1. რას ნიშნავს კონკრეტულად “ნდობა და უსაფრთხოება” ციფრულ სფეროში? ეს მხოლოდ კიბერუსაფრთხოებას გულისხმობს?
ნდობა წარმოადგენს ინოვაციის და თანამშრომლობის ძირითად საფუძველს. შესაძლებელია ამ კონცეფციის გადატანა ციფრულ სამყაროში და მისი საშუალებით სხვების მიმართ ნდობის ჩამოყალიბება. ამ კონტექსტში კიბერუსაფრთხოება ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ დამხმარე მექანიზმების და ტექნოლოგიების ფლობა ამ ნდობის ჩამოსაყალიბებლად ისეთივე
მნიშვნელოვანია, როგორც ამ მექანიზმების უსაფრთხოდ გამოყენების უნარი.
ციფრული უსაფრთხოების და ელექტრონული იდენტიფიკაციის სერვისები ეხმარება თანამედროვე საზოგადოებებს და საწარმოებს სოციალური და ბიზნეს-ურთიერთობების დაჩქარებაში და ქვეყნებს შორის ნდობის ჩამოყალიბებაში; ამავე დროს, მათი დახმარებით ინდივიდები და კომპანიები ზრდიან ეფექტიანობას შედარებით დაბალი საოპერაციო ხარჯებით და მუშაობენ სრულად ელექტრონულ და უქაღალდო გარემოში.
ელექტრონული ხელმოწერის და ელექტრონული იდენტიფიკაციის სერვისები არის ორი იმ ძირითადი გადაწყვეტებიდან, რომლებიც აჩქარებს ციფრულ ურთიერთობას მონაწილე მხარეებს შორის; აღნიშნულის მაგალითებია ვინაობის დადასტურება საჯარო სერვისებზე წვდომის, ან იურიდიულ
კონტრაქტებზე ხელმოწერის დროს.
პროგრამის EU4Digital ფარგლებში ციფრული ნდობა და კიბერუსაფრთხოება მნიშვნელოვანი განმსაზღვრელი ფაქტორებია, რომლებიც ზრდის ციფრული ეკონომიკის და საზოგადოების ყველა სხვა ასპექტის ეფექტიანობას უსაფრთხო გზით.
2. რამდენად განვითარებულია ნდობა და უსაფრთხოება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში? ჩამორჩება თუ არა ამ სფეროში რეგიონი უფრო მოწინავე ციფრულ ქვეყნებს, და რა არის ამის შედეგი?
აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს მყარი ტექნოლოგიური საფუძველი აქვთ ციფრული ნდობის სერვისების ასამოქმედებლად, მაგრამ ნდობის სერვისების ორმხრივი აღიარებისთვის გასაკეთებელი კიდევ უფრო მეტია. ნდობის სამსახურების სახელმწიფოთაშორისი ორმხრივი აღიარება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს და ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს შორის მოითხოვს განსაკუთრებულ ძალისხმევას, რათა უზრუნველყოფილი იყოს სარეგულაციო, აუდიტის და ტექნიკური ღონისძიებების შესაბამისობა ელექტრონული იდენტიფიკაციის, ავთენტიფიკაციის და ნდობის სამსახურების (eIDAS) მოთხოვნებთან, მონაცემთა კონფიდენციალურობის და დაცვის პრაქტიკის შესაბამისობა მონაცემთა დაცვის ზოგად რეგულაციებთან (GDPR) და ნდობის წარმომადგენლობა ორმხრივი აღიარებისთვის.
