1. რას ნიშნავს კონკრეტულად ელექტრონული ვაჭრობა? ეს ინტერნეტით რაიმეს ყიდვას გულისხმობს…?
ელექტრონული ვაჭრობა არის უქაღალდო ვაჭრობა სახელმწიფოებს შორის. ეს არის კომპლექსური საკითხი, რომელიც მოიცავს პროდუქციის და სერვისების იმპორტ-ექსპორტის ციკლს ქვეყნებს შორის, და ჭრის პრობლემებს შემდეგ სფეროებში:
- საქონლის ან სერვისების ონლაინ ყიდვა ან გაყიდვა მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან;
- საქონლის ან სერვისების ტრანსფერი საზღვრებზე, მათ შორის დოკუმენტების უქაღალდო გაცვლა ბიზნესებს და მთავრობას შორის, და ამ საქონლის ან სერვისების მიწოდება მყიდველისთვის.
ევროკავშირი წარმოადგენს ერთიან ბაზარს, რომელიც იძლევა საქონლის, სერვისების და შესაბამისი ინფორმაციის თავისუფალი გაცვლის საშუალებას, რასაც ხელს უწყობს სტანდარტიზებული ტექნოლოგია და სტრუქტურები მის წევრ სახელმწიფოებს შორის. აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის კი არ არის სათანადოდ ჰარმონიზებული უქაღალდო ვაჭრობის პროცედურები - როგორც თვით ამ ქვეყნებს შორის, ისე ევროკავშირთან. მაგალითად, ელექტრონული ანგარიშ-ფაქტურები და კონტრაქტები არ არის თანაბრად აღიარებული ამ ქვეყნების მიერ.
EU4Digital ინიციატივის საშუალებით ევროკავშირი მხარს უჭერს ვაჭრობის ჰარმონიზაციას ევროკავშირს და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის, ეს ქვეყნებია აზერბაიჯანი, ბელარუსი, მოლდოვა, საქართველო, სომხეთი და უკრაინა. ის ხელს უწყობს ასევე ვაჭრობის ჰარმონიზაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის.
2. რას აკეთებს ინიციატივა EU4Digital ელექტრონული ვაჭრობის მხარდასაჭერად აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში?
სახელმწიფოთაშორის თანამშრომლობას ხელს უწყობს ინიციატივის EU4Digital რამდენიმე აქტივობა და საპილოტე პროექტი. ძირითადი ყურადღება გამახვილებულია ე-ვაჭრობის შემდეგი სფეროების ჰარმონიზაციაზე:
- სახელმწიფოთაშორისი ე-ვაჭრობა: დოკუმენტების უქაღალდო გაცვლა სხვადასხვა ქვეყნის სავაჭრო პარტნიორებს შორის (მაგ. ბიზნესი და მთავრობა).
- ე-საბაჟო: საბაჟო ინფორმაციის (მაგ. ჩამოსვლის წინა ინფორმაციის გაცვლა, რისკის შეფასება, მონაცემთა შესაბამისობა, საბაჟო კონტროლის შედეგები) სისტემური და ავტომატური გაცვლა ლოგისტიკურ ბიზნესს და საბაჟო უწყებებს შორის.
- ციფრული სატრანსპორტო დერეფანი: მონაცემებთან დაკავშირებული სერვისები ფიზიკური სატრანსპორტო დერეფნების გადაკვეთაზე ინფორმაციის კომპლექსური გაცვლისთვის ტრანსპორტირების ყველა ეტაპზე – საჰაერო, საგზაო, სარკინიგზო და საზღვაო.
- ე-კომერცია: საქონლის გაყიდვა ელექტრონული ტრანსაქციების საშუალებით, ჩატარებული კომპიუტერულ ქსელებზე.
- ქსელური აქტივობა: აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მონაწილე მხარეების მიერ ევროკავშირის პარტნიორებთან კავშირების დამყარება და ინფორმაციის გაზიარება ტენდენციების, საქმიანობის და ე-ვაჭრობაში არსებული მდგომარეობის შესახებ.
3. რა არის სახელმწიფოთაშორისი ე-ვაჭრობის საპილოტე პროექტი? რომელი ქვეყნები არიან ჩართული და რა კეთდება კონკრეტულად? შეიძლება ვივარაუდოთ, რომ მომავალ წლებში ეს სასარგებლო პროექტი ყველა ქვეყანაში განხორციელდება?
საპილოტე საქმიანობის მიზანია საზღვრებს შორის მონაცემთა გაცვლის ტესტირება რამდენიმე სახელმწიფო და კერძო უწყებას შორის eDelivery გადაწყვეტის გამოყენებით. მისი მიზანია განსაზღვროს, არის თუ არა მონაცემთა ამგვარი გაცვლა სრულად ფუნქციონირებადი შემდეგ სფეროებში:
- ტექნიკური. ტესტი ოპერაციული თავსებადობის შესამოწმებლად და ტექნიკური ბარიერების არსებობაზე, რომლებიც ხელს უშლის მოცემული გადაწყვეტის გამოყენებას სახელმწიფოთაშორის დონეზე.
- საკანონმდებლო. საპილოტე საქმიანობის განმავლობაში ჩატარდება პირველადი საკანონმდებლო გარემოს მიმოხილვა და ჩამოყალიბდება დროებითი გარემო, სადაც უზრუნველყოფილი იქნება გაცვლილი მონაცემების კანონმდებლობასთან შესაბამისობა (ეს შეიძლება მოხდეს ურთიერთგაგების მემორანდუმის ან სხვა საერთაშორისო ხელშეკრულების ხელმოწერით).
- საორგანიზაციო. განსაზღვრული უნდა იყოს პასუხისმგებელი უწყებები და განხორციელებული უნდა იყოს საორგანიზაციო/ინსტიტუციური ცვლილებები.
საპილოტე პროექტის დამთავრების შემდეგ, პროგრამის EU4Digital გუნდი შეკრებს მონაწილე კომპანიების/სამთავრობო უწყებების მოსაზრებებს და მოამზადებს რეკომენდაციებს საჭირო ცვლილებებისთვის ზემოხსენებულ სფეროებში, იმისათვის, რომ გადაწყვეტა დაინერგოს სრული მასშტაბით, დაიწყოს სრულად ფუნქციონირება, და იყოს იურიდიულად სავალდებულო.
განხორციელდება ორი eDelivery საპილოტე პროექტი, ერთი აღმოსავლეთ პარტნიორობის და ევროკავშირის ქვეყნებს - უკრაინას და პოლონეთს შორის, მეორე აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს - მოლდოვას და ბელარუსს შორის.
ორგანიზებული იქნება ობიექტებზე ვიზიტები პარტნიორი ქვეყნის წარმომადგენლებისთვის საპილოტე გადაწყვეტების მიმოხილვის მიზნით, რაც მათ მისცემს ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღების საშუალებას კონკრეტული გადაწყვეტების დასანერგად საკუთარ ქვეყანაში.
4. რა არის ე-საბაჟო და რა სარგებლობა მოაქვს მას?
ე-საბაჟო ნიშნავს საბაჟო ინფორმაციის (მაგ. ჩამოსვლის წინა ინფორმაციის გაცვლა, რისკის შეფასება, მონაცემთა შესაბამისობა, საბაჟო კონტროლის შედეგები) სისტემურ და ავტომატურ გაცვლას ლოგისტიკურ ბიზნესს და საბაჟო უწყებებს შორის.
ლოგისტიკური ბიზნეს-კომპანიების მიერ საქონლის საზღვარზე გადატანის და საბაჟო ოფისებთან მათი ურთიერთობის პროცესში ხშირია შეფერხებები/დაყოვნებები ავტომატიზაციის და დროული კომუნიკაციის არარსებობის გამო საბაჟო ოფისებს შორის. ამის შედეგად საბოლოო მყიდველებიც ხშირად დაგვიანებით ღებულობენ საქონელს. აღნიშნულის მიზეზებია:
- არ ხდება საბაჟო ინფორმაციის დროულად მიღება, რის გამოც უსაფრთხოების და უშიშროების რისკის მენეჯმენტი საბაჟოსა და ბიზნესისთვის არაეფექტურია;
- არ არის მონაცემთა ავტომატური შესაბამისობა (მაგ. დეკლარაციის ინფორმაციის შესაბამისობა საწყის ქვეყანაში და დანიშნულების ქვეყანაში);
- არ ხდება ჩამოსვლის წინა ინფორმაციის გაცვლა (მაგ. როდესაც ტვირთი მოდის საზღვრის გადაკვეთის პუნქტზე, საზღვრის გადაკვეთამდე გადამზიდველი უნდა დაელოდოს რისკის შეფასების დასრულებას).
ე-საბაჟოს საქმიანობა ეხმარება ამ პრობლემების გადაჭრას ბიზნესების და მთავრობებისთვის თანამშრომლობის საჭირო მოდელების მიწოდებით (მაგ. თანამშრომლობის პროცესი, კომუნიკაციის სისტემები), რაც იძლევა ინფორმაციის ეფექტიანად გაზიარების და გაცვლის საშუალებას. ის ახდენს ურთიერთობის ოპტიმიზაციას საბაჟო ოფისებთან, კომპანიის სავაჭრო ხარჯების შემცირების და საქონლის და სერვისების უფრო სწრაფი მიწოდების მიზნით.
პროგრამამ EU4Digital გააანალიზა არსებული გადაწყვეტები, მათი განხორციელებადობა რეგიონში, და შეარჩია მონაცემთა სისტემატური ელექტრონული გაცვლის (SEED) მეთოდი ე-საბაჟოს საპილოტე პროექტისთვის. მონაცემთა სისტემატური ელექტრონული გაცვლა (SEED) განხორციელდა დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების საბაჟო ადმინისტრაციების მიერ, დაფინანსდა ევროკავშირის მიერ, და ის სთავაზობს:
- სანდო უსაფრთხოებას
- მონაცემთა სტანდარტებს
- ეროვნულ სისტემებთან მარტივ ადაპტაციას
- მოქნილობას ფუნქციების და მონაცემთა პაკეტების გაცვლის მოთხოვნების კუთხით.
დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებში მონაცემთა სისტემატური ელექტრონული გაცვლის (SEED) მეთოდმა წარმატებით გადაჭრა შემდეგი პრობლემები:
- საქონლის ფასის განზრახ შემცირება ანგარიშ-ფაქტურების შეცვლით და საბაჟო ღირებულების შემცირებით საბაჟოზე შესვლისას
- დატვირთული სატვირთო მანქანების გასვლის ყალბი დადასტურება (დღგ-ს ანაზღაურებასთან დაკავშირებული დარღვევა)
- სატრანსპორტო დოკუმენტების გამოყენებასთან/ბოროტად გამოყენებასთან დაკავშირებული დარღვევები (ATA კარნეტები)
- სერიოზული საბაჟო სამართალდარღვევების აღმოჩენა, მაგ. თამბაქოს და ნარკოტიკების კონტრაბანდა.
საპილოტე პროექტის მიზანია უზრუნველყოს ელექტრონული საბაჟო მონაცემების გაცვლა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საბაჟო უწყებებს შორის. ეს არის საწყისი პუნქტი, როდესაც განხორციელდება პირველადი (შეზღუდული) ფუნქციების და მონაცემთა პაკეტის პილოტირება.
განხორციელდება ორი eDelivery საპილოტე პროექტი, ერთი აღმოსავლეთ პარტნიორობის და ევროკავშირის ქვეყნებს - ბელარუსს და ლიეტუვას შორის, მეორე კი აღმოსავლეთ პარტნიორობის ორ ქვეყანას შორის, რაც ჯერ დასადასტურებელია.
