როგორია კიბერუსაფრთხოების მთავარი გამოწვევები ამ რეგიონში? როგორ ეხმარება პროგრამა EU4Digital სტაბილურობის დამყარებას პარტნიორ ქვეყნებში?

  • თარიღი: 22/04/20
  • გააზიარეთ:

აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში დანერგილი სახელმწიფო რეგულაციების, პოლიტიკის და უსაფრთხოების ღონისძიებების ანალიზის საფუძველზე განისაზღვრა კიბერუსაფრთხოების მთავარი გამოწვევები ამ რეგიონში, კერძოდ:

  • კვალიფიცირებული პერსონალის და რესურსების დეფიციტი კიბერუსაფრთხოების სფეროში;
  • სპეციალური და სისტემატური დაფინანსების დეფიციტი;
  • ეროვნული კიბერ-სტრატეგიები არ არსებობს, ან მოძველებულია და არ შეესაბამება ევროკავშირის ქსელის და საინფორმაციო სისტემების უსაფრთხოების დირექტივას (NIS Directive);
  • მოძველებული ეროვნული კანონმდებლობა არ შეესაბამება ევროკავშირის არსებულ კანონმდებლობას და კიბერუსაფრთხოების სტანდარტებს;
  • არ ტარდება კიბერ-რისკების რეგულარული შეფასება ეროვნულ დონეზე;
  • არ არის შემუშავებული საგანგებო ვითარების ეროვნული გეგმები;
  • კრიტიკული საინფორმაციო ინფრასტრუქტურის (CII) სიები ეროვნულ დონეზე არ არის შედგენილი ან არასრულია.


პროექტის EU4Digital ფარგლებში, კიბერუსაფრთხოების სფეროში ეროვნული ხელისუფლებებისთვის განისაზღვრა და მომზადდა სათანადო პრაქტიკის და რეკომენდაციების ნაკრები კიბერუსაფრთხოების სახელმძღვანელო რეკომენდაციების ფორმით. ეს არის სახელმძღვანელო რეკომენდაციები კიბერუსაფრთხოების შემდგომი განვითარების და მისი ღონისძიებების შემუშავების, განხორციელების, შეფასების და რეგულარული გამოყენების ეფექტური პრაქტიკის საკითხებზე. აღნიშნული ხელს შეუწყობს კიბერსივრცის სიძლიერის და სტაბილურობის გაუმჯობესებას პარტნიორობის ქვეყნებს შორის და შეამცირებს ქსელის საინფორმაციო სისტემების მოშლის ან გაუმართაობის რისკს.


გარდა ამისა, კიბერუსაფრთხოების დეტალური მიმოხილვა აღმოსავლეთ პარტნიორობის თითოეულ ქვეყანაში – იგულისხმება მათი მიმდინარე მდგომარეობა, მთავარი გამოწვევები და შემდგომი საქმიანობა, აღწერილი ცალკეული ქვეყნის ანგარიშებში – იქნება ამოსავალი ინფორმაცია პროგრამისთვის EU4Digital: კიბერუსაფრთხოების მუქარისადმი მდგრადობის გაუმჯობესება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში.


ბარათები

იხილეთ ყველა