1. რას ნიშნავს კონკრეტულად ელექტრონული ვაჭრობა? ეს ინტერნეტით რაიმეს ყიდვას გულისხმობს…?
ელექტრონული ვაჭრობა არის უქაღალდო ვაჭრობა სახელმწიფოებს შორის. ეს არის კომპლექსური საკითხი, რომელიც მოიცავს პროდუქციის და სერვისების იმპორტ-ექსპორტის ციკლს ქვეყნებს შორის, და ჭრის პრობლემებს შემდეგ სფეროებში:
- საქონლის ან სერვისების ონლაინ ყიდვა ან გაყიდვა მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან;
- საქონლის ან სერვისების ტრანსფერი საზღვრებზე, მათ შორის დოკუმენტების უქაღალდო გაცვლა ბიზნესებს და მთავრობას შორის, და ამ საქონლის ან სერვისების მიწოდება მყიდველისთვის.
ევროკავშირი წარმოადგენს ერთიან ბაზარს, რომელიც იძლევა საქონლის, სერვისების და შესაბამისი ინფორმაციის თავისუფალი გაცვლის საშუალებას, რასაც ხელს უწყობს სტანდარტიზებული ტექნოლოგია და სტრუქტურები მის წევრ სახელმწიფოებს შორის. აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის კი არ არის სათანადოდ ჰარმონიზებული უქაღალდო ვაჭრობის პროცედურები - როგორც თვით ამ ქვეყნებს შორის, ისე ევროკავშირთან. მაგალითად, ელექტრონული ანგარიშ-ფაქტურები და კონტრაქტები არ არის თანაბრად აღიარებული ამ ქვეყნების მიერ.
EU4Digital ინიციატივის საშუალებით ევროკავშირი მხარს უჭერს ვაჭრობის ჰარმონიზაციას ევროკავშირს და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის, ეს ქვეყნებია აზერბაიჯანი, ბელარუსი, მოლდოვა, საქართველო, სომხეთი და უკრაინა. ის ხელს უწყობს ასევე ვაჭრობის ჰარმონიზაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის.
2. რას აკეთებს ინიციატივა EU4Digital ელექტრონული ვაჭრობის მხარდასაჭერად აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში?
სახელმწიფოთაშორის თანამშრომლობას ხელს უწყობს ინიციატივის EU4Digital რამდენიმე აქტივობა და საპილოტე პროექტი. ძირითადი ყურადღება გამახვილებულია ე-ვაჭრობის შემდეგი სფეროების ჰარმონიზაციაზე:
- სახელმწიფოთაშორისი ე-ვაჭრობა: დოკუმენტების უქაღალდო გაცვლა სხვადასხვა ქვეყნის სავაჭრო პარტნიორებს შორის (მაგ. ბიზნესი და მთავრობა).
- ე-საბაჟო: საბაჟო ინფორმაციის (მაგ. ჩამოსვლის წინა ინფორმაციის გაცვლა, რისკის შეფასება, მონაცემთა შესაბამისობა, საბაჟო კონტროლის შედეგები) სისტემური და ავტომატური გაცვლა ლოგისტიკურ ბიზნესს და საბაჟო უწყებებს შორის.
- ციფრული სატრანსპორტო დერეფანი: მონაცემებთან დაკავშირებული სერვისები ფიზიკური სატრანსპორტო დერეფნების გადაკვეთაზე ინფორმაციის კომპლექსური გაცვლისთვის ტრანსპორტირების ყველა ეტაპზე – საჰაერო, საგზაო, სარკინიგზო და საზღვაო.
- ე-კომერცია: საქონლის გაყიდვა ელექტრონული ტრანსაქციების საშუალებით, ჩატარებული კომპიუტერულ ქსელებზე.
- ქსელური აქტივობა: აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მონაწილე მხარეების მიერ ევროკავშირის პარტნიორებთან კავშირების დამყარება და ინფორმაციის გაზიარება ტენდენციების, საქმიანობის და ე-ვაჭრობაში არსებული მდგომარეობის შესახებ.
3. რა არის სახელმწიფოთაშორისი ე-ვაჭრობის საპილოტე პროექტი? რომელი ქვეყნები არიან ჩართული და რა კეთდება კონკრეტულად? შეიძლება ვივარაუდოთ, რომ მომავალ წლებში ეს სასარგებლო პროექტი ყველა ქვეყანაში განხორციელდება?