პილოტირება შეკრებს მოსაზრებებს საბაჟოს მონაცემთა გაცვლის პროცესის გასაუმჯობესებლად საბაჟო ოფისებს შორის, და განბაჟების ოპტიმიზაციის, რისკის შეფასების და თანამშრომლობის მიზნით საზღვრისპირა საბაჟო ადმინისტრაციებს შორის. ამის შედეგი იქნება რეკომენდაციები სრულმასშტაბიანი გადაწყვეტის განხორციელებისთვის, რაც ასევე იძლევა ამ გადაწყვეტის განხორციელების საშუალებას მთელ რეგიონში.
5. ციფრული სატრანსპორტო დერეფანი ბალტიის ზღვიდან შავი ზღვისკენ: ეს ამბიციურად ჟღერს, მაგრამ რას ნიშნავს კონკრეტულად და როგორ დაეხმარება ვაჭრობას?
ციფრული სატრანსპორტო დერეფანი (DTC) წარმოადგენს მონაცემებთან დაკავშირებული სერვისების პაკეტს ქვეყნის ფიზიკური სატრანსპორტო დერეფნების გადაკვეთაზე ინფორმაციის კომპლექსური გაცვლისთვის ტრანსპორტირების ყველა ეტაპზე – საჰაერო, საგზაო, სარკინიგზო და საზღვაო. ეს მოიცავს სერვისებს და აპლიკაციებს მიწოდების ჯაჭვის მონაწილე მხარეებისთვის, მაგ. ინფორმაციის წარდგენა ხელისუფლებისთვის, ცნობადობის სერვისები, საბაზრო სერვისები, დაჯავშნის და შეკვეთის სერვისები, და ჯაჭვის შემადგენლობის სერვისები.
როდესაც ლოგისტიკურ კომპანიებს გადააქვს საქონელი და სერვისები საზღვრებზე, ისინი ურთიერთობენ სხვადასხვა ლოგისტიკურ სისტემებთან აღმოსავლეთ პარტნიორობის სხვადასხვა ქვეყნებში და ევროკავშირში. ეს ქმნის ტექნიკურ ბარიერებს, რომლებიც ხელს უშლის ლოგისტიკური ინფორმაციის დაუყოვნებლივ გაცვლას ქვეყნებს შორის. გარდა ამისა, საკანონმდებლო ჩარჩოები ლოგისტიკური პროცესების და განვითარებადი საინფორმაციო სისტემებისთვის ამ ქვეყნებში ერთნაირი არ არის, ეს კი უფრო ახანგრძლივებს და ართულებს ლოგისტიკურ პროცესებს. ამის შედეგია ლოგისტიკის უფრო მაღალი ფასები, და საქონლის და სერვისების დაგვიანებით მიწოდება.
ციფრული სატრანსპორტო დერეფანი ბალტიისა და შავ ზღვებს შორის ეხმარება ლოგისტიკის პროცესების და ელექტრონული სატრანსპორტო მონაცემების ნაკადის ორგანიზებას იმგვარად, რომ ხდება ინფორმაციის დაუყოვნებელი გაცვლა ლოგისტიკის ჯაჭვის მონაწილეებს შორის (მოვაჭრეები, სატრანსპორტო კომპანიები, საბაჟო, სხვა სახელმწიფო უწყებები და მომხმარებლები); ეს ახდენს საქონლის და სერვისების ნაკადის ოპტიმიზაციას, და ზოგავს დროსა და ფულს.
ლოგისტიკური ინფორმაციის გაცვლის ხელშეწყობის და ჰარმონიზებისთვის, ევროკავშირი ქმნის სპეციფიკაციებს და რეგულაციებს, რომლების უნდა დაიცვან პარტნიორებმა ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში, და მიდის პლატფორმების დეცენტრალიზებული გაერთიანებული ქსელისკენ, რაც აძლევს საჯარო ხელისუფლებებს ელექტრონული მონაცემების კანონიერად აღიარების საშუალებას.
ინიციატივა EU4Digital ატარებს მოსამზადებელ საქმიანობას ევროკავშირში გატარებული ღონისძიებების დანერგვით აღმოსავლეთ პარტნიორ ქვეყნებში; აღნიშნულის მიზანია გამოსცადოს ტექნოლოგიური მიდგომა ინფორმაციის გაცვლისთვის, მარეგულირებელი გარემო და ორგანიზაციული სტრუქტურა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მათ შორის. ამ კონტექსტში, ექსპერტები საზღვრავენ მოსამზადებელ სამუშაოებს ციფრული სატრანსპორტო დერეფნის პილოტირებისთვის ბალტიის ზღვასა და შავ ზღვას შორის. ეს სამუშაოები მოიცავს სპეციალიზებულ მიდგომას ციფრული სატრანსპორტო დერეფნის სერვისების ხელშეწყობისთვის და სტრატეგიული გეგმას მომავალი საპილოტე პროექტებისთვის.
6. ე-კომერციის ხელის შემშლელი რა ბარიერები არსებობს და რას აკეთებს ინიციატივა EU4Digital მის დასახმარებლად?
ელექტრონული კომერცია, ანუ ე-კომერცია გულისხმობს საქონლის გაყიდვას ელექტრონული ტრანსაქციების საშუალებით, ჩატარებულს კომპიუტერულ ქსელებზე. ევროკავშირი წარმოადგენს ერთიან ბაზარს, რომელიც იძლევა საქონლის და სერვისების თავისუფალი გაცვლის საშუალებას წევრ სახელმწიფოებს შორის; მაგრამ არ არის ადვილი საქონლის და სერვისების გაცვლა ევროკავშირს და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის ე-კომერციის განსხვავებული კანონმდებლობის, სტანდარტების და ეკოსისტემის გამო.
მაგალითად, ევროკავშირის კომპანიებს, რომლებიც ვაჭრობენ მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანასთან, სურთ ენდობოდნენ იმას, რომ საქონელი აკმაყოფილებს უსაფრთხოების ზოგად მოთხოვნებს, მაგრამ აწყდებიან ბარიერებს იმ ფაქტის გამო, რომ სტანდარტები და კანონმდებლობა ევროკავშირში და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში ჰარმონიზებული არ არის.
ინიციატივის EU4Digital ე-კომერციასთან დაკავშირებული აქტივობა რეკომენდაციებს უწევს აღმოსავლეთ პარტნიორ ქვეყნებს ევროკავშირთან შეუფერხებელი ელექტრონული ვაჭრობის მისაღწევად; აღნიშნულის მიზანია წინადადებების მიწოდება ე-კომერციის შემდეგი სამი სფეროს ჰარმონიზაციის საკითხებზე:
- კანონმდებლობა
- სტანდარტები
- ე-კომერციის ეკოსისტემა
მაქსიმალური სარგებლობის მოსატანად ევროკავშირსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში, გამოყენებული იქნება ანალიზი კონკრეტული გამოწვევების განსაზღვრისთვის, და შემუშავდება და დაიწყება საპილოტე პროექტები ამ გამოწვევების გადასაჭრელად. დამატებითი ინფორმაცია საპილოტე პროექტის შესახებ გაზიარებული იქნება, როდესაც აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში დასრულდება ე-კომერციის ანალიზი.
7. რას ნიშნავს ქსელური საქმიანობა? როგორ უწყობს ეს ხელს ე-ვაჭრობას?
ქსელური საქმიანობა ნიშნავს კავშირების დამყარებას და ინფორმაციის გაზიარებას ე-ვაჭრობაში არსებული ტენდენციების და აქტივობების შესახებ. ინიციატივა EU4Digital ახორციელებს არაერთ აქტივობას და საპილოტე პროექტს ე-ვაჭრობაში, რაც მოითხოვს ქვეყნებს შორის თანამშრომლობას. ამდენად, ინფორმაციის გაზიარება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ცნობიერების ასამაღლებლად ე-ვაჭრობის საკითხებზე, რეფორმების სტიმულირებისთვის და საერთაშორისო მონაწილე მხარეების საქმიანობის შესაბამისობაში მოსაყვანად.
საერთაშორისო ქსელური აქტივობები მოიცავს სასწავლო ვიზიტებს საპილოტე გადაწყვეტებზე დაკვირვების, მათი გაცნობის და განხილვის მიზნით, სასწავლო ვიზიტებს არსებული გადაწყვეტების და საუკეთესო პრაქტიკის გაცნობის მიზნით აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს გარეთ, და ღონისძიებებს კონტაქტების გაცვლისა და ინფორმაციის გაზიარებისთვის ე-ვაჭრობაში არსებული ტენდენციების შესახებ. ამ ღონისძიებების სამიზნე აუდიტორიაა პოლიტიკოსები, ინვესტორები, ციფრული მომწოდებლები, სერვისის განმახორციელებლები, კვლევის და განვითარების ცენტრები, აკადემიური სფერო, ბანკები, დაზღვევა, საჯარო ადმინისტრაცია, სააგენტოები და ე-ვაჭრობის სხვა მონაწილე მხარეები. ქსელური აქტივობით მხარდაჭერილი ბოლოდროინდელი ღონისძიებებია ციფრული ტრანსპორტის დღეები, მონაცემთა სისტემატური ელექტრონული გაცვლა (SEED) - ვიზიტი ობიექტზე, და eDelivery - ვიზიტი ობიექტზე ლიეტუვაში.
8. როგორია ე-ვაჭრობის მომავალი რეგიონში? როგორი იქნება EU4Digital ინიციატივის მიერ გაწეული დახმარება?
ინიციატივის EU4Digital მიზანია ე-ვაჭრობის ჰარმონიზაციის მხარდაჭერა იმისათვის, რომ ის გახდეს უქაღალდო, ავტომატური და უნიფიცირებული ბიზნესს და სხვადასხვა ქვეყნის ხელისუფლებებს შორის (სავაჭრო პროცესების, კომუნიკაციის, კანონმდებლობის და სტანდარტების თვალსაზრისით). ამ სცენარის უფრო სწრაფი განხორციელებისთვის, EU4Digital ხელს უწყობს ანალიზს და პრობლემების განსაზღვრას, ერთმანეთთან აკავშირებს ხელშეკრულების მხარეებს, ახდენს გადაწყვეტების ტესტირებას და იძლევა რეკომენდაციებს.
ჩვენ შეგვიძლია ვაჭრობის მომავალი შემდეგი ყველაზე ოპტიმისტური სცენარით წარმოვიდგინოთ:
კომპანია სტოკჰოლმში (შვედეთი) ახლახან შეთანხმდა ვაჭრობაზე კომპანიასთან ოდესაში (უკრაინა). ამ ორი კომპანიის წარმომადგენლები ერთმანეთს დაუკავშირდნენ ინიციატივის EU4Digital მიერ ორგანიზებულ ე-ვაჭრობის ღონისძიებაზე. საქონლის შერჩევა მოხდა ე-კომერციის ონლაინ ბაზრობის საშუალებით, ხოლო დოკუმენტების გაცვლა და ხელმოწერა - კომპიუტერული ქსელებით. კონტრაქტების ხელმოწერა და ანგარიშ-ფაქტურების ანაზღაურება მოხდა ქაღალდის მონაწილეობის გარეშე. ეს იყო ამ დოკუმენტების მართვის სწრაფი და მარტივი გზა, რადგან კანონმდებლობა და ტექნიკური სტანდარტები შესაბამისობაში იყო მოყვანილი. ეს ნიშნავდა, რომ არ იყო დამატებითი დოკუმენტები, რომლებზეც კომპანიებს არ ჰქონდათ წარმოდგენა ან არ იყო გამოყენებული პრობლემების გადასაჭრელად.
კომპანიები შეთანხმდნენ დაეტვირთათ ნაყიდი საქონელი შვედეთში (გამგზავრების ქვეყანა), და გადაეზიდათ მთელი საზღვაო გზის განმავლობაში ბალტიის ზღვით, სადაც საქონელი დაიტვირთებოდა საბარგო მანქანაზე კლაიპედას პორტში, ლიეტუვაში (სატრანზიტო ქვეყანა). შემდეგ საბარგო მანქანა ჩაიტანდა ნაყიდ საქონელს ოდესაში, უკრაინა (დანიშნულების ქვეყანა).
