყველა ელ-ვაჭრობის რესურსი, ახალი ამბები ელ-ვაჭრობის შესახებ და წარმატების ისტორიები ელ-ვაჭრობის სფეროში.
საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიური (ICT) ინოვაციები
პროგრამამ EU4Digital ხელი შეუწყო რეფორმებს და საქმიანობას ICT კვლევის, სტარტაპების და ინოვაციური ეკოსისტემების განვითარების მხარდასაჭერად აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში ევროკავშირის გამოცდილების და სათანადო პრაქტიკის საფუძველზე. განხორციელებული აქტივობები მოიცავს შემდეგს:
- შემუშავდა პოლიტიკის რეკომენდაციები და სამოქმედო გეგმები ICT ინოვაციის ეკოსისტემების გასაძლიერებლად:
- გაანალიზდა ციფრული სტარტაპების და სქეილაპების დაფინანსებაში არსებული ხარვეზები და შესაძლებლობები, და შემოწმდა აღმოსავლეთ პარტნიორობის ბაზრის საქმიანობის მაჩვენებლები დაფინანსებაზე წვდომის საკითხებში.
- შემუშავდა სახელმძღვანელოები ICT სტარტაპის ეკოსისტემების ჩამოყალიბების და ეკოსისტემების და მისი მონაწილე მხარეების პოტენციალის სწრაფი განვითარების საკითხზე;
- შემუშავდა რეგიონული საგანმანათლებლო ტექნოლოგიების (EdTech) ჰაბის საგანმანათლებლო პროგრამა მცირე და საშუალო საწარმოების და მოქალაქეების პერსონალიზებული ციფრული უნარების განვითარების მიზნით;
- შემუშავდა სახელმძღვანელო „მენტორობის პროგრამების შექმნა გენდერული უთანასწორობის დასაძლევად ICT-ში“ Women Go Tech მაგალითების შესწავლის საფუძველზე;
- განხორციელდა ქსელურ აქტივობის მხარდაჭერა ინოვაციური ეკოსისტემის მონაწილე მხარეებს შორის;
- შეიქმნა აღმოსავლეთ პარტნიორობის სტარტაპის ეკოსისტემის პლატფორმა.
გაიგეთ მეტი: პროგრამის EU4Digital ICT ინოვაციის ყველა რესურსი, ახალი ამბები ICT ინოვაციების შესახებ და წარმატების ისტორიები ICT ინოვაციების სფეროში.
ელ-ჯანმრთელობა
პროგრამამ მხარი დაუჭირა ელ-ჯანმრთელობის ჰარმონიზებული რეგიონული ჩარჩოს განვითარებას როგორც აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში, ისე ევროკავშირთან, და შექმნა სახელმწიფოთაშორისი ე-ჯანმრთელობის თანამშრომლობის პლატფორმა აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში. განხორციელებული აქტივობები მოიცავს შემდეგს:
- შემუშავდა ელ-ჯანმრთელობის ჰარმონიზაციის სახელმძღვანელო რეკომენდაციები და სტანდარტები აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონისთვის;
- შეიქმნა სახელმწიფოთაშორისი ე-ჯანმრთელობის თანამშრომლობის პლატფორმა აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში;
- რეგიონი ჩაერთო ევროკავშირის შესაბამის პროექტებში, პროგრამებსა და ინიციატივებში.
გაიგეთ მეტი: პროგრამის EU4Digital ყველა ელ-ჯანმრთელობის რესურსი, ახალი ამბები ელ-ჯანმრთელობის შესახებ და წარმატების ისტორიები ელ-ჯანმრთელობის სფეროში.
