მობილური ქსელებით მოცვის გაუმჯობესებას, 5G მომსახურების ჩათვლით. ინიციატივის EU4Digital საქმიანობის ნაწილი ტელეკომუნიკაციების სფეროში უკავშირდება 700 მჰც სიხშირის ზოლის განთავისუფლებას იმ მიზნით, რომ განვითარდეს და განხორციელდეს კოორდინირებული მიდგომა 700 მჰც ზოლის გადანაწილებისთვის აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვს ქვეყანაში, ევროკავშირის ფარგლებში არსებული ძალისხმევის და გეგმების შესაბამისად. ევროკავშირის შიდა ძალისხმევა მოიცავს სახმელეთო სატელევიზიო მაუწყებლობის ქსელების გაუქმებას 700 მჰც ზოლიდან, შემდეგ კი ამ ზოლის გადაცემას უსადენო ფართოზოლოვანი ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებისთვის, კერძოდ – 5G-სთვის.
ზოლის გამოყენების ცვლილება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში ევროკავშირის გეგმების შესაბამისად, დაეხმარება მობილურ ქსელებზე ინტერფერენციული შეფერხებების თავიდან აცილებას როგორც აღმოსავლეთ პარტნიორ ქვეყნებში, ისე ევროკავშირში. გარდა ამისა, მომავალში ის მოიტანს არაერთ სარგებელს 5G-ს დანერგვასთან დაკავშირებით, მათ შორის ხარჯების დაზოგვას ნაკლები რაოდენობის საბაზო სადგურის გამოყენებით, მოცვის გაუმჯობესებას სასოფლო რეგიონებში, და უფრო დაბალ ტარიფებს მომხმარებლისთვის ქსელის ამოქმედებასთან დაკავშირებული ხარჯების დაზოგვის გამო.