საპილოტე საქმიანობის მიზანია ტრანსსასაზღვრო მონაცემთა გაცვლის ტესტირება რამდენიმე სახელმწიფო და კერძო ორგანიზაციას შორის ე-მიწოდების გადაწყვეტის გამოყენებით, ელექტრონული მონაცემთა და დოკუმენტების უსაფრთხო გაცვლის არხით. აღნიშნულის მიზანია გაირკვეს, სრულად ფუნქციონირებადი იქნება თუ არა მონაცემთა ამგვარი გაცვლა შემდეგი პერსპექტივებიდან:
- ტექნიკური. ტესტირება იმის გასარკვევად, თუ რამდენად მიღწევადია ოპერაციული თავსებადობა და არსებობს თუ არა ტექნიკური ბარიერები, რომლებიც ხელს უშლის ამ გადაწყვეტის გამოყენებას ტრანსსასაზღვრო დონეზე.
- საკანონმდებლო. საკანონმდებლო გარემოს პირველადი მიმოხილვა, რათა განისაზღვროს, საჭიროა თუ არა ცვლილებები ეროვნულ კანონმდებლობაში გადაწყვეტის სრულად ამოქმედებისთვის საკანონმდებლო თვალსაზრისით.
- საორგანიზაციო. პასუხისმგებელი უწყებების და საჭირო საორგანიზაციო/ინსტიტუციური ცვლილებების განსაზღვრა გადაწყვეტის სრულად ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად როგორც ეროვნულ, ისე ტრანსსასაზღვრო დონეზე.
საპილოტე პროექტის დამთავრების შემდეგ, პროგრამამ EU4Digital გასცა რეკომენდაციები საჭირო ცვლილებების გასატარებლად ზემოაღნიშნულ სფეროებში, რათა გადაწყვეტილება სრულად განხორციელდეს, და გახდეს სრულად ფუნქციონირებადი და იურიდიულად სავალდებულო.
განხორციელდა ე-მიწოდების ორი საპლოტე პროექტი, ერთი - აღმოსავლეთ პარტნიორობის და ევროკავშირის ქვეყნებს - უკრაინას და პოლონეთს, ხოლო მეორე - აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს - სომხეთს და უკრაინას შორის. გაიგეთ, თუ როგორ ჩატარდა ე-მიწოდების გადაწყვეტის ტესტირება უკრაინაში. ქაღალდის ჯაჭვის გაწყვეტა: ევროკავშირი ხსნის ვაჭრობის ციფრულ გზას უკრაინაში
პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლებმა ასევე მოაწყვეს ვირტუალური ვიზიტები ობიექტებზე საპილოტე მეთოდოლოგიებზე დაკვირვებისთვის; ეს დაეხმარა ინფორმირებული გადაწყვეტილებების მიღებას კონკრეტული მეთოდოლოგიების დასანერგად მათ ქვეყანაში.
4. რა არის ე-საბაჟო და რა სარგებლობა მოაქვს მას?
ე-საბაჟო გულისხმობს საბაჟო ინფორმაციის სისტემატურ და ავტომატურ გაცვლას ეკონომიკური საქმიანობის სუბიექტებს და საბაჟო უწყებებს შორის (მაგ ინფორმაციის გაცვლა ცარიელი სატვირთო ავტომანქანების, რისკის შეფასების, მონაცემთა შესაბამისობის, საბაჟო კონტროლის შედეგების შესახებ).
როდესაც ეკონომიკური საქმიანობის სუბიექტებს საქონელი გადააქვთ საზღვრებზე და ურთიერთობენ საბაჟო ოფიცერთან, მათ უწევთ ლოდინი იმის გამო, რომ არ არსებობს ავტომატიზაცია და დროული კომუნიკაცია საბაჟო ოფისებს შორის. ამის შედეგად საბოლოო მყიდველი დაგვიანებით იღებს საქონელს. აღნიშნულის მიზეზებია:
- საბაჟო ინფორმაციის მიღება არ ხდება დროულად, რის გამოც არაეფექტურია უსაფრთხოების და უშიშროების რისკის მენეჯმენტი საბაჟოსა და ბიზნესისთვის;
- არ არის დანერგილი მონაცემთა ავტომატური შესაბამისობა (მაგ. შესაბამისობა, თუ დეკლარაციის ინფორმაცია გამგზავნ და დანიშნულების ქვეყნებში ერთი და იგივეა);
- არ ხდება ჩასვლის-წინა ინფორმაციის გაცვლა (მაგ. როდესაც ტვირთი მიდის საზღვრის გადაკვეთის პუნქტთან, საზღვრის გადაკვეთამდე გადამზიდველი რისკის შეფასების დასრულებას უნდა დაელოდოს).
