ინიციატივა EU4Digital

ციფრული ბაზრების ჰარმონიზაცია არის ევროკავშირის ერთ-ერთი ძირითადი პოლიტიკური შედეგი, რომელმაც რეალური სარგებლობა უნდა მოუტანოს მოქალაქეებს აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში. ევროკავშირის მხარდაჭერა ამ სფეროში ხორციელდება ინიციატივის EU4Digital საშუალებით, რომელიც ამ დარგის პრიორიტეტულ ღონისძიებებს და პროგრამებს აერთიანებს.

ინიციატივის EU4Digital მიზანია ევროკავშირის ერთიანი ციფრული ბაზრის გაფართოება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში, რაც ხორციელდება ციფრული ეკონომიკის და საზოგადოების პოტენციალის განვითარებით ეკონომიკური ზრდის, მეტი სამუშაო ადგილის შექმნის, ადამიანების ცხოვრების გაუმჯობესების და ბიზნესის მხარდაჭერის მიზნით. ამ ინიციატივის საშუალებით ევროკავშირი ხელს უწყობს როუმინგის ტარიფების შემცირებას, მაღალსიჩქარიანი ფართოზოლოვანი ინტერნეტის დანერგვას ეკონომიკის განვითარების და ელექტრონული მომსახურების გაფართოების მიზნით, კოორდინირებულ კიბერუსაფრთხოებას და ციფრული ჩარჩოს ჰარმონიზაციას საზოგადოების სხვადასხვა სფეროში (დაწყებული ლოგისტიკით და დამთავრებული ჯანმრთელობით), უნარების გაუმჯობესებას და სამუშაო ადგილების შექმნას ციფრულ ინდუსტრიაში. 

ინიციატივის EU4Digital საშუალებით ციფრული ბაზრების ჰარმონიზაცია ეხმარება ბარიერების აღმოფხვრას პანევროპული ონლაინ სერვისების დანერგვის სფეროში მოქალაქეების, საჯარო ადმინისტრაციის და ბიზნესისთვის, რასაც მოჰყვება გაუმჯობესებული ონლაინ მომსახურება უკეთეს ფასად და უფრო დიდი არჩევანით. ის მოიზიდავს ინვესტიციებს და სწრაფად განავითარებს ვაჭრობას და დასაქმებას, არსებული კომპანიები გაიზრდება უფრო სწრაფად და გამარტივდება „სტარტაპების“ შექმნა, რაც თავის მხრივ, ხელს შეუშლის ინტელექტუალური ელიტის გადინებას.

EU4Digital ინიციატივის ძირითადი პროგრამაა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული სამწლიანი „EU4Digital: ციფრული ეკონომიკის და საზოგადოების მხარდაჭერა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში“ (2019-2022), ან პროგრამა EU4Digital, რომელიც მხარს უჭერს ციფრული ეკონომიკის და საზოგადოების ძირითად სფეროებს ევროკავშირის ნორმების და პრაქტიკის შესაბამისად, და ახორციელებს ევროკავშირის მხრიდან მთელი ციფრული სფეროს მხარდაჭერას რეგიონში. პროგრამა საკუთარ მხარდაჭერას ახორციელებს ექვს ძირითად სტრატეგიულად მნიშვნელოვან სფეროში: ტელეკომუნიკაციის წესები, სანდოობა და უსაფრთხოება, ელექტრონული ვაჭრობა, საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიური ინოვაციები, ელექტრონული ჯანმრთელობა და ელექტრონული უნარები. მხარდაჭერის ეს სფეროები ასახავს ექვს EU4Digital ქსელს, რომლებიც 2016 შეიქმნა და მოიცავს აღმოსავლეთ პარტნიორი ქვეყნების და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების წარმომადგენლებს.

ციფრული საზოგადოების მშენებლობა: გრძელვადიანი პრიორიტეტი

ინიციატივას EU4Digital ოფიციალურად ჩაუყარა საფუძველი ევროკომისიამ 2016 წელს ციფრული საზოგადოების საკითხზე ჩატარებულ აღმოსავლეთ პარტნიორობის მინისტერიალის შეხვედრაზე, ექვსი EU4Digital რეგიონული ქსელის ჩამოყალიბებით პრიორიტეტულ  საკითხებზე სამუშაოდ.