საქონლით დატვირთვის დროს შვედეთში კომპანიამ საბაჟო დოკუმენტები ელექტრონულად წარადგინა. ეს გაკეთდა მანამ, სანამ საქონელი საზღვარს მიაღწევდა. საბაჟო ხელისუფლებას ჰქონდა დოკუმენტების წინასწარ განხილვის და რისკის შეფასების ჩატარების საშულება. შვედეთის, სატრანზიტო და დანიშნულების ქვეყნების საბაჟო უწყებებისთვის ადვილი იყო თანამშრომლობა, რადგან პროცესები (მაგ. მოთხოვნილი დოკუმენტები, ფორმატები) და საკომუნიკაციო სისტემები შესაბამისობაში იყო მოყვანილი. ამის გამო საბაჟო ოპერაციები არის სწრაფი და უსაფრთხო. სატრანსპორტო ოპერაციების ჩატარებისას საბაჟოს არ გამოეპარება არავითარი უკანონო ოპერაცია.
საქონლის გადაზიდვა დაიწყო შვედეთში საზღვაო ტრანსპორტის გამოყენებით. მაგრამ ადვილად და სწრაფად მოხდა მისი ავტომანქანაზე გადატვირთვა ლიეტუვის პორტში ჩასვლისას. ამის მიზეზია ციფრული სატრანსპორტო დერეფანი ბალტიის ზღვიდან შავ ზღვამდე. ვაჭრობის მხარეებისთვის ეს ნიშნავდა, რომ დოკუმენტები გაცვლილი იყო დაუყოვნებლივ, ამიტომ შემოწმების და შესაბამისობაში მოყვანის პროცესები სწრაფად განხორციელდა.
როდესაც საბარგო მანქანა საზღვართან მივიდა, გადაზიდვის პროცესი შეფერხების გარეშე გაგრძელდა. რადგან საბაჟო შეთანხმებები გადაზიდვის დაწყებისას გაფორმდა, ხელისუფლებამ შეამოწმა მხოლოდ ის, რომ საქონელი დალუქული იყო. საბარგო მანქანამ მოძრაობა განაგრძო.
საბოლოოდ, საბარგო მანქანა ჩავიდა ოდესაში, უკრაინა. საქონელს მოხსნეს ლუქები და ის შეამოწმეს. სათანადოდ მიწოდება დადასტურებული იყო ელექტრონულად, ამიტომ შვედურ კომპანიას ადგილად შეეძლო მიწოდებაზე თვალის დევნება.
ეს ორი კომპანია ბიზნესს მომავალშიც გააგრძელებს.
9. საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიური ინოვაციები სასიცოცხლოდ აუცილებელია ეკონომიკური განვითარებისთვის ციფრულ ეპოქაში: რამდენად ჩამორჩებიან აღმოსავლეთ პარტნიორი ქვეყნები ევროკავშირს ამ სფეროში?
საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიური ინოვაციები წარმოადგენს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მამოძრავებელ ძალას. საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები (ICT) ახდენს ქვეყნების აღჭურვას საშუალებებით, რომლებიც იწევს მათი ეკონომიკის რეორგანიზებას და გლობალიზებას, ეკონომიკური ზრდის დაჩქარებას, ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, საცხოვრებელი სტანდარტების ამაღლებას და უთანასწორობის შემცირებას. ევროკავშირში ICT სექტორი მნიშვნელოვანია და ის უსწრაფესად ვითარდება – 2012-დან 2017 წლამდე ICT სერვისების მიერ დამატებული ღირებულება გაიზარდა 18.3%-ით, ხოლო ICT წარმოების მიერ დამატებული ღირებულება გაიზარდა 22.5%-ით.
2017 წელს ევროკავშირში ICT სექტორის მიერ დამატებული ღირებულება იყო მთლიანი შიდა პროდუქტის (GDP) 3.6%-ის ეკვივალენტური; ეს სექტორი ამჟამად ევროკავშირის ეკონომიკის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანი სექტორია: 2017 წელს ICT სექტორის შრომის თვალსაჩინო ნაყოფიერება 65.2%-ით უფრო მაღალი იყო, ვიდრე იგივე მაჩვენებელი, აღრიცხული მთლიანობაში არა-ფინანსური ბიზნესის ეკონომიკისთვის, და შეადგენდა 117,600 ევრომდე ერთ დასაქმებულ ადამიანზე ბელგიაში, და დაახლოებით 100,000 ევრომდე ფინეთსა და საფრანგეთში. მიუხედავად ამისა, ICT-ის ყველაზე დიდი ეფექტი შემდეგია: ის არის რამდენიმე სექტორიდან ერთ-ერთი, რომელიც იძლევა ზოგადი დანიშნულების ტექნოლოგიების შექმნის საშუალებას, რაც ხელს უწყობს ნაყოფიერებას და ღირებულების დამატებას ეკონომიკის ტრადიციულ სექტორებზე, ციფრულ ტექნოლოგიებზე გადასვლის და ციფრული გარდაქმნის საშუალებით.
ICT სექტორის ზრდის დაჩქარება აღმოსავლეთ სამეზობლოს ქვეყნებშიც აღინიშნება: ICT სერვისის ექსპორტის წილმა 2017 წელს შეადგინა მთლიანი ექსპორტის დაახლოებით 5% და სერვისის ექსპორტის 19% ბელარუსსა და უკრაინაში. ეს რეგიონი მდიდარია ინოვაციური იდეებით, ზოგიერთი გადაწყვეტა კი უკვე გლობალური გახდა. მიუხედავად ამისა, ამ ქვეყნების ინოვაციური ეკოსისტემა, რომელსაც აქვს ეკონომიკის არა-ICT სექტორების განვითარების მაღალი პოტენციალი, ჩამორჩება ევროკავშირის ინოვაციურ ეკოსისტემას. ევროკავშირში არსებობს 80-ზე მეტი ბიზნეს-ინკუბატორი და 150 აქსელერატორი, ICT ინოვაციის კვლევამ კი დათვალა მხოლოდ 42 ინკუბატორი და 19 აქსელერატორი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში.
განვითარება ICT-ს საშუალებით რეგიონში უნდა მოიცავდეს მეტ კოორდინირებულ ძალისხმევას მხარდაჭერის გასაძლიერებლად ეროვნული ICT ეკოსისტემებიდან, რაც უმნიშვნელოვანესია ICT-ს ასამოქმედებლად ეკონომიკური განვითარებისთვის. ახალი სტიმული უნდა მიეცეს სოციალური მეწარმეობის ეკოსისტემის და ვენჩურული დაფინანსების ხელშეწყობას, აქსელერაციის პროგრამებს, ქსელურ აქტივობას და კლასტერებს, და მოხდეს კონკრეტული კომპეტენციების და უნარების ათვისება გლობალურ ბაზრებზე სამუშაოდ. ეს ელემენტები გადამწყვეტია შეუფერხებლად მოქმედი და ძლიერი საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სექტორისთვის. არაადეკვატური ყურადღება ინოვაციური ეკოსისტემების მიმართ იწვევს ინტელექტის გადინებას და სტარტაპების გადინებას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან იმ ქვეყნებში, სადაც ICT ეკოსისტემა უკეთ არის განვითარებული. ინიციატივის EU4Digital მიზანია ხელი შეუწყოს ამგვარი ეკოსისტემების გაძლიერებას, რაც გამოიწვევს კომპანიების ზრდას რეგიონში და წვლილს შეიტანს მთლიან შიდა პროდუქტში, ექსპორტსა და სამუშაო ადგილების შექმნაში.
10. რას აკეთებს ინიციატივა EU4Digital საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიური ინოვაციების სფეროში?
ინიციატივას EU4Digital აქვს მოქმედების ხუთი მიმართულება საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიური ინოვაციების სფეროში:
- ზოგადი საკანონმდებლო ჩარჩოს შექმნა აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონში, რაც ხელს უწყობს საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიურ ინოვაციებს ევროკავშირის ნორმების და საუკეთესო პრაქტიკის საფუძველზე. ეს მოიცავს საუკეთესო პოლიტიკის და პრაქტიკის განსაზღვრას და გაზიარებას საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიური ინოვაციების კვლევის შედეგების და რეკომენდაციების საფუძველზე.
- ზოგადი ტრენინგის პაკეტების შემუშავება ეკოსისტემის მონაწილე მხარეების ძირითადი ჯგუფების საჭიროებებისთვის რეგიონში (პოლიტიკოსები, ICT ინოვაციის ინფრასტრუქტურული ორგანიზაციები, კომპანიები, რომლებიც უკავშირდება ან არ უკავშირდება ICT-ს).
- ინოვაციის ეკოსისტემის მონაწილეთა ქსელური აქტივობის ხელშეწყობა რეგიონის ქვეყნებთან და ევროკავშირთან, ქსელური აქტივობის ღონისძიებებით და სასწავლო ვიზიტებით. ყოველწლიური Start-EaP კვირეულის დაარსება მთავარ Start-up Europe ღონისძიებასთან სინქრონულად.
- Start-up Europe ქსელების და პლატფორმების გაფართოება აღმოსავლეთ პარტნიორი ქვეყნების მოცვის მიზნით. ეს მოიცავს, მაგალითად ორგანიზაციებს ევროპის მეწარმეთა ქსელი, ევროპის მეცენატი ინვესტორები და აქსელერატორების ასამბლეა. შემდეგი ნაბიჯის ფარგლებში ინიციატივა EU4Digital შეაფასებს ICT-ზე დამყარებული თანამშრომლობის დამატებითი ფუნქციური შესაძლებლობების საჭიროებას ICT-დაკავშირებულ ტექნოპარკებს შორის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში, და დანერგავს მათ საჭიროების მიხედვით.
- პოპულარიზაციის კამპანიების ჩატარება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში ცნობიერების ასამაღლებლად საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიური ინოვაციების შესახებ.
- ჩატარდება „ბაზრის შეფასება ციფრული ინოვაციის და სქეილ-აფ ინიციატივისთვის (DISC) აღმოსავლეთ პარტნიორ ქვეყნებში“ ციფრულ ინოვაციებში არსებული საინვესტიციო ხარვეზების გამოსასწორებლად და ციფრული სტარტაპების საწარმოო მასშტაბების გასაძლიერებლად რეგიონში. ბაზრის შეფასება დაეხმარება ევროკომისიას საინვესტიციო ხარვეზების დადგენაში და იქნება საფუძველი DISC-ის მსგავსი ინიციატივის (რომელიც პირველად ევროკავშირის ქვეყნებში დაიწყო) დანერგვის განსახილველად აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში.
11. რა პრობლემები აქვს არსებულ საკანონმდებლო ჩარჩოს? უფრო მნიშვნელოვანი არ არის ინოვაციის მხარდაჭერა ადგილზე?
წარმატებით განვითარებისთვის ინოვაციას ხელშემწყობი გარემო სჭირდება. ეს მოიცავს ცოდნას, რისკისადმი მდგრად დაფინანსებას და შეცდომების დაშვების უფლებას. მეწარმეები ხშირად ამბობენ, რომ მათ არ სჭირდებათ მხარდაჭერა მთავრობისგან, ისინი მთავრობას მხოლოდ იმას სთხოვენ, რომ ხელი არ შეუშალოს და მისცეს მათ ინოვაციების დანერგვის საშუალება.
მიუხედავად ამისა, ინოვაციური გარემოს შექმნა პოლიტიკოსების გარკვეულ ძალისხმევას მოითხოვს. პოლიტიკური ჩარევა საჭიროა იმ სფეროებში, სადაც აღინიშნება ბაზრის არაეფექტურობა – კერძოდ, ფუნდამენტური და გამოყენებითი კვლევის ჩატარების ეტაპებზე ყველაზე მოწინავე ტექნოლოგიების სფეროში, საიდანაც ინოვაციური კომპანიები მოწინავე ექსპერტულ ცოდნას იღებენ.