ე-საბაჟოს საქმიანობა ამარტივებს ამ პრობლემებს ბიზნესისა და მთავრობებისთვის თანამშრომლობის საჭირო მოდელების შეთავაზებით (მაგ. თანამშრომლობის პროცესები, კომუნიკაციის სისტემები), რაც ინფორმაციის ეფექტიანად გაზიარების და გაცვლის საშუალებას იძლევა. ეს ოპტიმიზაციას უწევს საბაჟო ოფისებთან ურთიერთობას ვაჭრობის ფასების შემცირების და საქონლის და სერვისების მიწოდების დაჩქარების მიზნით.
პროგრამამ EU4Digital გააანალიზა არსებული მეთოდოლოგიები და მათი გამოყენების შესაძლებლობა ამ რეგიონში, და ე-საბაჟოს საპილოტე პროექტისთვის ყველაზე შესაბამის ალტერნატივად ელექტრონულ მონაცემთა სისტემატური გაცვლა (SEED) შეარჩია. SEED, რომელიც დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების საბაჟო ადმინისტრაციებმა ევროკავშირის დაფინანსებით დანერგეს, გულისხმობს შემდეგს:
- დადასტურებული უსაფრთხოება
- მონაცემთა სტანდარტები
- ადვილი ადაპტაცია ეროვნულ სისტემებთან
- მოქნილობა ფუნქციური შესაძლებლობების და მონაცემთა პაკეტების გაცვლის მოთხოვნების კუთხით.
დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებში ელექტრონულ მონაცემთა სისტემატური გაცვლის (SEED) საშუალებით წარმატებით გადაიჭრა შემდეგი პრობლემები:
- საქონლის ფასის შემცირება ზედნადებების ჩანაცვლებით და საბაჟო ფასის შემცირება საბაჟოზე შესვლისას.
- დატვირთული სატვირთო ავტომანქანების გასვლის ყალბი დადასტურება (დღგ-ს ანაზღაურებასთან დაკავშირებული დარღვევები)
- სატრანსპორტო დოკუმენტების გამოყენებასთან/ბოროტად გამოყენებასთან დაკავშირებული დარღვევები (მაგ. ATA carnets)
- სერიოზული საბაჟო დანაშაულების გამოვლინება, მაგ თამბაქოს და ნარკოტიკების კონტრაბანდა.
საპილოტე პროექტის მიზანია ელექტრონულ მონაცემთა გაცვლა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საბაჟო უწყებებს შორის. ეს არის საწყისი პუნქტი თავდაპირველი (შეზღუდული) ფუნქციური შესაძლებლობების და მონაცემთა პაკეტების პილოტირებისას.
ე-საბაჟოს საპილოტე პროექტმა უკვე წარმატებით გაიარა ტესტირება ბელარუსის და ლიეტუვის საბაჟო ადმინისტრაციებს შორის. დამატებითი ინფორმაცია: საპილოტე პროექტის დაწყება საექსპორტო მონაცემთა პაკეტის გაცვლისათვის ბელარუსს და ლიეტუვას შორის.
პილოტირება ხელს უწყობს საბაჟო მონაცემთა გაცვლის პროცესის გაუმჯობესებას საბაჟო ოფისებს შორის, და უჩვენებს პოტენციურ პროგრესს განბაჟების, რისკის შეფასების და საზღვრისპირა საბაჟო ადმინისტრაციების თანამშრომლობის პროცესებში. ამის შედეგად, მომზადდა რეკომენდაციები ამ გადაწყვეტის სრულმასშტაბიანი განხორციელებისთვის, რაც ხელს შეუწყობს გადაწყვეტის დუბლირებას რეგიონის სხვა ქვეყნებში.
5. ციფრული სატრანსპორტო დერეფანი ბალტიის ზღვიდან შავი ზღვისკენ: ეს ამბიციურად ჟღერს, მაგრამ რას ნიშნავს კონკრეტულად და როგორ დაეხმარება ვაჭრობას?
