ელ-ხელმოწერა: მთავარი ნაბიჯი, ციფრული მომავლის მიმართულებით
წარმოიდგინეთ, რომ მცირე ბიზნესის მფლობელი ხართ და დოკუმენტების ხელმოსაწერად კვირაში რამდენიმე საათი გჭირდებათ. უფრო ადვილი არ იქნებოდა, თუ გ…
გაიგეთ მეტი
საქართველო | 11/11/21პროგრამის მიზანია ევროკავშირის ერთიანი ციფრული ბაზრის უპირატესობების დანერგვა აღმოსავლეთ პარტნიორ სახელმწიფოებში, მათი მხარდაჭერა როუმინგის ტარიფების შემცირებაში, მაღალსიჩქარიანი ფართოზოლოვანი სტრატეგიის განვითარება ეკონომიკის სტიმულირებისთვის და ელექტრონული სერვისების მასშტაბის გასაზრდელად, ციფრული ჩარჩოების ჰარმონიზაცია საზოგადოების განსხვავებულ სფეროებში (მაგ. ლოგისტიკა, ჯანდაცვა და ა. შ.), კიბერ-უსაფრთხოების განვითარება, უნარების ჩამოყალიბება და მეტი სამუშაო ადგილის შექმნა ციფრულ ინდუსტრიაში.
ამოცანები
პროგრამის ზოგადი ამოცანაა არსებული დაბრკოლებების და ბარიერების აღმოფხვრა პანევროპული ონლაინ სერვისების მიწოდებაში მოქალაქეების, საჯარო ადმინისტრაციისა და ბიზნესისთვის, მათ შორის ციფრული გარემოს ჰარმონიზაციით აღმოსავლეთ პარტნიორ ქვეყნებს შორის და ევროკავშირთან.
საქმიანობა
პროგრამა საკუთარ მხარდაჭერას ახორციელებს პოლიტიკის ექვს ძირითად სფეროში:
ტელეკომის წესები
პროგრამა მხარს უჭერს ძალისხმევას საერთო როუმინგული სივრცის მისაღწევად აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის 2020 წლამდე, ასევე ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების დამოუკიდებლობის გაძლიერებას და სიხშირეების განაწილების კოორდინირებული სტრატეგიის შემუშავებას. საქმიანობა მოიცავს შემდეგს:
ნდობა და უსაფრთხოება
EU4Digital ხელს უწყობს ნდობის სამსახურების განვითარებას ციფრულ ეკონომიკაში და კიბერ-უსაფრთხოებაში იმ უმნიშვნელოვანესი ინფრასტრუქტურის სიცოცხლისუნარიანობის გასაუმჯობესებლად, რომელიც არის ოპერაციულად თავსებადი სახელმწიფოთაშორისი ელექტრონული სერვისების ძირითადი შემადგენელი ნაწილი აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში. საქმიანობა მოიცავს შემდეგს:
ე-ვაჭრობა
პროგრამა ხელს უწყობს ვაჭრობის გამარტივებას და ჰარმონიზაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის და ევროკავშირთან; ეს ხორციელდება ე-კომერციის, ე-საბაჟოსდა ე-ლოგისტიკის საერთო ჩარჩოების მხარდაჭერით, ასევე მუშაობით ციფრული სატრანსპორტო დერეფნების საკითხებზე. საქმიანობა მოიცავს შემდეგს:
საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიური (ICT) ინოვაციები
EU4Digital ხელს უწყობს რეფორმებს და საქმიანობას საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ICT) კვლევის, „სტარტაპების“ და ინოვაციური ეკოსისტემების განვითარების მხარდასაჭერად აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში, ევროკავშირის გამოცდილების და სათანადო პრაქტიკის საფუძველზე. საქმიანობა მოიცავს შემდეგს:
ე-ჯანმრთელობა
ეს პროგრამა ხელს უწყობს ე-ჯანმრთელობის ჰარმონიზებული ეროვნული ჩარჩოს შექმნასროგორც აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის, ისე ევროკავშირთან. საქმიანობა მოიცავს შემდეგს:
ე-უნარები
EU4Digital ხელს უწყობს ციფრული უნარების სტრატეგიის დანერგვას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში, რაც მიზნად ისახავს ციფრულ სფეროში დასაქმების ეროვნული კოალიციების და კომპეტენციების ჩარჩოს ჩამოყალიბებას მცირე ბიზნესისთვის. საქმიანობა მოიცავს შემდეგს:
საპოპულარიზაციო კამპანიების ჩატარება პარტნიორ ქვეყნებში.