ელ-უნარები
პროგრამამ EU4Digital ხელი შეუწყო ციფრული უნარების სტრატეგიის დანერგვას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში, რაც მიზნად ისახავს ციფრულ სფეროში დასაქმების ეროვნული კოალიციების და კომპეტენციების ჩარჩოს შექმნის ხელშეწყობას მცირე ბიზნესისთვის. განხორციელებული აქტივობები მოიცავს შემდეგს:
- განისაზღვრა ზოგადი ეროვნულ ციფრულ უნარებში არსებული ხარვეზების გაზომვის და პროგნოზირების მეთოდოლოგია აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში;
- განისაზღვრა ერთიანი კომპეტენციების ჩარჩო მცირე და საშუალო საწარმოებისა და მიკრობიზნესისთვის;
- განხორციელდა უნარებისა და დასაქმების ერთიანი კოალიციის შექმნის მხარდაჭერა, ასევე შეიქმნა სახელმძღვანელო რეკომენდაციები მათი საქმიანობისთვის;
- ჩატარდა ტრენინგ-სემინარები, სამუშაო შეხვედრები და სასწავლო ვიზიტები;
- განხორციელდა სარეკლამო/პოპულარიზაციის კამპანიები პარტნიორ ქვეყნებში.
გაიგეთ მეტი: პროგრამის EU4Digital ელ-უნარების ყველა რესურსი, ახალი ამბები ელ-უნარების შესახებ და წარმატების ისტორიები ელ-უნარების სფეროში.
თემატური ახალი ამბები
26/09/2023
Surge Summit საქართველოში
Surge Summit – ეს არის აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიისა და ცენტრალური აზიის (EECCA) რეგიონში ცნობილი ღონისძიება,…
გაიგეთ მეტი15/09/2023
პროგრამის EU4Digital ანგარიში: უახლესი ინფორმაცია, ტენდენციები და თანამშრომლობის პერსპექტივები ევროკავშირის ელ-კომერციის სფეროში
პროგრამამ EU4Digital გამოაქვეყნა ევროკავშირის განახლებული საბაზისო ანგარიში ელ-კომერციის შესახებ აღმოსავლეთ პა…
გაიგეთ მეტი15/09/2023
საუბარი პროგრამასთან EU4Digital: ახალი Twitter-ის ახალი შესაძლებლობები
საზაფხულო არდადეგების დასასრულს, გუნდი, რომელიც კურირებს ახალ ამბებს, განცხადებებს, სტატიებს და სხვა პუბლიკაცი…
გაიგეთ მეტი11/09/2023
არ გამოგრჩეთ თარიღი! პროგრამის EU4Digital ღონისძიებები აღმოსავლეთ პარტნიორობის ციფრული ტრანსფორმაციის საკითხებზე
გსურთ გაიგოთ მეტი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ციფრული განვითარების, მომავალი პრიორიტეტების და პოლიტიკის…
გაიგეთ მეტი

26/09/2023
Surge Summit საქართველოში
Surge Summit – ეს არის აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიისა და ცენტრალური აზიის (EECCA) რეგიონში ცნობილი ღონისძიება,…
გაიგეთ მეტი
15/09/2023
პროგრამის EU4Digital ანგარიში: უახლესი ინფორმაცია, ტენდენციები და თანამშრომლობის პერსპექტივები ევროკავშირის ელ-კომერციის სფეროში
პროგრამამ EU4Digital გამოაქვეყნა ევროკავშირის განახლებული საბაზისო ანგარიში ელ-კომერციის შესახებ აღმოსავლეთ პა…
გაიგეთ მეტი
15/09/2023
საუბარი პროგრამასთან EU4Digital: ახალი Twitter-ის ახალი შესაძლებლობები
საზაფხულო არდადეგების დასასრულს, გუნდი, რომელიც კურირებს ახალ ამბებს, განცხადებებს, სტატიებს და სხვა პუბლიკაცი…
გაიგეთ მეტი
11/09/2023
არ გამოგრჩეთ თარიღი! პროგრამის EU4Digital ღონისძიებები აღმოსავლეთ პარტნიორობის ციფრული ტრანსფორმაციის საკითხებზე
გსურთ გაიგოთ მეტი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ციფრული განვითარების, მომავალი პრიორიტეტების და პოლიტიკის…
გაიგეთ მეტი