წარმოდგენილი უნდა იყოს ქრაუდფანდინგის, მეცენატი-ინვესტორების და ვენჩურული კაპიტალის საქმიანობის ჩარჩო, რომელიც იცავს როგორც ინვესტორებს, ისე სტარტაპებს. სარეგულაციო „ქვიშის ყუთები“ (კონტროლირებული გარემო, რომელშიც შეიძლება დაინერგოს ინოვაციები ფინანსურ ტექნოლოგიებში, როგორც დაცვის მექანიზმი რისკის მართვისათვის; ის საშუალებას აძლევს გადამხდელებს აწარმოონ ექსპერიმენტები ინოვაციური ფინანსური პროდუქტით და სერვისებით) იქმნება იმის შესამოწმებლად, თუ როგორ შეიძლება იყოს გამოყენებული ახალი ტექნოლოგიები (მაგ. ბლოკჩეინი და რობოტი-ავტომობილი) მომხმარებლის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად მათი რისკის ქვეშ დაყენების გარეშე. ინტელექტუალური საკუთრების უფლების დაცვას სჭირდება ინსტიტუციური ჩარჩო, რომელიც ჰარმონიზებულია მსოფლიოს სისტემასთან.
ძირითადი პირობების შესაბამისობაში მოყვანა და ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკიდან, საშუალებებიდან და სარეგულაციო მიდგომებიდან სწავლა საშუალებას მისცემს ბიზნესს აღმოსავლეთ სამეზობლოს ქვეყნებში და ევროკავშირის ქვეყნებში იმუშაონ მსგავს წესებზე, და ხელს შეუწყობს ევროპული რისკიანი კაპიტალდაბანდებების მოდინებას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში.
12. რა არის ციფრული ინოვაციის და სქეილ-აფ ინიციატივა და როგორ შეუძლია მას დაეხმაროს ინოვაციას რეგიონში?
ციფრული ინოვაციის და სქეილ-აფ ინიციატივა (DISC) თავდაპირველად განხორციელდა ევროპის ცენტრალურ, აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონში და მისი მიზანია საინვესტიციო ხარვეზების დაძლევა ციფრული ინოვაციების სფეროში და ციფრული სტარტაპების საწარმოო მასშტაბების გაძლიერების (სქეილ-აფ) მხარდაჭერა რეგიონში.
ამ მიდგომის საფუძველზე, ევროკომისიის მიზანია მსგავსი ინიციატივის საჭიროების და განხორციელების შესაძლებლობების განსაზღვრა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში. აღნიშნულის მისაღწევად პროგრამამ EU4Digital დაიწყო ახალი აქტივობა -„ბაზრის შეფასება ციფრული ინოვაციის და სქეილ-აფ ინიციატივისთვის (DISC კვლევა) აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში“.
ბაზრის შეფასება ხელს შეუწყობს ევროკომისიას საინვესტიციო ხარვეზების დადგენაში და იქნება საფუძველი განიხილოს DISC-ის მსგავსი ინიციატივის (ევროკავშირის განსაკუთრებული ფინანსური მხარდაჭერის მექანიზმი) დანერგვა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ეს დაეხმარება ადგილობრივ მოწინავე ტექნოლოგიურ სტარტაპებს და სქეილაპებს, გააუმჯობესებს მათ წვდომას ფინანსებზე და მათ განვითარებას რეგიონში.
13. თქვენ ახსენეთ ინტეგრაცია ევროპულ ქსელებთან: ეს კარგად ჟღერს, მაგრამ რას ნიშნავს ეს რეალურად ინოვაციური ბიზნესისთვის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში?
ევროკავშირმა შექმნა რამდენიმე ონლაინ ქსელი და პლატფორმა საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიური ინოვაციების ეკოსისტემის მონაწილეებისთვის, მაგ. სტარტაპები, აქსელერატორები, ვენჩურული კაპიტალისტები და სხვ. ისინი აძლევს საშუალებას ევროკავშირის სხვადასხვა წევრ სახელმწიფოში არსებულ ბიზნესს და ორგანიზაციებს დაუკავშირდნენ ერთმანეთს, გაცვალონ კონტაქტები და იდეები, და მონაწილეობა მიიღონ საერთო ინიციატივებსა და ღონისძიებებში.
ამ ონლაინ ქსელების და პლატფორმების გავრცელება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში საშუალებას მისცემს შესაბამის მონაწილე მხარეებს ამ ექვსი ქვეყნიდან გაერთიანდნენ ევროკავშირის საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიური ინოვაციების და სტარტაპის უფრო დიდ ეკოსისტემაში. ბიზნესი და ორგანიზაციები აღმოსავლეთ სამეზობლოს ქვეყნებიდან შეძლებენ უფრო ადგილად იპოვნონ შესაბამისი კოლეგები ევროკავშირში, საინვესტიციო, სერვისების და ბიზნესის პარტნიორები, რაც ხელს შეუწყობს საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიური ინოვაციების და სტარტაპის ეკოსისტემების განვითარებას ორივე რეგიონში.
14. რას გულისხმობს ტრენინგის პაკეტები? ვისთვის არის ისინი და რომელ უნარებში არსებული ხარვეზების გადაჭრას ემსახურება? როდის უნდა ველოდოთ მათ ამოქმედებას?
ტრენინგის ზოგადი პაკეტების ძირითადი სამიზნე აუდიტორიაა ეკოსისტემის მონაწილე მხარეების ძირითადი ჯგუფები აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში:
- ადგილობრივი პოლიტიკოსები,
- საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიური ინოვაციების ინფრასტრუქტურული ორგანიზაციები,
- კომპანიები, რომლები დაკავშირებულია ან არ არის დაკავშირებული საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებთან.
ტრენინგის პაკეტები ითვალისწინებს სხვადასხვა მოდულებს სამიზნე ჯგუფებისთვის მათი კონკრეტული მოთხოვნების გადასაჭრელად. თითოეული მოდულის მიზანია ასწავლოს მონაწილე მხარეებს არსებული საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიური ქსელების და ინფრასტრუქტურის, ასევე ახალი ტექნოლოგიების და აქტუალური აპლიკაციების გამოყენება.
ტრენინგის პაკეტების შემუშავების ძირითადი საფუძველია საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიური ინოვაციების კვლევა, რომელმაც განსაზღვრა უნარებსა და ცოდნაში არსებული ხარვეზები აღმოსავლეთ პარტნიორობის თითოეულ ქვეყანაში. ეს ძირითადი სფეროები წარმოადგენს მოდულების შემუშავების საფუძველს მონაწილე მხარეების თითოეული სამიზნე ჯგუფისთვის.
ამ აქტივობის დასასრულს, ინიციატივა EU4Digital მიაწოდებს მონაწილე მხარეებს კურსების სრულყოფილ ონლაინ რუკას, რომელიც შედის ტრენინგის ზოგად პაკეტებში და მიეწოდება გლობალურად აღიარებული ე-სწავლების პლატფორმების საშუალებით; ამგვარად მონაწილე მხარეები შეძლებენ შესაბამისი უნარების ათვისებას და გააცნობიერებენ ინოვაციური დამატებით ღირებულების მიდგომის აუცილებლობას საკუთარი ბიზნეს-პროცესებისადმი.
15. რას ნიშნავს ელექტრონული ჯანმრთელობა კონკრეტულად? არ მინდა, რომ ჩემი ექიმი აპლიკაციამ ჩაანაცვლოს…
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მარტივად განსაზღვრავს ელექტრონულ ჯანმრთელობას: ეს არის “საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ICT) გამოყენება ჯანმრთელობისთვის”. ახლო მომავალში ჯანდაცვის მუშაკებს ტექნოლოგია ნამდვილად არ ჩაანაცვლებს, მაგრამ საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენება შეიძლება ექიმებს ყოველდღიურ საქმიანობაში დაეხმაროს.
ე-ჯანმრთელობის მიზანია პაციენტის ინფორმაციაზე წვდომის უზრუნველყოფა სწორ დროს და სწორ ადგილას, და ამგვარად ჯანდაცვის სამსახურების უწყვეტობის და ხარისხის უზრუნველყოფა ჯანდაცვის შედეგების გასაუმჯობესებლად.
მაგალითად, ე-ჯანმრთელობა აძლევს საშუალებას:
- ჯანდაცვის მუშაკებს - ყურადღება გაამახვილონ უმთავრესად პაციენტზე, და არა ფორმების შევსებაზე;
- პაციენტებს - ისარგებლონ მოლოდინის შემცირებული დროით ონლაინ რეგისტრაციის საშუალებით;
- პროვიზორებს – დაადასტურონ რეცეპტები და მინიმუმამდე დაიყვანონ ადმინისტრაციული საკანცელარიო სამუშაო ელექტრონული რეცეპტების გამოყენებით.
არსებითად, ე-ჯანმრთელობა აწესებს ჯანდაცვის მომსახურების გაწევის ახალ გზებს, რაც ამარტივებს თანამშრომლობას ჯანდაცვის სხვადასხვა დაწესებულებებს შორის და იძლევა მნიშვნელოვანი ინფორმაციის გაზიარების საშუალებას პაციენტებთან ურთიერთობის ახალი ფორმების ამოქმედებით.
აღნიშნულის საფუძველია ავადმყოფობის ელექტრონული ისტორია (EHR), რომელიც ასრულებს ძირითად როლს, რადგან მასში იკრიბება სამედიცინო მომსახურების ფაქტები და ინფორმაცია სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებიდან; აღნიშნულის მიზანია თითოეულ ინდივიდზე შეიქმნას ერთადერთი ავადმყოფობის ელექტრონული ისტორია, ხელმისაწვდომი ამ ისტორიის ოპერაციულად თავსებადი სერვისების საშუალებით.
ამგვარად, ე-ჯანმრთელობას მოაქვს უამრავი სარგებლობა; ეს გულისხმობს ელექტრონული დოკუმენტების გაცვლას, რაც ზოგავს მედიცინის მუშაკების და პაციენტის დროს, და კლინიკური პროცედურების დუბლირების თავიდან აცილებას ინფორმაციის შექმნის, შენახვის და გაზიარების გზით. გარდა ამისა, ჯანდაცვის ხელმისაწვდომი მონაცემები ეხმარება ინოვაციას ჯანდაცვის მონაცემების ანალიზის საშუალებით, რაც ხელს უწყობს დაავადების პრევენციის პოლიტიკას და ყურადღებას მომავალ გამოწვევებზე ამახვილებს. ეს სისტემა ასევე აუმჯობესებს გამჭვირვალობას, რადგან ხდება ჯანდაცვის მონაწილეთა საქმიანობის აღრიცხვა და უსაფრთხოების შემოწმება, ეს კი უზრუნველყოფს შესაბამისი პროცედურების დაცვას.

16. რამდენად განვითარებულია ე-ჯანმრთელობა ევროკავშირში? ამ მხრივ დიდი განსხვავებაა ევროკავშირს და აღმოსავლეთ პარტნიორ ქვეყნებს შორის?
