ორგანიზებულია სასკოლო განათლებაში ტექნოლოგიების გამოყენების ჰაკათონი, რომელიც საქართველოში 8-10 მაისს ჩატარდება ტექნოლოგიური დამხმარე მასალების შესაქმნელად მეშვიდე-მეთორმეტე კლასის მოსწავლეებისთვის; აღნიშნულის მიზანია სასკოლო მასალის ვიზუალიზაცია, გაგება და დაუფლება გახდეს უფრო ადვილი და უფრო ინოვაციური.
ეს ჰაკათონი – ორგანიზებული პერსონალური და პროფესიული განვითარების პლატფორმის Kaikona მიერ – მიზნად ისახავს გადაჭრას ქართულ ენაზე ხელმისაწვდომი საშუალებების, ვებსაიტების, აპლიკაციების და ვიდეომასალის ნაკლებობის პრობლემა, რომელიც გამოააშკარავა კორონავირუსით გამოწვეულმა თვითიზოლაციის რეჟიმმა.
მონაწილეებს აქვთ შანსი მოიგონ სიმბოლური ფულადი პრიზი 1,500 ლარი 3 საუკეთესო გუნდისთვის, ჩაერთონ კონკურსში Social Impact Award 2020 და მოიგონ გრანტი საქართველოს ბანკის მომავალ მეწარმეთა საგრანტო კონკურსში, ასევე მიიღონ Spark Business Accelerator-ის მხარდაჭერა ბიზნესში, კერძოდ, სპონსორების მოძიება, პროექტის განვითარება და სხვა.