პროექტის EU4Digital მთავარი ამოცანები ნდობის და უსაფრთხოების სფეროში
არის ნდობის სერვისების სახელმწიფოთაშორისი ორმხრივი აღიარების
პოტენციური ხარვეზების განსაზღვრა და პრაქტიკული სამოქმედო გეგმის და დახმარების შეთავაზება ამ პრობლემების გადასაჭრელად. პროგრამამ EU4Digital ჩაატარა ნდობის და ელექტრონული იდენტიფიკაციის სერვისების იურიდიული და ტექნიკური მზადყოფნის შეფასება აღმოსავლეთ პარტნიორობის თითოეულ ქვეყანაში. ე-ხელმოწერის საპილოტე პროექტების შეფასებების და ამ პროექტებიდან მიღებული გამოცდილების საფუძველზე, პროგრამამ EU4Digital შეიმუშავა ქვეყნების კონკრეტული სამოქმედო გეგმები სახელმწიფოთაშორისი ორმხრივი აღიარებისთვის, ელექტრონული იდენტიფიკაციის, ავთენტიფიკაციის და ნდობის სამსახურების (eIDAS) მიერ განსაზღვრული პრაქტიკის და ორმხრივი აღიარების შეთანხმების (MRA) დეტალური რეკომენდაციების მიხედვით. გაცემული რეკომენდაციების საფუძველზე დასახული მიზანია ქვეყნების გადასვლა სახელმწიფოთაშორისი ორმხრივი აღიარების მომდევნო ეტაპზე, ან მისთვის მზადყოფნა.
3. რომელ ქვეყნებს შორის განახორციელა პროგრამამ EU4Digital ე-ხელმოწერების საპილოტე პროექტები? რა არის ამ საპილოტე პროექტების შედეგი?
პროგრამამ EU4Digital განახორციელა ტექნიკურად გამართული
სახელმწიფოთაშორისი ე-ხელმოწერის საპილოტე პროექტები უკრაინას, მოლდოვას და ესტონეთს შორის. ამისათვის საპილოტე პროექტში მონაწილე ქვეყნები პირველ რიგში უნდა შეთანხმებულიყვნენ ზოგად პრინციპებსა და ფორმატებზე, რაც მოიცავს დროის შტამპის დამატებას დოკუმენტებზე, დადასტურების მექანიზმებს და სერთიფიკატის სტატუსის შემოწმების კომპონენტებს. ერთი შეხედვით, ზოგადი პრინციპები მარტივი იყო, მაგრამ ტექნიკურად გამართული და ოპერაციულად თავსებადი ე ხელმოწერის მეთოდების პრაქტიკულმა განხორციელებამ ყველა ქვეყანაში, მოითხოვა კომპლექსური კოორდინირებული მოქმედებები მრავალი მონაწილის ჩართულობით.
გარდა ამისა, ე-ხელმოწერის საპილოტე პროექტი დაეხმარა არსებული ხარვეზების და ბარიერების განსაზღვრას სარეგულაციო და ტექნიკურ სფეროებში, და მოგვცა საპილოტე ქვეყნებისთვის პრაქტიკული რეკომენდაციების შემუშავება საშუალება. ამ თვალსაზრისით, ე-ხელმოწერის საპილოტე პროექტებმა საფუძველი ჩაუყარა ელექტრონული იდენტიფიკაციის და ნდობის სერვისების გარემოს შემდგომ ჰარმონიზაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის და ევროკავშირის ქვეყნებში. გარდა ამისა, საერთო პრაქტიკა და რეკომენდაციები გავრცელდა აღმოსავლეთ პარტნიორობის ყველა ქვეყანაში, და აღიარებული იქნა მათ მიერ.
4. როგორია კიბერუსაფრთხოების მთავარი გამოწვევები ამ რეგიონში? როგორ ეხმარება პროგრამა EU4Digital სტაბილურობის დამყარებას პარტნიორ ქვეყნებში?
აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში დანერგილი სახელმწიფო რეგულაციების, პოლიტიკის და უსაფრთხოების ღონისძიებების ანალიზის საფუძველზე განისაზღვრა კიბერუსაფრთხოების მთავარი გამოწვევები ამ რეგიონში, კერძოდ:
- კვალიფიცირებული პერსონალის და რესურსების დეფიციტი კიბერუსაფრთხოების სფეროში;
- სპეციალური და სისტემატური დაფინანსების დეფიციტი;
- ეროვნული კიბერ-სტრატეგიები არ არსებობს, ან მოძველებულია და არ შეესაბამება ევროკავშირის ქსელის და საინფორმაციო სისტემების უსაფრთხოების დირექტივას (NIS Directive);
- მოძველებული ეროვნული კანონმდებლობა არ შეესაბამება
ევროკავშირის არსებულ კანონმდებლობას და კიბერუსაფრთხოების სტანდარტებს;
- არ ტარდება კიბერ-რისკების რეგულარული შეფასება ეროვნულ დონეზე;
- არ არის შემუშავებული საგანგებო ვითარების ეროვნული გეგმები;
- კრიტიკული საინფორმაციო ინფრასტრუქტურის (CII) სიები ეროვნულ დონეზე არ არის შედგენილი ან არასრულია.