ციფრული სატრანსპორტო დერეფანი (DTC) - ეს არის მონაცემებთან დაკავშირებული სერვისების პაკეტი ქვეყნებს შორის ფიზიკური დერეფნების გასწვრივ, ინფორმაციის კომპლექსური გაცვლისათვის ტრანსპორტირების ყველა ეტაპზე - საჰაერო, საგზაო, სარკინიგზო და საზღვაო ტრანსპორტირების ეტაპებზე. აღნიშნული მოიცავს სერვისებს და აპლიკაციებს მომარაგების ქსელის მონაწილე მხარეებისთვის, მაგ, ხელისუფლებისთვის ინფორმაციის წარდგენა, ცნობადობის/ხილვადობის სერვისები, საბაზრო სერვისები, დაჯავშნის და შეკვეთის სერვისები და ქსელის შემადგენელი სერვისები.
საზღვრებზე საქონლის და სერვისების გადატანისას, ლოგისტიკური კომპანიები ურთიერთობენ ლოგისტიკის სხვადასხვა სისტემებთან აღმოსავლეთ პარტნიორობის და ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყნებში. ეს ქმნის ტექნიკურ ბარიერებს, რომლებიც აბრკოლებს ლოგისტიკური ინფორმაციის დაუყოვნებელ გაცვლას ქვეყნებს შორის. გარდა ამისა, ლოგისტიკური პროცესების საკანონმდებლო ჩარჩოები და განვითარებადი საინფორმაციო სისტემები ამ ქვეყნებში ერთმანეთისგან განსხვავებულია, რაც კიდევ უფრო ახანგრძლივებს და ართულებს ლოგისტიკურ პროცესებს. ამის შედეგია ლოგისტიკის ფასების ზრდა და საქონლის და სერვისების დაგვიანებით მიწოდება.
ციფრული სატრანსპორტო დერეფანი ბალტიის და შავ ზღვებს შორის უნდა დაეხმაროს ლოგისტიკური პროცესების და ელექტრონული სატრანსპორტო მონაცემების ნაკადის ორგანიზებას; ამას მოჰყვება ინფორმაციის დაუყოვნებელი გაცვლა ლოგისტიკური ჯაჭვის მონაწილეებს შორის (მოვაჭრეები, სატრანსპორტო კომპანიები, საბაჟო, სხვა სამთავრობო უწყებები და მომხმარებლები) საქონლის და სერვისის ნაკადის ოპტიმიზაციით, და დროის და თანხების დაზოგვით.
ლოგისტიკური ინფორმაციის გაცვლის გამარტივების და ჰარმონიზაციის მიზნით, ევროკავშირმა დაამტკიცა რეგულაცია ელექტრონული ტვირთის ტრანსპორტირების ინფორმაციის (eFTI) შესახებ და ახლა მუშაობს დამხმარე აქტების/სპეციფიკაციების შემუშავებაზე. ეს რეგულაცია უნდა დაიცვან ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა, რომლებიც გადადიან პლატფორმების დეცენტრალიზებულ გაერთიანებულ ქსელზე, რაც საშუალებას მისცემს სახელმწიფო ხელისუფლებებს აღიარონ ელექტრონული მონაცემების კანონიერება.
პროგრამამ EU4Digital შეიმუშავა მოსამზადებელი ღონისძიებები ევროკავშირში მიმდინარე პროცესების დასანერგად აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში. ეს გულისხმობს ტექნოლოგიური მიდგომების ტესტირებას ინფორმაციის გაცვლის, სარეგულაციო გარემოს და ორგანიზაციული სტრუქტურის საკითხებში აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მათ შორის. ამ კონტექსტში, ექსპერტებმა შეიმუშავეს სამწლიანი პროგრამა და განსაზღვრეს მოსამზადებელი ღონისძიებები ციფრული სატრანსპორტო დერეფნის შესაქმნელად ბალტიის და შავ ზღვებს შორის. განხორციელებული პროგრამის მიზანია დანერგოს ლოგისტიკური ინფორმაციის დაუბრკოლებელი კომპლექსური გაცვლა სატრანსპორტო დერეფნის გასწვრივ ბალტიის და შავ ზღვებს, ან რეგიონის სხვა ტერიტორიებს შორის.