ევროკავშირის წინაშე დგას ჯანმრთელობის იგივე ზოგადი პრობლემები, რაც აღმოსავლეთ პარტნიორ ქვეყნებში, მაგ. მოსახლეობის დაბერება, რასაც მოჰყვება ჯანდაცვის სამსახურების ოპტიმიზაციის და მოდერნიზაციის მსგავსი აუცილებლობა. ევროკომისიამ ჩამოაყალიბა ერთიანი ციფრული ბაზარი, როგორც მისი ერთ-ერთი ძირითადი პრიორიტეტი, ციფრული ჯანდაცვა კი ამ სტრატეგიის ნაწილია. ევროკავშირს უკვე მიღებული აქვს კანონმდებლობა სამედიცინო აღჭურვილობის, მონაცემთა დაცვის, ციფრული იდენტიფიკაციის და საინფორმაციო ტექნოლოგიების უსაფრთხოების შესახებ, რაც ქმნის შესანიშნავ გარემოს ე-ჯანმრთელობის სერვისებისთვის. ევროკავშირის ბევრმა ქვეყანამ სწრაფად დანერგა ე-ჯანმრთელობის სტრატეგიები, რასაც მოჰყვა პოლიტიკური ვალდებულება და ე-ჯანმრთელობის მომსახურების დაჩქარებული და კარგად კოორდინირებული განვითარება. აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში კი განვითარება მოხდა ე-ჯანმრთელობის მთელი რიგი ცალკეული, მაგრამ ნაკლებად კოორდინირებული პროექტების საშუალებით.
გარდა ამისა, ევროკავშირმა განსაზღვრა ელექტრონული რეცეპტების სტანდარტიზაცია და პაციენტის შეჯამებული ინფორმაციის სერვისები სახელმწიფოთაშორისი საპილოტე პროექტების მხარდასაჭერად წევრ სახელმწიფოებში. ამჟამად ევროკავშირში არსებობს ე-ჯანმრთელობის ინფრასტრუქტურის მომზადების ტენდენცია ხელოვნური ინტელექტის, გენომური მონაცემების და პერსონალური მედიცინის ინიციატივებისთვის მზადყოფნის მიზნით.
17. კონკრეტულად რას საქმიანობს ინიციატივა EU4Digital ე-ჯანმრთელობის სფეროში?
აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში ინიციატივა EU4Digital მუშაობს ჯანმრთელობის მონაცემთა მართვის მდგომარეობის შესაფასებლად და სახელმძღვანელო რეკომენდაციების შესამუშავებლად, რათა ჯანმრთელობის ინფორმაციის გაცვლის პოტენციალი და მართვა ჰარმონიზებული იყოს ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკასთან და აღმოსავლეთ პარტნიორი ქვეყნების რეალობასთან. იდეალურ შემთხვევაში ეს ნიშნავს, რომ მონაცემები, რომლებიც შეესაბამება ერთსა და იმავე ნორმებს, ოპერაციულად თავსებადია სხვადასხვა ორგანიზაციებს და მონაწილე მხარეებს შორის, თუნდაც საზღვარგარეთ, რაც მნიშვნელოვანია პაციენტების სამედიცინო მომსახურების გასაუმჯობესებლად, მათი ადგილსამყოფელის მიუხედავად.
მეორე ასპექტი, რომელსაც მოიცავს ინიციატივა EU4Digital, არის ე-ჯანმრთელობის ონლაინ თანამშრომლობის პლატფორმა. ის საშუალებას მისცემს მონაწილე მხარეებს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან ერთმანეთს გაუზიარონ საკუთარ ქვეყნებში არსებული ე-ჯანმრთელობის საუკეთესო პრაქტიკა და ითანამშრომლონ შემდგომი განვითარებისთვის. აღნიშნულის მიზანია მოწინავე პრაქტიკის პოპულარიზაცია და სპეციალური სივრცის არსებობა ე-ჯანმრთელობის ინფორმაციის და სასწავლო მასალებისთვის, ასევე ძირითადი ექსპერტების კომუნიკაციისთვის.
გარდა ამისა, ინიციატივის EU4Digital მიზანია აღმოსავლეთ პარტნიორი ქვეყნების მონაწილეობის მხარდაჭერა ევროკავშირის ინიციატივებში კომუნიკაციის, ინოვაციის და ახალი გადაწყვეტების ხელშესაწყობად, განსაკუთრებით ხანდაზმული მოსახლეობის ჯანდაცვის კუთხით, რაც მოიცავს დისტანციურ სამედიცინო საკონსულტაციო სერვისებს, მონაცემთა ანალიზს დიაგნოსტიკის გასაუმჯობესებლად, გონიერ საშინაო ტექნოლოგიებს, სოციალურ და აქტივობის პროგრამებს.
ინიციატივის EU4Digital მიზანია ასევე აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მონაწილეობის ხელშეწყობა ევროპული ინოვაციების პარტნიორობის აქტიური და ჯანმრთელი დაბერების ინიციატივაში (EIP on AHA), რომელსაც აქვს ევროპის ქვეყნებში დანერგილი კარგი პრაქტიკის საინფორმაციო ბაზა მრავალ ზემოაღნიშნულ გამოწვევასთან დაკავშირებით.
18. თქვენ ოპერაციულ თავსებადობას ძირითად პრიორიტეტად ასახელებთ, მაგრამ რას ნიშნავს ეს: რა მნიშვნელობა აქვს მას ჩემთვის, როგორც პაციენტისთვის?
ოპერაციული თავსებადობა არის სხვადასხვა სისტემების, ორგანიზაციების ან ქვეყნების უნარი ჯანმრთელობის ინფორმაციის გაცვლის და მისი გააზრებულად გამოყენებისთვის. ეს ნიშნავს, რომ მონაწილეებს უნდა შეეძლოთ საზიარო ინფორმაციის სწორად გაგება და ინტერპრეტაცია, რაც ძირითადად ნიშნავს ერთი და იგივე სტანდარტების და პროცესების გამოყენებას ე-ჯანმრთელობის სერვისებში.
ოპერაციული თავსებადობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჯანდაცვის სექტორში, რადგან ეს სფერო არის არაერთგვაროვანი და კომპლექსური, მოიცავს განსხვავებულ მონაწილეებს, კერძოდ პროვაიდერებს პაციენტების კომპლექსური ჯგუფებისთვის, რომლებიც მკურნალობენ და რეგისტრირდებიან რამდენიმე სამედიცინო დაწესებულებაში. გარდა ამისა, ეროვნული მთავრობები ხშირად ახორციელებენ სახელმწიფო სერვისებს, ნებისმიერი ჯანდაცვის სისტემა ხშირად წარმოადგენს კერძო და სახელმწიფო სერვისების სპეციფიკურ კომპლექსს, და ეს სერვისები ხშირად ცუდად არის ინტეგრირებული. სამედიცინო დაწესებულება ხშირად უზრუნველყოფს რაიმე კონკრეტული ტიპის სერვისებს, და ამგვარად, საქმე აქვს პაციენტების და მათი ინფორმაციის ქვეჯგუფთან; ეს მოითხოვს კარგად განვითარებულ ოპერაციულ თავსებადობას დაწესებულებებს შორის პაციენტთან დაკავშირებული ზოგადი სურათის გასაზიარებლად. არსებობს სხვა პრობლემებიც საერთაშორისო სივრცეში და ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს შორის, სადაც თანამშრომლობას ჯანდაცვაში ხშირად აფერხებს ე-ჯანმრთელობისთვის გამოყენებულ ლექსიკონში არსებული განსხვავებები და ერთი თვალსაზრისის განსხვავებული ინტერპრეტაციები, ეს კი ხელს უშლის ეფექტურ სახელმწიფოთაშორის თანამშრომლობას.
ოპერაციული თავსებადობის არარსებობა სხვადასხვა სახის პრობლემებს უქმნის იმ მოქალაქეებს, რომლებსაც სურთ სამედიცინო მომსახურების მიღება სხვადასხვა დაწესებულებებსა და ქვეყნებში. აქედან გამომდინარე, ოპერაციული თავსებადობა გააუმჯობესებს თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში. ჩვენ გვაქვს მომავლის ასეთი ხედვა: 10 წლის შემდეგ, როდესაც პაციენტს A ქვეყნიდან დასჭირდება გადაუდებელი დახმარება B ქვეყანაში, სამედიცინო დაწესებულებისთვის დაუყოვნებლივ იქნება ხელმისაწვდომი ინფორმაცია იმ მედიკამენტების შესახებ, რომლებზეც ამ პაციენტს აქვს მომატებული მგრძნობელობა ან ალერგია. პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამგვარად შეჯამებული სახით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როდესაც საქმე ეხება გადაუდებელი არჩევანის გაკეთებას სიკვდილ-სიცოცხლესთან დაკავშირებით, რაც დამახასიათებელია ჯანდაცვის სექტორისთვის.
19. რომელია ე-ჯანმრთელობის საკითხებზე თანამშრომლობის კონკრეტული პლატფორმა? ვინ ისარგებლებს ამ პლატფორმით და როგორ?
ე-ჯანმრთელობის საკითხებზე თანამშრომლობის პლატფორმა არის რეგიონული თანამშრომლობის ახალი არხი ე-ჯანმრთელობის ექსპერტებს შორის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში. ის დახურული იქნება ფართო საზოგადოებისთვის, მაგრამ იქნება თანამშრომლობის სივრცე აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების პროფესიონალებისთვის ე-ჯანმრთელობის საერთო სახელმძღვანელო რეკომენდაციების შემუშავებაზე სამუშაოდ, მომავალში - სერვისების მისაწოდებლად. ეს პლატფორმა ხელს შეუწყობს საერთაშორისო ე-ჯანმრთელობის განვითარებას და ჰარმონიზაციის ინიციატივებს რეგიონში.
პლატფორმაზე განთავსებული იქნება ინფორმაცია, დაწყებული კალენდრიდან და შეხვედრების მართვიდან, დამთავრებული სახელმძღვანელო რეკომენდაციების პროექტებით და დანერგვის გეგმებით. აღნიშნულის განსახორციელებლად გამოყენებული იქნება პორტალის პლატფორმა, რომელიც სთავაზობს “Cloud” სივრცეს დოკუმენტების შესანახად და თანამშრომლობის საშუალებებს, ასევე კოდის გარეშე გვერდის შექმნას ცალკეული მომხმარებლის სივრცეებში სხვადასხვა ჯგუფებისთვის.
ეს პლატფორმა ხელს შეუწყობს ცოდნის გაზიარებას ექსპერტებს შორის, როდესაც ისინი დანერგავენ ინიციატივებს საკუთარ ქვეყნებში. ეს ხელს შეუწყობს რეფორმების დაჩქარებას და ოპტიმიზაციას რეგიონში საუკეთესო პრაქტიკის მაგალითების დემონსტრირებით; კოლეგებს კი საშუალება ექნებათ თავი აარიდონ შეცდომებს მეზობელი ქვეყნების გამოცდილების გათვალისწინებით.
20. ევროკავშირის რომელ ინიციატივებში შეუძლიათ მონაწილეობის მიღება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს? რა სახის პროგრამებზეა საუბარი?
წახალისებულია აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მონაწილეობა ევროპული ინოვაციების პარტნიორობის აქტიური და ჯანმრთელი დაბერების ინიციატივაში (EIP on AHA), რომელსაც ევროკომისია ახორციელებს. ამ პროგრამას აქვს ურთიერთობის რამდენიმე დონე, კერძოდ, საინფორმაციო სტატიები ე-ჯანმრთელობის ინოვაციის საკითხებზე, ღონისძიებებზე დასწრება და უფრო აქტიური როლები, მაგ. მონაწილეობა სამოქმედო ჯგუფის და საცნობარო საიტის პროგრამებში.
ევროპული ინოვაციების პარტნიორობის აქტიური და ჯანმრთელი დაბერების (EIP on AHA) ინიციატივაში მონაწილეობა ხელს უწყობს ინფორმაციის გავრცელებას და კავშირების დამყარებას, რაც ნიშნავს, რომ მაგ. საცნობარო საიტის პროგრამის წევრმა შეიძლება შეიტყოს ევროკავშირის წევრ სახელმწიფოში არსებული გადაწყვეტის შესახებ და პროგრამის საშუალებით შეიტანოს განაცხადი ამ გადაწყვეტის დასანერგად საკუთარ რეგიონში, და პირიქით.