პროექტის EU4Digital ფარგლებში, კიბერუსაფრთხოების სფეროში ეროვნული ხელისუფლებებისთვის განისაზღვრა და მომზადდა სათანადო პრაქტიკის და რეკომენდაციების ნაკრები კიბერუსაფრთხოების სახელმძღვანელო რეკომენდაციების ფორმით. ეს არის სახელმძღვანელო რეკომენდაციები კიბერუსაფრთხოების შემდგომი განვითარების და მისი ღონისძიებების შემუშავების, განხორციელების, შეფასების და რეგულარული გამოყენების ეფექტური პრაქტიკის საკითხებზე. აღნიშნული ხელს შეუწყობს კიბერსივრცის სიძლიერის და სტაბილურობის გაუმჯობესებას პარტნიორობის ქვეყნებს შორის და შეამცირებს ქსელის საინფორმაციო სისტემების მოშლის ან გაუმართაობის რისკს.
გარდა ამისა, კიბერუსაფრთხოების დეტალური მიმოხილვა აღმოსავლეთ პარტნიორობის თითოეულ ქვეყანაში - იგულისხმება მათი მიმდინარე მდგომარეობა, მთავარი გამოწვევები და შემდგომი საქმიანობა, აღწერილი ცალკეული ქვეყნის ანგარიშებში - იქნება ამოსავალი ინფორმაცია პროგრამისთვის EU4Digital: კიბერუსაფრთხოების მუქარისადმი მდგრადობის გაუმჯობესება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში.
5. რატომ არის მნიშვნელობანი სახელმწიფოთაშორისი ე-სერვისების ოპერაციული თავსებადობა და რას აკეთებს პროგრამა EU4Digital სახელმწიფოთაშორისი ოპერაციული თავსებადობის მხარდასაჭერად აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში?
თანდათანობით ბევრი საჯარო სერვისი ხდება უფრო ხელმისაწვდომი ონლაინ, მაგრამ ისინი იშვიათად გამოიყენება დაუბრკოლებელი სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობებისთვის. ქვეყნებს შორის
ოპერაციულად თავსებადი ე-სერვისების გამოყენებისას, მთავრობებს, ბიზნესს და მოქალაქეებს შეუძლიათ სრული წვდომა ჰქონდეთ ე-სერვისებზე, გაეცნონ შესაბამის ძირითად წესებს და მოთხოვნებს, დაადასტურონ საკუთარი ვინაობა, განახორციელონ ტრანსსასაზღვრო გადახდები, ელექტრონულად მოაწერონ ხელი ან ბეჭედი დაუსვან დოკუმენტებს და წარადგინონ ელექტრონული მტკიცებულებები ზემდგომი ორგანოებიდან. ევროკავშირის დონეზე ერთი ციფრული „კარიბჭის“ არსებობა ხელს შეუწყობს
ინფორმაციის, ადმინისტრაციული პროცედურების და დამხმარე სერვისების ონლაინ ხელმისაწვდომობას.
აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში სახელმწიფოთაშორისი ე-სერვისების დანერგვის მზადყოფნის გასაუმჯობესებლად პროგრამამ EU4Digital შექმნა მზადყოფნის შეფასების ჩარჩო, რომელიც მოიცავს შემდეგს:
- საორგანიზაციო და ტექნიკური ბარიერების განსაზღვრა და დაძლევა;
- ოპერაციული თავსებადობის ფუნდამენტური პრინციპები;
- ე-სერვისების ხელმისაწვდომობა უცხოელებისთვის;
- ციფრული განვითარების ხელშემწყობი ფაქტორების ხელმისაწვდომობა.