6. ე-კომერციის ხელის შემშლელი რა ბარიერები არსებობს და რას აკეთებს ინიციატივა EU4Digital მის დასახმარებლად?
ელექტრონული კომერცია, ანუ ე-კომერცია, გულისხმობს საქონლის გაყიდვას ელექტრონული ტრანზაქციების საშუალებით, რომლებიც კომპიუტერულ ქსელებზე ხორციელდება. ევროკავშირი არის ერთიანი ბაზარი, რომელიც იძლევა საქონლის და სერვისების თავისუფალი გაცვლის საშუალებას მის წევრ სახელმწიფოებს შორის; მაგრამ საქონლის და სერვისების მარტივად გაცვლა ევროკავშირსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის შეუძლებელია განსხვავებების არსებობის გამო ე-კომერციის კანონმდებლობაში, სტანდარტებსა და ეკოსისტემაში.
მაგალითად, ევროკავშირის კომპანიები, რომლებიც ვაჭრობენ მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში, დარწმუნებულები უნდა იყვნენ იმაში, რომ საქონელი ემორჩილება უსაფრთხოების ზოგად მოთხოვნებს. მაგრამ ისინი აწყდებიან დაბრკოლებებს იმის გამო, რომ ევროკავშირსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში სტანდარტები და კანონმდებლობა არ არის ჰარმონიზებული.
გარდა ამისა, 2021 წელს ევროკავშირმა დანერგა ე-კომერციის დღგ-ს ახალი პაკეტი. ეს ვრცელი რეფორმა გავლენას ახდენს ე-კომერციის პროცესებზე მთელ ევროპაში და მის ფარგლებს გარეთ, ხოლო ბიზნესი და მთავრობები არ არიან საკმარისად ინფორმირებული მისი გავლენის შესახებ. ამ ახალ რეალობაში, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს სჭირდებათ მხარდაჭერა გარდაქმნის და ელექტრონული კომერციასთან ადაპტაციის მიზნით.
პროგრამის EU4Digital’s ე-კომერციული საქმიანობა იძლევა რეკომენდაციებს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის ევროკავშირთან დაუბრკოლებელი ელექტრონული ვაჭრობისთვის, ფოკუსირებით ჰარმონიზაციაზე სამ სფეროში, კერძოდ:
- კანონმდებლობა
- სტანდარტები
- ე-კომერციის ეკოსისტემა
ამ რეკომენდაციების მიზანია:
- სახელმწიფოთაშორისი ე-კომერციის ბარიერების აღმოფხვრა;
- სახელმწიფოთაშორისი ე-კომერციის მოცულობის გაზრდა;
- ცნობიერების ამაღლება და პარტნიორი ქვეყნების მომზადება ევროკავშირის 2021 წლის ცვლილებებისთვის ე-კომერციის სფეროში.
მაქსიმალური სარგებლობის მოსატანად ევროკავშირის და აღმოსავლეთ პარტნაიორობის ქვეყნებისთვის, ჩატარდა ანალიზი კონკრეტული გამოწვევების იდენტიფიკაციისთვის, და საპილოტე გადაწყვეტის შემუშავების და დაწყებისთვის ამ პრობლემების გადასაჭრელად. ამის შედეგად პროგრამამ EU4Digital დაიწყო ე-კომერციის საპილოტე პროექტი, რომელიც ქმნის ეროვნულ ვირტუალურ საწყობებს სამ საპილოტე ქვეყანაში - აზერბაიჯანში, საქართველოში და სომხეთში. საპილოტე პროექტი ეხმარება საცალო მოვაჭრეებს, ბაზრებს, მიწოდების ოპერატორებს და საბაჟოს პროდუქტების განთავსებაში საზღვარგარეთ გაყიდვის და სახელმწიფოთაშორისი მიწოდების გამარტივების მიზნით.
ვირტუალური საწყობი ე-კომერციული გაყიდვებისთვის არეგისტრირებს მონაცემებს პროდუქტების შესახებ იმ ფორმატში, რომელიც შეესაბამება ევროკავშირის და საერთაშორისო მოთხოვნებს. საწყობში რეგისტრაციისთანავე შესაძლებელია პროდუქციის განთავსება საერთაშორისო ონლაინ კომერციის ნებისმიერი რაოდენობის ვებსაიტზე, როგორიცაა eBay ან Etsy; ხოლო სტანდარტიზებული მონაცემები საშუალებას აძლევს საფოსტო სერვისებს დაიწყონ მიწოდება, და უზრუნველყოფს დაუბრკოლებელ საბაჟო პროცედურებს სახელმწიფოებს შორის.