ვინაიდან არსებობს მონაწილეობის რამდენიმე დონე, მონაწილეობის გზის პოვნა ნებისმიერს შეუძლია - როგორც ცალკეულ პირებს, ისე ორგანიზაციებს, მათ შორის სამთავრობო უწყებებს, კერძო კომპანიებს, კვლევით დაწესებულებებს და სოციალურ ორგანიზაციებს.
21. როგორი იქნება ე-ჯანმრთელობის სისტემები რეგიონში ხუთი წლის შემდეგ? როგორი იქნება EU4Digital ინიციატივის მიერ გაწეული დახმარება?
მომავლის ჯანდაცვა შეიძლება წარმოვიდგინოთ, როგორც პაციენტის შეუფერხებელი მობილობა პროვაიდერიდან პროვაიდერთან, ქვეყნიდან ქვეყანაში, ასევე ჯანდაცვის მომსახურების უწყვეტობა და ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღება ჯანმრთელობის შედეგების გასაუმჯობესებლად. სახელმწიფოთაშორისი
ე-ჯანმრთელობის ინფრასტრუქტურა საშუალებას მისცემს ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც საზღვარგარეთ მოგზაურობს, შეიძინოს რეცეპტით მისაღები წამალი ადგილობრივ აფთიაქში. პაციენტის შეჯამებული ინფორმაციის გაზიარება დაეხმარება ექიმებს პაციენტის სამედიცინო ანამნეზის გაგებაში და თავიდან ააცილებს შეცდომებს მედიკამენტების გამოწერისას. გარდა ამისა, სამედიცინო ტურიზმის მზარდი ინდუსტრია მოქალაქეებს შესთავაზებს უფრო მაღალი ხარისხის მომსახურების მიღების და ხარჯების შემცირების შანსს.
ინიციატივის EU4Digital ე-ჯანმრთელობის გუნდის მიზანია სტანდარტების და სახელმძღვანელო რეკომენდაციების შემუშავება სახელმწიფოთაშორისი ჯანდაცვის მხარდასაჭერად აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში, რაც მხოლოდ ურთიერთგაგების და თანამშრომლობის მიღწევის შემთხვევაშია შესაძლებელი. აღნიშნულის განსახორციელებლად, გუნდმა ჩაატარა ე-ჯანმრთელობის მიმდინარე მდგომარეობის ანალიზი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში, და განსაზღვრა თითოეული ქვეყნის გამოწვევები და პრიორიტეტები. სახელმძღვანელო რეკომენდაციების კომპლექსი იქნება საფუძველი სახელმწიფოთაშორისი
ე-რეცეპტების სისტემის და პაციენტის შეჯამებული ინფორმაციის სერვისების დასანერგად რეგიონში.
ჩვენ განვსაზღვრეთ ოთხი მიმართულება რეგიონისთვის, რომლებიც რეკომენდებულია შემდგომი საქმიანობის და დადებითი ცვლილებების განხორციელების ძირითად ხელშემწყობ საშუალებებად მომავლის
ე-ჯანმრთელობის სფეროში.
- ციფრული ჯანმრთელობის კომპლექსური და განხორციელებადი სტრატეგიის განსაზღვრა.
- მძლავრი დაფინანსების და საოპერაციო მოდელის ჩამოყალიბება.
- ციფრული ჯანმრთელობის მმართველობის ჩამოყალიბება და ამოქმედება.
- ციფრული ჯანმრთელობის არქიტექტურის განვითარება და მმართველობა.
22. რას აკეთებს ინიციატივა EU4Digital ტელეკომუნიკაციების სფეროში?
ტელეკომუნიკაციების სფეროში ინიციატივა EU4Digital მხარს უჭერს ისეთი საკითხების გადაჭრას, როგორიცაა საერთაშორისო როუმინგთან დაკავშირებული საქმიანობა და პოტენციური შეთანხმება საერთაშორისო როუმინგის საერთო სივრცის შესახებ აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვს ქვეყანას შორის, ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების დამოუკიდებლობის გაძლიერება და 700 მჰც სიხშირის ზოლის განთავისუფლება მომავალი მობილური ტექნოლოგიებისთვის, 5G-ს ჩათვლით.
23. შეთანხმება როუმინგის შესახებ – შესანიშნავია! ნიშნავს თუ არა ეს, რომ მოგზაურობისას გვექნება “როუმინგი, ისე როგორ სახლში”, ევროკავშირის მსგავსად?
არა, რეგიონული შეთანხმება როუმინგის შესახებ უზრუნველყოფს შესაბამისი როუმინგის ფასების მნიშვნელოვან შემცირებას აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვს ქვეყანას შორის. ეს საშუალებას მისცემს საკომუნიკაციო ქსელების როუმინგის კლიენტებს ისარგებლონ უფრო ხელმისაწვდომი მომსახურებით როუმინგის გამოყენებისას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში. ინიციატივის EU4Digital როუმინგის კვლევის (2019) უახლესი შედეგების საფუძველზე, მოსალოდნელია საშუალო ფასის 80%-ზე მეტად შემცირება.
24. ეს შეთანხმება როუმინგის შესახებ მხოლოდ აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვს ქვეყანას შორის არის? არსებობს რაიმე შანსი, რომ ის შესაძლოა ევროკავშირზეც გავრცელდეს?
დიახ, რეგიონული როუმინგული შეთანხმება აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვს ქვეყანას შორის გაფორმდება. მიუხედავად ამისა, ევროკავშირის და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მინისტრები შეთანხმდნენ გამოიკვლიონ საერთო როუმინგული საერთაშორისო სივრცის შესაძლებლობა, მათ შორის როუმინგის ტარიფების ეკონომიკურად მდგრადი შემცირება აღმოსავლეთ პარტნიორ ქვეყნებსა და ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს შორის.
25. როდის უნდა ველოდოთ როუმინგზე ტარიფების შემცირებას?
როგორც მოსალოდნელია, რეგიონული როუმინგული შეთანხმება ხელმოწერილი იქნება 2020 წლის ბოლომდე, ხოლო კანონიერ ძალაში შევა 2021 წლის 1 ივლისიდან, მინიმუმ ექვსთვიანი გარდამავალი პერიოდის გათვალისწინებით. ეს გარდამავალი პერიოდი საჭიროა აღმოსავლეთ პარტნიორი ქვეყნებისთვის როუმინგული შეთანხმების მოთხოვნების განსახორციელებლად, ასევე იმისათვის, რომ მობილურ ოპერატორებს ჰქონდეთ საკმარისი დრო მოდიფიკაციებისთვის.
26. სიხშირეების რედისტრიბუცია, 700 მჰც-ს განთავისუფლება? რას ნიშნავს ეს კონკრეტულად? რას შეცვლის ეს?
მობილური ქსელებით მოცვის გაუმჯობესებას, 5G მომსახურების ჩათვლით. ინიციატივის EU4Digital საქმიანობის ნაწილი ტელეკომუნიკაციების სფეროში უკავშირდება 700 მჰც სიხშირის ზოლის განთავისუფლებას იმ მიზნით, რომ განვითარდეს და განხორციელდეს კოორდინირებული მიდგომა 700 მჰც ზოლის გადანაწილებისთვის აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვს ქვეყანაში, ევროკავშირის ფარგლებში არსებული ძალისხმევის და გეგმების შესაბამისად. ევროკავშირის შიდა ძალისხმევა მოიცავს სახმელეთო სატელევიზიო მაუწყებლობის ქსელების გაუქმებას 700 მჰც ზოლიდან, შემდეგ კი ამ ზოლის გადაცემას უსადენო ფართოზოლოვანი ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებისთვის, კერძოდ - 5G-სთვის.
ზოლის გამოყენების ცვლილება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში ევროკავშირის გეგმების შესაბამისად, დაეხმარება მობილურ ქსელებზე ინტერფერენციული შეფერხებების თავიდან აცილებას როგორც აღმოსავლეთ პარტნიორ ქვეყნებში, ისე ევროკავშირში. გარდა ამისა, მომავალში ის მოიტანს არაერთ სარგებელს 5G-ს დანერგვასთან დაკავშირებით, მათ შორის ხარჯების დაზოგვას ნაკლები რაოდენობის საბაზო სადგურის გამოყენებით, მოცვის გაუმჯობესებას სასოფლო რეგიონებში, და უფრო დაბალ ტარიფებს მომხმარებლისთვის ქსელის ამოქმედებასთან დაკავშირებული ხარჯების დაზოგვის გამო.
27. რას აკეთებენ მარეგულირებლები? ეს სამთავრობო უწყებაა? რატომ არის აუცილებელი მათი დამოუკიდებლობა?
ეროვნული მარეგულირებელი ორგანოები (NRA) არიან უწყებები ეროვნული კანონმდებლობის ფარგლებში, რომელთაც დაკისრებული აქვთ მარეგულირებელი ფუნქციები ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში. ეს სამთავრობო უწყებები უზრუნველყოფს ეფექტიანი კონკურენციის ხელშეწყობას, ინვესტირებას და მომხმარებლის ინტერესებს შორის წონასწორობის დაცვას ელექტრონული კომუნიკაციის ბაზრების, სერვისების და ქსელების განვითარების გათვალისწინებით. ამდენად, მარეგულირებლები უნდა იყვნენ იურიდიულად გამორჩეული და ფუნქციურად დამოუკიდებელი ნებისმიერი სხვა უწყებისგან, რომელმაც შეიძლება მოახდინოს არამართლზომიერი გავლენა, რადგან დამოუკიდებლობა და გადაწყვეტილების მიუკერძოებელი მიღება არის კარგად ფუნქციონირებადი ზოგადი მარეგულირებელი სისტემის ძირითადი ელემენტი.
პროგრამა EU4Digital ხელს უწყობს ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების დამოუკიდებლობის გაძლიერებას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში, და საბოლოო მიზნად ისახავს ელექტრონული კომუნიკაციების დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების არსებობას აღმოსავლეთ პარტნიორობის მინიმუმ ხუთ ქვეყანაში.
28. რას ნიშნავს კონკრეტულად “ნდობა და უსაფრთხოება” ციფრულ სფეროში? ეს მხოლოდ კიბერუსაფრთხოებას გულისხმობს?
ნდობა წარმოადგენს უმთავრეს კონცეფციას, რომელიც ჩვენს საზოგადოებას ფუნქციონირების საშუალებას აძლევს. ეს კონცეფცია შეიძლება გადატანილი იყოს ციფრულ სამყაროში და მოგვცეს ნდობის ჩამოყალიბების საშუალება სხვებთან ერთად. ამ კონტექსტში კიბერუსაფრთხოება ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ იმ მექანიზმების და ტექნოლოგიების ფლობა, რომლებიც რეალურად გვაძლევს ამ ნდობის ჩამოყალიბების საშუალებას, ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც ამ მექანიზმების უსაფრთხოდ გამოყენების უნარი.
ციფრული უსაფრთხოების სერვისები და ციფრული საიდენტიფიკაციო სერვისები ეხმარება თანამედროვე საზოგადოებებს და საწარმოებს სოციალური და ბიზნეს- ურთიერთობების დაჩქარებაში და ქვეყნებს შორის ნდობის ჩამოყალიბებაში; ისინი ასევე ეხმარება ადამიანებს და კომპანიებს აამაღლონ ეფექტიანობა უფრო დაბალი საოპერაციო ხარჯებით და იმუშაონ ნამდვილად ციფრულ სფეროში.
ციფრული ხელმოწერის და ელექტრონული საიდენტიფიკაციო სერვისები არის ორი იმ ძირითადი პროდუქტებიდან, რომლებიც აჩქარებს ციფრულ ურთიერთობას მონაწილეებს შორის, მაგალითად, საჯარო სერვისებში, გადასახადების გადახდისას ან იურიდიული კონტრაქტების ხელმოწერისას.