შეფასებების საფუძველზე პროგრამა EU4Digital შეიმუშავებს
სახელმწიფოთაშორისი ე-სერვისების ოპერაციული თავსებადობის ჩარჩოს, რომელიც შეასრულებს სახელმძღვანელო პრინციპების და პრაქტიკული რეკომენდაციების ფუნქციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის. აღნიშნული ხელს შეუწყობს ჰარმონიზებულ მიდგომას სახელმწიფოთაშორისი ოპერაციულად თავსებადი ე-სერვისების განვითარების მიმართ ეროვნულ დონეზე, რასაც დააჩქარებს ციფრული განვითარების ხელშემწყობი ფაქტორების გამოყენება.
6. როგორ ხელმძღვანელობს პროგრამა EU4Digital ე-მმართველობის განვითარებას, რომელიც ადმინისტრაციული რეფორმების მამოძრავებელი ძალაა?
ტრადიციულად, ე-მმართველობის განვითარებისას, ქვეყნები საკუთარ ძალისხმევას და რესურსებს ძირითადად მიმართავენ სამთავრობო და საჯარო სექტორების ოპერაციების გარე ინტერფეისზე – ე. ი. გადაწყვეტებზე, რომლებიც ყველაზე უფრო ხილვადია ფართო საზოგადოებისთვის და სწრაფ შედეგებს იძლევა, მაგ. სერვისები ან პორტალები. ასეთი ფრაგმენტული მიდგომა ნაკლებად არის ფოკუსირებული ციფრული მთავრობის საფუძვლებზე, როგორიცაა. მონაცემთა ციფრული ტრანსფორმაცია, ოპერაციული თავსებადობა, ელექტრონული იდენტიფიკაცია, ხელმისაწვდომობა, კანონმდებლობა, მმართველობა და სტანდარტების ჰარმონიზაცია ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე. ამ ფრაგმენტული მიდგომის საბოლოო შედეგია კომპლექსური და ძვირად ღირებული „გარე ინტერფეისის“ (მაგ. სერვისები და პორტალები) ტექნიკური მომსახურება და მართვა, ხოლო საინვესტიციო პროცესები რთულდება და აქვს ნაკლები უკუგება. ამის შედეგად, ციფრული განვითარების პრიორიტეტების არასათანადო გაცნობიერება სამთავრობო გადაწყვეტილების მიღების დონეზე, ქმნის „მკვდარ ველს“ სტრატეგიულ პრიორიტეტებს და მათ რეალურ განხორციელებას შორის.
ე-მმართველობის ჩარჩო საჯარო ადმინისტრაციის სტრატეგიულ, გრძელვადიან და სისტემატურ ინიციატივებს ციფრული მთავრობის საქმიანობის მიზეზ-შედეგობრივი განვითარების გზას შესთავაზებს - ე.ი. განსაზღვრავს, თუ რა უნდა გაკეთდეს პირველ რიგში იმისათვის, რომ ამის შედეგად განვითარდეს ე-მმართველობის დანარჩენი ასპექტები - მაგ. პორტალები და სერვისები. ამგვარი ჩარჩოს ეფექტური გამოყენებით მთავრობები შეძლებენ დროულად და სისტემურად განავითარონ ციფრული მთავრობის საფუძვლები; მოქალაქეებისთვის ეს იქნება საჯარო სექტორის ეფექტიანობა, ციფრული სერვისები, მონაცემებზე დამყარებული გადაწყვეტილებები და ჩართულობა ე-საზოგადოებაში.
ე-მმართველობის ჩარჩო შექმნის საფუძველს მთავრობის ციფრული ტექნოლოგიური მზადყოფნის მიმდინარე მდგომარეობის შესაფასებლად და იმ პრობლემური სფეროების განსაზღვრისთვის, რომლებიც არ არის განვითარებული, ან გაუმჯობესებას მოითხოვს. გარდა ამისა, მისი დახმარებით საჯარო ადმინისტრაციები განსაზღვრავენ, თუ რა გავლენას ახდენს ე-მმართველობის საფუძვლები ციფრული ტრანსფორმაციის პრიორიტეტებზე, და მოახდენენ ამ საფუძვლების განვითარების ინტეგრაციას ციფრული ტრანსფორმაციის გეგმაში.