
Home / Stay Informed /
რამდენად განვითარებულია ნდობა და უსაფრთხოება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში? ჩამორჩება თუ არა ამ სფეროში რეგიონი უფრო მოწინავე ციფრულ ქვეყნებს, და რა არის ამის შედეგი?
Date: 22/04/20
აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს მყარი ტექნოლოგიური საფუძველი აქვთ ციფრული ნდობის სერვისების ასამოქმედებლად, მაგრამ ნდობის სერვისების ორმხრივი აღიარებისთვის გასაკეთებელი კიდევ უფრო მეტია. ნდობის სამსახურების სახელმწიფოთაშორისი ორმხრივი აღიარება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს და ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს შორის მოითხოვს განსაკუთრებულ ძალისხმევას, რათა უზრუნველყოფილი იყოს სარეგულაციო, აუდიტის და ტექნიკური ღონისძიებების შესაბამისობა ელექტრონული იდენტიფიკაციის, ავთენტიფიკაციის და ნდობის სამსახურების (eIDAS) მოთხოვნებთან, მონაცემთა კონფიდენციალურობის და დაცვის პრაქტიკის შესაბამისობა მონაცემთა დაცვის ზოგად რეგულაციებთან (GDPR) და ნდობის წარმომადგენლობა ორმხრივი აღიარებისთვის.
პროექტის EU4Digital მთავარი ამოცანები ნდობის და უსაფრთხოების სფეროში არის ნდობის სერვისების სახელმწიფოთაშორისი ორმხრივი აღიარების პოტენციური ხარვეზების განსაზღვრა და პრაქტიკული სამოქმედო გეგმის და დახმარების შეთავაზება ამ პრობლემების გადასაჭრელად. პროგრამამ EU4Digital ჩაატარა ნდობის და ელექტრონული იდენტიფიკაციის სერვისების იურიდიული და ტექნიკური მზადყოფნის შეფასება აღმოსავლეთ პარტნიორობის თითოეულ ქვეყანაში. ე-ხელმოწერის საპილოტე პროექტების შეფასებების და ამ პროექტებიდან მიღებული გამოცდილების საფუძველზე, პროგრამამ EU4Digital შეიმუშავა ქვეყნების კონკრეტული სამოქმედო გეგმები სახელმწიფოთაშორისი ორმხრივი აღიარებისთვის, ელექტრონული იდენტიფიკაციის, ავთენტიფიკაციის და ნდობის სამსახურების (eIDAS) მიერ განსაზღვრული პრაქტიკის და ორმხრივი აღიარების შეთანხმების (MRA) დეტალური რეკომენდაციების მიხედვით. გაცემული რეკომენდაციების საფუძველზე დასახული მიზანია ქვეყნების გადასვლა სახელმწიფოთაშორისი ორმხრივი აღიარების მომდევნო ეტაპზე, ან მისთვის მზადყოფნა.