პროგრამის EU4Digital მნიშვნელოვანი მხარდამჭერი ნაწილია ციფრული ნდობა და კიბერუსაფრთხოება - ისინი საშუალებას აძლევს ციფრული ეკონომიკის და საზოგადოების ყველა სხვა ასპექტს მოიტანოს სარგებლობა უსაფრთხო გზით.
29. რამდენად განვითარებულია ნდობა და უსაფრთხოება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში? ჩამორჩება თუ არა ამ სფეროში რეგიონი უფრო მოწინავე ციფრულ ქვეყნებს, და რა არის ამის შედეგი?
აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს აქვთ ნდობის სერვისების კარგად განვითარებული ტექნოლოგიური საფუძველი, მაგრამ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებისგან განსხვავებით, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების სარეგულაციო ჩარჩოები ერთმანეთისგან განსხვავდება. ნდობის სამსახურების სახელმწიფოთაშორისი ორმხრივი აღიარებისთვის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებს შორის, აუცილებელია გარკვეული ძალისხმევა სარეგულაციო და საორგანიზაციო ჩარჩოების ჰარმონიზაციისთვის, რათა დაკმაყოფილდეს თავსებადობის დონე ორმხრივი აღიარებისადმი მზადყოფნის კუთხით აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში.
30. რას აკეთეს ინიციატივა EU4Digital ხარვეზების გამოსასწორებლად ნდობის და უსაფრთხოების სფეროში?
პროექტის EU4Digital ძირითადი ამოცანები ნდობის და უსაფრთხოების სფეროში არის ნდობის სერვისების სახელმწიფოთაშორისი ორმხრივი აღიარების პოტენციური პრობლემების განსაზღვრა და პრაქტიკული სამოქმედო გეგმის და დახმარების შეთავაზება ამ პრობლემების გადასაჭრელად.
31. რომელ ქვეყნებს შორის აწარმოებს ინიციატივა EU4Digital ე-ხელმოწერების პილოტირებას? რას გულისხმობს ეს რეალურად?
ინიციატივის EU4Digital ნდობის სერვისების საპილოტე პროექტის მიზანია დაამტკიცოს, რომ თანამედროვე 21-ე საუკუნის საზოგადოებაში არსებობს პროცესები, მექანიზმები და ტექნოლოგიები, რომლებიც საშუალებას აძლევს ორ ქვეყანას აღიარონ ერთმანეთის ციფრული ნდობის სერვისები, და ამგვარად ხელი შეუწყონ ციფრული ეკონომიკის განვითარებას მათ შორის.
განხორციელდება ორი საპილოტე პროექტი იმის სადემონსტრაციოდ, რომ თავსებადი და წესების შესაბამისი ციფრული ხელმოწერები შეიძლება გაიცეს და დადასტურდეს; ერთ პროექტში ჩაერთვება აღმოსავლეთ პარტნიორობის ორი ქვეყანა, უკრაინა და მოლდოვის რესპუბლიკა, ხოლო მეორეში - აღმოსავლეთ პარტნიორობის და ევროკავშირის წევრი ქვეყნები, უკრაინა და ესტონეთი.
ე-ხელმოწერის პილოტირება დაგვეხმარება არსებული ხარვეზების დადგენაში რეგულირების, საორგანიზაციო და ტექნიკური თვალსაზრისით, და საშუალებას მოგვცემს დავსახოთ სამოქმედო გეგმა პილოტირების შემდგომი საქმიანობისთვის, რომლები საჭიროა სახელმწიფოთაშორისი ორმხრივი აღიარების მოთხოვნილი დონის მისაღწევად. საპილოტე პროექტების განხორციელება დაგეგმილია 2020 წლის აპრილ-სექტემბერში.
32. თუ საპილოტე პროექტი იმუშავებს, ის მთელ რეგიონში დაინერგება? შეიძლება საბოლოოდ იმედი ვიქონიოთ, რომ ის მთელი ევროკავშირის სივრცეში გავრცელდება?
ნდობის და უსაფრთხოების გუნდის საბოლოო მიზანია სახელმწიფოთაშორისი აღიარება ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის. ეს ამბიციური მიზანია, მაგრამ მისი მიღწევა შესაძლებელია. პირველი ნაბიჯები იქნება საპილოტე გამოცდილების განსაზღვრა და გაზიარება ყველა პარტნიორ ქვეყანაში, რეგიონისთვის საერთო სახელმძღვანელო რეკომენდაციების შემუშავება საკანონმდებლო, საორგანიზაციო და ტექნიკური მზადყოფნის მისაღწევად; ეს შეიძლება გახდეს საერთო გზა, ადაპტირებული და შეტანილი ეროვნულ სტრატეგიულ გეგმებში აღმოსავლეთ პარტნიორობის ყველა ქვეყნისთვის.
33. რა არის კიბერუსაფრთხოების ძირითადი გამოწვევები რეგიონში? როგორ ეხმარება ინიციატივა EU4Digital პარტნიორი ქვეყნების მდგრადობის ჩამოყალიბებას?
აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მიერ უკვე დანერგილი სახელმწიფო რეგულაციების, პოლიტიკის და უსაფრთხოების ზომების ანალიზის საშუალებით განვსაზღვრეთ კიბერუსაფრთხოების შემდეგი ძირითადი გამოწვევები რეგიონში:
- კვალიფიცირებული პერსონალის და რესურსების ნაკლებობა კიბერ-სფეროში;
- სპეციალურად ამ სფეროსთვის განსაზღვრული და სისტემატური დაფინანსების ნაკლებობა;
- ეროვნული კიბერ-სტრატეგიები არ არის დადგენილი, მოძველებულია და არ შეესაბამება ევროკავშირის დირექტივას ქსელის და საინფორმაციო სისტემების უსაფრთხოების შესახებ (NIS Directive);
- მოძველებული ეროვნული კანონმდებლობის შეუსაბამობა ევროკავშირის არსებულ კანონმდებლობასთან და კიბერუსაფრთხოების სტანდარტებთან;
- არ ტარდება კიბერ-რისკების შეფასება ეროვნულ დონეზე;
- არ არის დადგენილი ეროვნული დონის საგანგებო მდგომარეობის გეგმები;
- კრიტიკული საინფორმაციო ინფრასტრუქტურის (CII) სიები ეროვნულ დონეზე არ არის განსაზღვრული ან არასრულია.
EU4Digital პროექტის საშუალებით განისაზღვრა საუკეთესო პრაქტიკის და რეკომენდაციების პაკეტი კიბერუსაფრთხოების სფეროში და მომზადდა სახელმძღვანელო რეკომენდაციები ეროვნული ხელისუფლებებისთვის. ეს სახელმძღვანელო რეკომენდაციები იძლევა რჩევებს იმის შესახებ, თუ როგორ გაგრძელდეს მათი კიბერუსაფრთხოების განვითარება, და როგორ ჩამოყალიბდეს კიბერუსაფრთხოების ზომების შემუშავების, განხორციელების, შეფასების და შენარჩუნების ეფექტური პრაქტიკა. ეს ხელს შეუწყობს უფრო ძლიერი და უფრო მდგრადი კიბერ-სივრცის არსებობას პარტნიორ ქვეყნებს შორის და შეამცირებს ქსელის საინფორმაციო სისტემების მოშლის ან გაუმართაობის რისკს.
გარდა ამისა, კიბერუსაფრთხოების დეტალური მიმოხილვა აღმოსავლეთ პარტნიორობის თითოეულ ქვეყანაში - საქმის ვითარება, მთავარი გამოწვევები და ქვეყნის ანგარიშში განსაზღვრული შემდგომი საქმიანობა – მხარს დაუჭერს პროგრამას: EU4Digital: კიბერუსაფრთხოების მუქარისადმი მდგრადობის გაუმჯობესება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში.
34. ცხადია, რომ ე-უნარები უმნიშვნელოვანესია დღევანდელ სამყაროში, მაგრამ რამდენად ჩამორჩება ეს რეგიონი ევროკავშირის ქვეყნებს?
საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ICT) პოტენციალის გამოყენებისთვის უდიდესი ბარიერია ციფრული უნარების არარსებობა. ციფრული უნარები ნებისმიერი ციფრული ტრანსფორმაციის ძირითადი კატალიზატორია - ის აძლევს მოქალაქეებს აქტიურობის საშუალებას ციფრულ საზოგადოებაში და ხელს უწყობს ეკონომიკურ ზრდას ახალი ტექნოლოგიების ათვისების საშუალებით. მოთხოვნა ციფრულ უნარებზე სტაბილურად იზრდება, მაგრამ მიწოდება ხშირად არ არის საკმარისი.
დასაქმების მომავლის 2018 წლის ანგარიშის მიხედვით, კომპანიების უმრავლესობა ყველა ინდუსტრიულ ქვეყანაში განიხილავს სამუშაო ძალის უნარებში არსებულ ხარვეზებს, როგორც ერთ-ერთ უმთავრეს დაბრკოლებას ახალი ტექნოლოგიების წარმატებით ათვისებაში. ამ ანგარიშის მიხედვით, აღმოსავლეთ ევროპის და ცენტრალური აზიის სამუშაო ძალის ნახევარზე მეტს ახალი უნარების ათვისება სჭირდება.
35. ცხადია, გასაკეთებელი ძალიან ბევრია: რას აკეთებს ინიციატივა EU4Digital პარტნიორი ქვეყნების დასახმარებლად ამ ხარვეზის აღმოფხვრაში?
ციფრულ უნარებში არსებული ხარვეზების გამოსასწორებლად პირველი ნაბიჯია შეფასება ცნობიერების ასამაღლებლად, და კოორდინირებული ძალისხმევის მხარდაჭერა ციფრული უნარების და სამუშაო ადგილების ხელშეწყობის მიზნით. ციფრული ეკონომიკის და საზოგადოების ინდექსის (DESI) და ციფრული უნარების ინდექსის (DSI) მიხედვით, 2014 წლის შემდეგ წინსვლა ციფრული ეკონომიკისა და საზოგადოებისკენ ფასდება ევროკავშირის ყველა წევრ ქვეყანაში. მიუხედავად ამისა, 2015 წლის კვლევამ ციფრული ბაზრების ჰარმონიზაცია აღმოსავლეთ პარტნიორობაში, რომელმაც შეაფასა აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონის ციფრული ბაზრების მზადყოფნა ევროკავშირის ერთიან ციფრულ ბაზართან ჰარმონიზაციისა და ინტეგრაციისთვის, დაადგინა, რომ მთელ ამ რეგიონში ციფრულ უნარებში არსებული ხარვეზების სისტემატური შეფასება არ ტარდებოდა.
პროგრამა EU4Digital ხელს შეუწყობს ციფრული უნარების გაზომვას/შეფასებას საერთო მეთოდოლოგიის საშუალებით, რომელიც შესაბამისობაში იქნება ევროკავშირის პრაქტიკასთან აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონისთვის.
ციფრულ უნარებთან, ცნობიერების ამაღლებასთან და საუკეთესო პრაქტიკის ათვისებასა და გაზიარებასთან დაკავშირებული ინიციატივების კოორდინაცია გაუმჯობესდება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში ციფრული უნარების და სამუშაო ადგილების ეროვნული კოალიციების შექმნით და რეგიონის ჩართვით ევროპის ციფრული უნარების დიდ კოალიციაში. ამჟამად ეროვნული კოალიციები დაარსებულია ორ პარტნიორ ქვეყანაში - სომხეთსა (2017) და უკრაინაში (2019).
პროგრამა EU4Digital ხელს უწყობს ეროვნული კოალიციების შექმნას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში.