დამატებითი ინფორმაცია ე-კომერციის საპილოტე პროექტის შესახებ:
სომხური წინდების გაყიდვა გერმანიაში: პროგრამა EU4Digital ერთმანეთთან აახლოვებს ეროკავშირის ბაზრებს ე-კომერციის მხარდაჭერის საშუალებით
ერთი კლიკი ევროპულ ბაზრამდე — როგორ ეხმარება ევროკავშირი საქართველოს ელექტრონული კომერციის განვითარებაში
კლიკი ვაჭრობისთვის: პროგრამა EU4Digital ეხმარება აზერბაიჯანს მოემზადოს ე-კომერციისთვის
7. რას ნიშნავს ქსელური საქმიანობა? როგორ უწყობს ეს ხელს ე-ვაჭრობას?
ქსელური აქტივობა გულისხმობს კავშირების დამყარებას და ინფორმაციის გაზიარებას ე-ვაჭრობაში არსებული ტენდენციების და საქმიანობის შესახებ. პროგრამას EU4Digital აქვს ბევრი აქტივობა და საპილოტე პროექტი ე-ვაჭრობის სფეროში, რომლებიც მოითხოვს თანამშრომლობას ქვეყნებს შორის. ამიტომ ინფორმაციის გაზიარება გადამწყვეტია ცნობიერების ასამაღლებლად ე-ვაჭრობის საკითხებზე, რეფორმების განხორციელების სტიმულირებისთვის და საქმიანობის შესაბამისობაში მოსაყვანად საერთაშორისო მონაწილე მხარეებს შორის.
საერთაშორისო ქსელური საქმიანობა მოიცავს სასწავლო ვიზიტებს საპილოტე გადაწყვეტებზე დაკვირვების, მათი შესწავლის და განხილვის, ასევე არსებული გადაწყვეტების და საუკეთესო პრაქტიკის შესწავლის მიზნით აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ფარგლებს გარეთ, და ღონისძიებებს კონტაქტების გაცვლის და ინფორმაციის გაზიარების მიზნით ე-ვაჭრობაში არსებული ტენდენციების შესახებ. ამ ღონისძიებების სამიზნე აუდიტორიაა პოლიტიკის დასახვაში მონაწილეები, ინვესტორები, ციფრული სერვისების და ზოგადად, სერვისის პროვაიდერები, კვლევის და განვითარების ცენტრები, აკადემიური წრეები, ბანკები, სადაზღვევო კომპანიები, საჯარო ადმინისტრაცია, სააგენტოები და ე-ვაჭრობის სხვა მონაწილე მხარეები. ქსელური საქმიანობის მიერ ახლახან მხარდაჭერილი აქტივობები მოიცავს ციფრული ტრანსპორტის დღეებს, ვიზიტებს ელექტრონულ მონაცემთა სისტემატური გაცვლის (SEED) ობიექტებზე, ვიზიტს ვირტუალური ე-მოწოდების ობიექტზე ევროპაში და სხვა.
8. როგორია ე-ვაჭრობის მომავალი რეგიონში? როგორი იქნება EU4Digital ინიციატივის მიერ გაწეული დახმარება?
ინიციატივის EU4Digital მიზანია ე-ვაჭრობის ჰარმონიზაციის მხარდაჭერა იმისათვის, რომ ის გახდეს უქაღალდო, ავტომატური და უნიფიცირებული ბიზნესს და სხვადასხვა ქვეყნის ხელისუფლებებს შორის (სავაჭრო პროცესების, კომუნიკაციის, კანონმდებლობის და სტანდარტების თვალსაზრისით). ამ სცენარის უფრო სწრაფი განხორციელებისთვის, EU4Digital ხელს უწყობს ანალიზს და პრობლემების განსაზღვრას, ერთმანეთთან აკავშირებს ხელშეკრულების მხარეებს, ახდენს გადაწყვეტების ტესტირებას და იძლევა რეკომენდაციებს.
