
Home / Stay Informed /
რას ნიშნავს პროგრამის EU4Digital ელ-კომერციის აქსელერატორი?
Date: 24/04/20
პროგრამის EU4Digital ელ-ვაჭრობის თემატური სფეროს ელ-კომერციის აქსელერატორი იძლევა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისათვის სპეციფიკურ განახლებულ რეკომენდაციებს და სამოქმედო გეგმებს ევროკავშირთან ელ-კომერციის ჰარმონიზაციისთვის პრიორიტეტულ სფეროებში. გარდა ამისა, ის აწარმოებს იმ გადაწყვეტების პილოტირებას, რომელთა საშუალებით შესაძლებელია ევროკავშირთან სახელმწიფოთაშორისი ელ-კომერციის ნაკადების გაზრდა, და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის უზრუნველყოფს ინდივიდუალურ რეკომენდაციებს, ტრენინგებს და კონსულტაციებს სახელმწიფოს და კომპანიების დონეზე.
ეს საქმიანობა მოიცავს საპილოტე national pavilion account-ს, რათა ხელი შეუწყოს სახელმწიფოთაშორის ელ-კომერციას მცირე და საშუალო საწარმოებისთვის. სამთავრობო ეროვნული ანგარიშების შექმნით ევროკავშირის ელ-კომერციის ციფრული კომერციის შერჩეული პორტალების შესახებ, მცირე და საშუალო საწარმოებს სომხეთიდან და უკრაინიდან შეუძლიათ ამ ანგარიშების გამოყენება შემდგომი რეგისტრაციის, დოკუმენტაციის ან ციფრული კომერციის პორტალების მხრიდან სხვა მოთხოვნების გარეშე. ამის შედეგად ისინი უჩვენებენ და გაყიდიან საკუთარ პროდუქციას ევროკავშირში, ექნებათ მომხმარებელთა გლობალურ ბაზაზე წვდომის და მისი გამოყენების საშუალება, და საკუთარი ბიზნესის გაზრდის და ქვეყნის საზღვრებს გარეთ გატანის შესაძლებლობა. ეს ინიციატივა შესაძლებლობას აძლევს მონაწილე ქვეყნების მცირე და საშუალო საწარმოებს გამოსცადონ საკუთარი პროდუქცია ევროკავშირის ბაზარზე, გაზარდონ საერთაშორისო გაყიდვები, და შექმნან პოტენციური საფუძველი პროექტის შემდგომი განვითარებისთვის საკუთარ ქვეყნებში.
გარდა ამისა, შერჩეულ მცირე და საშუალო საწარმოებს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან ექსპერტთა გუნდი ჩაუტარებს ელ-კომერციის აქსელერატორის საკონსულტაციო ცენტრის ჯგუფურ ტრენინგებს და ინდივიდუალურ საკონსულტაციო სესიებს. ამის შემდეგ ისინი შეძლებენ ევროპის ციფრული კომერციის შერჩეულ პორტალებზე დამოუკიდებლად დაიწყონ გაყიდვები, pavilion account-ის საჭიროების გარეშე. ელ-კომერციაში ჩართული მცირე და საშუალო საწარმოების მოცვის გასაზრდელად, პროგრამა EU4Digital ასევე იკვლევს გზებს ტრენინგების ჩასატარებლად ევროკავშირის მთავარ ციფრული კომერციის პორტალებზე ელ-სწავლის საშუალებით. საბოლოო მიზანია გრძელვადიანი გავლენა ელ-კომერციის ეკოსისტემის განვითარებაზე აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში.
- ელექტრონული ვაჭრობა