EU4Digital ქსელები ხელს უწყობს ციფრული ბაზრების ჰარმონიზაციის პანელის (HDM Panel) მუშაობას, რომელიც 2015 წელს ჩამოყალიბდა პირველ ციფრული ეკონომიკის საკითხზე ჩატარებულ აღმოსავლეთ პარტნიორობის მინისტერიალის შეხვედრაზე, და რომელშიც მონაწილეობდნენ მხარეები ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიდან და პარტნიორი ქვეყნებიდან, მათ შორის საჯარო ადმინისტრაციები, პროფესიული და დარგობრივი ასოციაციები, მარეგულირებელი უწყებები, სამოქალაქო საზოგადოება და ფინანსური ინსტიტუტები; შეხვედრის მიზანი იყო ციფრული ბაზრების ჰარმონიზაციის სტრატეგიის შემუშავება, საქმიანობის კოორდინაცია და კოჰერენტულობის უზრუნველყოფა ეროვნულ, ბილატერალურ და რეგიონულ დონეზე. 

სტაბილური ციფრული ტრანსფორმაცია: ძირითადი პრიორიტეტი

სტაბილური ციფრული ტრანსფორმაციის მხარდაჭერა არის ერთ-ერთი პოლიტიკის ხუთიდან პრიორიტეტიდან, გაშუქებული ევროკომისიის მიერ მის წინადადებაში გრძელვადიანი პოლიტიკური ამოცანების შესახებ აღმოსავლეთ პარტნიორობისთვის 2020 წლის შემდეგ, რომელიც 18 მარტს გამოქვეყნდა.

ევროკომისიის მიხედვით, „მძლავრი ციფრული სფეროს არსებობა ევროკავშირის სამეზობლოში ხელს შეუწყობს ზრდას და წარმართავს მდგრად განვითარებას. ამ თვალსაზრისით, ევროკავშირი განაგრძობს ინვესტირებას პარტნიორი ქვეყნების ციფრულ ტრანსფორმაციაში ევროკავშირის კანონმდებლობის და სათანადო პრაქტიკის შესაბამისად, და მხარს დაუჭერს უაღრესად ინოვაციური ციფრული სტარტაპების გაძლიერებას რეგიონში. ევროკავშირი განაგრძობს პარტნიორი ქვეყნების მხარდაჭერას და დაეხმარება მათ კიბერუსაფრთხოების მუქარისადმი მდგრადობის საკითხებში“.

ეს ახალი მიმართულება ემყარება ევროკავშირის სტრატეგიულ გეგმას 20 შედეგი 2020 წლისთვის რეალური შედეგების მოსატანად მოქალაქეებისთვის აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში; ის დამტკიცდა 2017 წელს, როდესაც  ციფრული ბაზრების ჰარმონიზაცია ევროკავშირის 20 ძირითადი შედეგიდან ერთ-ერთ შედეგად იქნა დასახული. 

EU4Digital: ქოლგა ინიციატივა, რომლის საშუალებით ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერა

ამჟამად ინიციატივა EU4Digital აერთიანებს ევროკავშირის შემდეგ პრიორიტეტულ საქმიანობას და პროგრამებს:

 

  • EU4Digital ქსელები, რომლებიც აერთიანებს აღმოსავლეთ პარტნიორი ქვეყნების და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების წარმომადგენლებს ძირითად თემატურ სფეროებში სამუშაოდ.
  • პროგრამა EU4Digital – სამწლიანი პროგრამა (2019-2022), რომელიც მხარს უჭერს ციფრული ეკონომიკის და საზოგადოების ძირითად სფეროებს ევროკავშირში მიღებული ნორმების და პრაქტიკის შესაბამისად.
  • EU4Digital: ფართოზოლოვანი სტრატეგიები აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში (2018-2020), მსოფლიო ბანკის მიერ განხორციელებული პროექტი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში ეროვნული ფართოზოლოვანი სტრატეგიების შემუშავების და დანერგვის მხარდასაჭერად.
  • EU4Digital: პროექტი Cybersecurity EAST კიბერუსაფრთხოების გასაძლიერებლად პარტნიორ ქვეყნებში და ნდობის ასამაღლებლად ციფრული სერვისებით სარგებლობისას. 
  • EU4Digital: EaPConnect (სამეცნიერო და საგანმანათლებლო წრეების დაკავშირება) ქსელის ინფრასტრუქტურის გაფართოება ევროკავშირის და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების სამეცნიერო და საგანმანათლებლო წრეების დასაახლოვებლად.

 


წარმატების ისტორიები

ერთი კლიკი ევროპულ ბაზრამდე — როგორ ეხმარება ევროკავშირი საქართველოს ელექტრონული კომერციის განვითარებაში

ყველაფერი სამი ახალგაზრდა ქალით დაიწყო. 2016 წლის შემოდგომაზე დაფუძნებული „რკო“, რომელიც ბავშვის სამოსს აწარმოებს, თავიდან მცირე საწარმო იყო…

საქართველო | 19/10/21

იხილეთ ყველა