და ბოლოს, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ციფრული უნარების განვითარება მიკრობიზნესის და მცირე და საშუალო საწარმოების სამუშაო ძალისთვის. მცირე და საშუალო საწარმოები ამ რეგიონის ეკონომიკის საფუძველია, რადგან ისინი შეადგენს ყველა კომპანიის 99%-ს, თუმცა წარმოადგენს კერძო სექტორის დასაქმების მხოლოდ 57%-ს. ამის საპირისპიროდ, ევროკავშირში მცირე და საშუალო საწარმოები დასაქმების მნიშვნელოვანი მამოძრავებელი ძალაა (ახალი სამუშაო ადგილების 85% მცირე და საშუალო საწარმოების მიერ არის შექმნილი). მათი პოტენციალის სრულად გამოყენების მიზნით, სამეწარმეო და სწრაფად მზარდ მცირე და საშუალო საწარმოებს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში დასჭირდებათ მრავალი მოწინავე ციფრული კომპეტენცია, მაგ. დიდი მონაცემების ანალიტიკა და საშუალებები, “cloud” გამოთვლები და ვიზუალიზაცია, მობილური აპლიკაციების დიზაინი და განვითარება, ვებ-პროგრამირება და საშუალებები, საინფორმაციო ტექნოლოგიების არქიტექტურა, და უსაფრთხოების უნარები.
პროგრამა EU4Digital ხელს შეუწყობს მცირე და საშუალო საწარმოების ციფრული უნარების გაუმჯობესებას ზოგადი ციფრული კომპეტენციების ჩარჩოს შექმნით მცირე და საშუალო საწარმოებისა და მიკრობიზნესებისთვის აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონში ევროკავშირის ციფრული კომპეტენციების ჩარჩოების საფუძველზე.
36. უნარების შეფასება ძალიან კარგია, მაგრამ როგორ დაეხმარება ეს ხარვეზების აღმოფხვრას რეალურ ცხოვრებაში?
ინიციატივის EU4Digital მიზანია ზოგადი მეთოდოლოგიის შემუშავება ციფრულ უნარებში არსებული ხარვეზების შეფასებისა და შედარებითი ანალიზისთვის, რაც შესაძლებლობას მისცემს ფაქტებზე დაყრდნობით მიმართოს აქტივობა განსაზღვრულ პრობლემურ სფეროებზე და შეაფასოს ციფრულ უნარებთან დაკავშირებული ღონისძიებების და სტრატეგიული მიზნების გავლენა.
მონაცემებზე წვდომა მთავარ როლს ასრულებს ციფრული უნარების სტრატეგიის შემუშავებაში აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში, და მათ ჰარმონიზაციაში ევროპული დონის სტრატეგიებთან. ე-უნარებთან დაკავშირებული საქმიანობის ნაწილი ფოკუსირებულია ციფრულ უნარებში არსებული ხარვეზების შეფასების მკაფიო და ზუსტი მეთოდოლოგიის შემუშავებაზე აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში, რაც გაითვალისწინებს ყოველი ცალკეული ქვეყნის პირობებს და მოახდენს მეთოდოლოგიის შესაბამის ადაპტაციას.
ჰარმონიზებული მიდგომა ციფრული უნარების შეფასებისადმი ეხმარება უნარებში არსებული ნაკლოვანებების, შეუსაბამობების და ხარვეზების განსაზღვრას, რათა მოიძებნოს გადაწყვეტები და შეფასდეს რეგიონული და ეროვნული ინიციატივების გავლენა. მონაცემთა ჰარმონიზებული შეფასება ასევე იძლევა ციფრული უნარების განვითარების ინდივიდუალური პროგრესის შედარებას საშუალებას როგორც აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის, ისე ევროკავშირის ქვეყნებთან.
ეროვნულ ციფრულ უნარებში არსებული ხარვეზების შეფასების და პროგნოზირების ზოგადი მეთოდოლოგიის შემუშავება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში შესაძლებელს გახდის შემდეგს:
- ეროვნული დონის განვითარების სტრატეგიების მორგება კონკრეტულ, ევროკავშირის პრაქტიკის შესაბამისად შეფასებულ მონაცემებთან, და დაეხმარება კონკრეტული პრობლემური სფეროების და მოთხოვნა-მიწოდებაში არსებული ხარვეზების განსაზღვრას;
- ზოგადი მიდგომა ციფრულ უნარებთან დაკავშირებული მონაცემების შეკრებასთან, რაც იძლევა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს და ევროკავშირს შორის შედარების საშუალებას, და აძლევს ქვეყნებს საშუალებას ეძებონ ციფრულ უნარებთან დაკავშირებული პრობლემების ერთობლივი გადაწყვეტები.
- სისტემატური და რეგულარული შეფასება იქნება შრომის ბაზრის ციფრულ უნარებთან დაკავშირებული მომავალი საჭიროებების პროგნოზირების საფუძველი.
37. კომპეტენციების ზოგადი ჩარჩო – ეს ძალიან აბსტრაქტულად ჟღერს… რას ნიშნავს ეს კონკრეტულად, რას გულისხმობს ინიციატივის EU4Digital დახმარება და რა მნიშვნელობა ექნება მას?
ციფრული კომპეტენციების როლი ყველა დარგსა და სექტორში იზრდება, ხოლო საზღვრები ICT და არა-ICT როლებს შორის თანდათანობით იშლება. პროფესიონალები მცირე და საშუალო საწარმოებსა და მიკრობიზნესში ხშირად ასრულებენ სხვადასხვა სამუშაო ფუნქციებს და/ან სექტორთაშორის (ჰიბრიდულ) სამუშაო ფუნქციებს, მათ შორის ისეთებს, რომლებიც ციფრული კომპეტენციების განსხვავებულ დონეებს მოითხოვს.
კომპეტენციების ჩარჩო ხელს შეუწყობს კარიერული გზის და სასწავლო მეთოდების, სამუშაო როლების, სასწავლო საჭიროებების და შედეგების განსაზღვრას საერთო საცნობარო ჩარჩოს საშუალებით. ის იქნება მკაფიო სახელმძღვანელო ნებისმიერი მცირე და საშუალო საწარმოსთვის რეგიონში (მისი ზომის ან სამოქმედო სფეროს მიუხედავად) იმის შესახებ, თუ როგორ იპოვნოს, მოამზადოს და დაიქირაოს საჭირო ციფრული უნარების მქონე პერსონალი. გარდა ამისა, კომპეტენციების ჩარჩოს მიზანია ციფრული უნარების და კომპეტენციების საერთო ენის ჩამოყალიბება მისი სამიზნე აუდიტორიისთვის, რთული საინფორმაციო ტექნოლოგიური ტერმინოლოგიის განმარტებით “ბიზნესის ენაზე”.
კომპეტენციების ჩარჩო:
- ხელს შეუწყობს მცირე და საშუალო საწარმოების და მიკრობიზნესის თანამშრომელთა ციფრულ უნარებს;
- ხელს შეუწყობს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მცირე და საშუალო საწარმოების და მიკრობიზნესის კონკურენტუნარიანობის, ექსპორტის პოტენციალის და ინოვაციის გაუმჯობესებას;
- წაახალისებს მცირე და საშუალო საწარმოების და მიკრობიზნესის მონაწილეობას ციფრული ბაზრის განვითარებაში.
38. რა არის ეროვნული კოალიციები? რას აერთიანებს ისინი, და რის გასაკეთებლად?
ეროვნული კოალიციები არის პარტნიორობები მრავალი მონაწილე მხარით, რომლებიც თანამშრომლობენ საერთო და მკაფიოდ განსაზღვრული მიზნის მისაღწევად ეროვნულ დონეზე; მათი ჩამოყალიბება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში გააუმჯობესებს ზედამხედველობას და კოორდინაციას ციფრული უნარების განვითარების ღონისძიებებზე რეგიონში, ასევე შეასრულებს მნიშვნელოვან როლს თანამშრომლობის გაუმჯობესებაში ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის.
ეროვნული კოალიციების მონაწილე მხარეები არიან ICT და ICT-ინტენსიური კომპანიები, განათლების და ტრენინგის პროვაიდერები, საჯარო სექტორი, დასაქმების სერვისები, ასოციაციები, არაკომერციული ორგანიზაციები და სოციალური პარტნიორები.
კოალიციებს შეუძლიათ პოპულარიზაცია გაუწიონ ციფრულ უნარებს სხვადასხვა გზით, რომლებიც შეთანხმებულია კოალიციის შექმნის დროს. ზოგიერთმა ქვეყანამ შეიძლება უფრო პროაქტიური მიდგომა აირჩიოს კოალიციების მიმართ, რაც საშუალებას აძლევს კოალიციას აქტიური მონაწილეობა მიიღოს ციფრულ უნარებთან დაკავშირებული მონაცემების შეკრებაში და განახორციელოს ციფრული ტრანსფორმაცია საჯარო სექტორის დისკუსიებში აქტიური მონაწილეობით.
სომხეთმა და უკრაინამ უკვე შექმნეს ციფრული უნარების და დასაქმების ეროვნული კოალიციები, და მიმდინარეობს დისკუსიები მსგავსი კოალიციების შესაქმნელად აღმოსავლეთ პარტნიორობის დანარჩენ ქვეყნებში.
39. რაც შეეხება მომავალს, როგორ წარმოგიდგენიათ ციფრული უნარების განვითარება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში ხუთი წლის შემდეგ? როგორი იქნება ინიციატივის EU4Digital მიერ გაწეული დახმარება?
ციფრული უნარები ნებისმიერი ციფრული ტრანსფორმაციის ძირითადი კატალიზატორია - ის აძლევს მოქალაქეებს აქტიურობის საშუალებას ციფრულ საზოგადოებაში. ამგვარი უნარების საჭიროება გადამწყვეტია ეკონომიკის და ადამიანური კაპიტალის სტაბილური განვითარებისთვის ნებისმიერ ქვეყანაში.
აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნები შემდგომშიც შეძლებენ საკუთარი ეკონომიკური პოტენციალის რეალიზებას და მისცემენ ციფრული უნარების მოთხოვნის და მიწოდების მხარეებს ურთიერთდაკავშირების საშუალებას შრომით ბაზარზე, რაც უმნიშვნელოვანესია შემდგომი ეკონომიკური განვითარებისთვის. გარდა ამისა, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნები შეძლებენ ციფრულ უნარებთან დაკავშირებული უფრო ზუსტი მონაცემების ჩართვას საკუთარ ეროვნულ სტრატეგიებში, რაც მხარს დაუჭერს ფაქტებზე დამყარებულ პოლიტიკის დაგეგმვას.
მომავალი წლების განმავლობაში ინიციატივის EU4Digital საქმიანობის მიზანია შემდეგი ღონისძიებების მხარდაჭერა:
- ციფრული უნარების ეფექტური მმართველობა აღმოსავლეთ პარტნიორობის თითოეულ ქვეყანაში საქმიანობის კოორდინაციის, მონიტორინგის და პრიორიტეტების მინიჭების მიზნით; ამის შედეგად შესაძლებელი იქნება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების და ევროკავშირის შედარება, ასევე აღმოსავლეთ პარტნიორობის ცალკეული ქვეყნების ერთმანეთთან შედარება და მათ ციფრული უნარების ერთობლივი განვითარება.
- ღონისძიებების ფაქტებზე დამყარებული გზით მიმართვა განსაზღვრული პრობლემური სფეროებისკენ, რომლებიც ამოქმედდება მონაცემთა შეკრებით საერთო მეთოდის და ევროკავშირის პრაქტიკის შესაბამისად. მოსალოდნელია, რომ ციფრული უნარების და სამსახურების კოალიცია მონაწილეობას მიიღებს ციფრულ უნარებში განსაზღვრული პრობლემური სფეროების გამოსასწორებელი ღონისძიებების კოორდინაციაში.
- ციფრული უნარების აქტივობების და სტრატეგიული მიზნების გავლენის შეფასება, რაც ხელს შეუწყობს საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებთან (ICT) და შრომის ბაზართან დაკავშირებული სხვადასხვა პრობლემების კონკრეტულ საჭიროებებზე მორგებული პოლიტიკის ფორმირებას.