ჩვენ შეგვიძლია ვაჭრობის მომავალი შემდეგი ყველაზე ოპტიმისტური სცენარით წარმოვიდგინოთ:
კომპანია სტოკჰოლმში (შვედეთი) ახლახან შეთანხმდა ვაჭრობაზე კომპანიასთან ოდესაში (უკრაინა). ამ ორი კომპანიის წარმომადგენლები ერთმანეთს დაუკავშირდნენ ინიციატივის EU4Digital მიერ ორგანიზებულ ე-ვაჭრობის ღონისძიებაზე. საქონლის შერჩევა მოხდა ე-კომერციის ონლაინ ბაზრობის საშუალებით, ხოლო დოკუმენტების გაცვლა და ხელმოწერა - კომპიუტერული ქსელებით. კონტრაქტების ხელმოწერა და ანგარიშ-ფაქტურების ანაზღაურება მოხდა ქაღალდის მონაწილეობის გარეშე. ეს იყო ამ დოკუმენტების მართვის სწრაფი და მარტივი გზა, რადგან კანონმდებლობა და ტექნიკური სტანდარტები შესაბამისობაში იყო მოყვანილი. ეს ნიშნავდა, რომ არ იყო დამატებითი დოკუმენტები, რომლებზეც კომპანიებს არ ჰქონდათ წარმოდგენა ან არ იყო გამოყენებული პრობლემების გადასაჭრელად.
კომპანიები შეთანხმდნენ დაეტვირთათ ნაყიდი საქონელი შვედეთში (გამგზავრების ქვეყანა), და გადაეზიდათ მთელი საზღვაო გზის განმავლობაში ბალტიის ზღვით, სადაც საქონელი დაიტვირთებოდა საბარგო მანქანაზე კლაიპედას პორტში, ლიეტუვაში (სატრანზიტო ქვეყანა). შემდეგ საბარგო მანქანა ჩაიტანდა ნაყიდ საქონელს ოდესაში, უკრაინა (დანიშნულების ქვეყანა).
საქონლით დატვირთვის დროს შვედეთში კომპანიამ საბაჟო დოკუმენტები ელექტრონულად წარადგინა. ეს გაკეთდა მანამ, სანამ საქონელი საზღვარს მიაღწევდა. საბაჟო ხელისუფლებას ჰქონდა დოკუმენტების წინასწარ განხილვის და რისკის შეფასების ჩატარების საშულება. შვედეთის, სატრანზიტო და დანიშნულების ქვეყნების საბაჟო უწყებებისთვის ადვილი იყო თანამშრომლობა, რადგან პროცესები (მაგ. მოთხოვნილი დოკუმენტები, ფორმატები) და საკომუნიკაციო სისტემები შესაბამისობაში იყო მოყვანილი. ამის გამო საბაჟო ოპერაციები არის სწრაფი და უსაფრთხო. სატრანსპორტო ოპერაციების ჩატარებისას საბაჟოს არ გამოეპარება არავითარი უკანონო ოპერაცია.
საქონლის გადაზიდვა დაიწყო შვედეთში საზღვაო ტრანსპორტის გამოყენებით. მაგრამ ადვილად და სწრაფად მოხდა მისი ავტომანქანაზე გადატვირთვა ლიეტუვის პორტში ჩასვლისას. ამის მიზეზია ციფრული სატრანსპორტო დერეფანი ბალტიის ზღვიდან შავ ზღვამდე. ვაჭრობის მხარეებისთვის ეს ნიშნავდა, რომ დოკუმენტები გაცვლილი იყო დაუყოვნებლივ, ამიტომ შემოწმების და შესაბამისობაში მოყვანის პროცესები სწრაფად განხორციელდა.
როდესაც საბარგო მანქანა საზღვართან მივიდა, გადაზიდვის პროცესი შეფერხების გარეშე გაგრძელდა. რადგან საბაჟო შეთანხმებები გადაზიდვის დაწყებისას გაფორმდა, ხელისუფლებამ შეამოწმა მხოლოდ ის, რომ საქონელი დალუქული იყო. საბარგო მანქანამ მოძრაობა განაგრძო.
საბოლოოდ, საბარგო მანქანა ჩავიდა ოდესაში, უკრაინა. საქონელს მოხსნეს ლუქები და ის შეამოწმეს. სათანადოდ მიწოდება დადასტურებული იყო ელექტრონულად, ამიტომ შვედურ კომპანიას ადგილად შეეძლო მიწოდებაზე თვალის დევნება.
ეს ორი კომპანია ბიზნესს მომავალშიც გააგრძელებს.