EU4DigitalUA

უკრაინა
  • ხანგრძლიობა: 2020-2024
  • ევროკავშირის მხარდაჭერა: €25 მილიონი ევრო

პროექტი EU4DigitalUA მხარს უჭერს უკრაინის ციფრულ ტრანსფორმაციას და მის ჰარმონიზაციას ევროკავშირის ერთიანი ციფრული ბაზართან, რაც მოიცავს ციფრული ტრანსფორმაციას, გაუმჯობესებულ კიბერუსაფრთხოებას და მონაცემთა დაცვას, ევროკავშირ-უკრაინის ასოცირების ხელშეკრულების განხორციელებას და ფართოზოლოვანი სერვისის განვითარებას.

პროგრამა EU4DigitalUA შედგება შემდეგი ექვსი კომპონენტისგან:

  1. ოპერაციული თავსებადობა და მთავრობის ციფრული ინფრასტრუქტურა.
  2. ინსტიტუციური გაძლიერება და პოტენციალის შექმნა.
  3. კომუნიკაცია და საზოგადოების ინფორმირება.
  4. ე-სერვისების განვითარება.
  5. კიბერუსაფრთხოება და მონაცემთა დაცვა.
  6. ევროკავშირ-უკრაინის ასოცირების ხელშეკრულების ტელეკომუნიკაციის მუხლის განხორციელება და მთავრობის მხარდაჭერა ფართოზოლოვანი სერვისის განვითარებაში.

ესტონეთის ე-მმართველობის აკადემია ახორციელებს კომპონენტებს 1, 4 და 5 (კიბერუსაფრთხოება). ადმინისტრირების და საჯარო პოლიტიკის საერთაშორისო და იბერო-ამერიკული ფონდი (FIIAPP, ესპანეთი) განახორციელებს კომპონენტების 2, 3 და 5 მართვას (მონაცემთა დაცვა). კომპონენტი 6 განხორციელდება რამდენიმე შესყიდვის კონტრაქტის საფუძველზე.

EU4DigitalUA წარმოადგენს პროექტის EGOV4UKRAINE გაგრძელებას, რომელმაც შეიმუშავა და განახორციელა საჯარო ე-სერვისების საფუძველი – სისტემა Trembita, და თანამედროვე საინფორმაციო სისტემა Vulyk ადმინისტრაციული სერვის-ცენტრებისთვის საჯარო სერვისების მიწოდების მხარდასაჭერად.

 


წარმატების ისტორიები

იხილეთ ყველა