საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიური ინოვაციები სასიცოცხლოდ აუცილებელია ეკონომიკური განვითარებისთვის ციფრულ ეპოქაში: რამდენად ჩამორჩებიან აღმოსავლეთ პარტნიორი ქვეყნები ევროკავშირს ამ სფეროში?

  • თარიღი: 24/04/20
  • გააზიარეთ:

საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიური ინოვაციები წარმოადგენს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მამოძრავებელ ძალას. საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები (ICT) ახდენს ქვეყნების აღჭურვას საშუალებებით, რომლებიც იწევს მათი ეკონომიკის რეორგანიზებას და გლობალიზებას, ეკონომიკური ზრდის დაჩქარებას, ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, საცხოვრებელი სტანდარტების ამაღლებას და უთანასწორობის შემცირებას. ევროკავშირში ICT სექტორი მნიშვნელოვანია და ის უსწრაფესად ვითარდება – 2012-დან 2017 წლამდე ICT სერვისების მიერ დამატებული ღირებულება გაიზარდა 18.3%-ით, ხოლო ICT წარმოების მიერ დამატებული ღირებულება გაიზარდა 22.5%-ით. 
2017 წელს ევროკავშირში ICT სექტორის მიერ დამატებული ღირებულება იყო მთლიანი შიდა პროდუქტის (GDP) 3.6%-ის ეკვივალენტური; ეს სექტორი ამჟამად ევროკავშირის ეკონომიკის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანი სექტორია: 2017 წელს ICT სექტორის შრომის თვალსაჩინო ნაყოფიერება 65.2%-ით უფრო მაღალი იყო, ვიდრე იგივე მაჩვენებელი, აღრიცხული მთლიანობაში არა-ფინანსური ბიზნესის ეკონომიკისთვის, და შეადგენდა 117,600 ევრომდე ერთ დასაქმებულ ადამიანზე ბელგიაში, და დაახლოებით 100,000 ევრომდე ფინეთსა და საფრანგეთში. მიუხედავად ამისა, ICT-ის ყველაზე დიდი ეფექტი შემდეგია: ის არის რამდენიმე სექტორიდან ერთ-ერთი, რომელიც იძლევა ზოგადი დანიშნულების ტექნოლოგიების შექმნის საშუალებას, რაც ხელს უწყობს ნაყოფიერებას და ღირებულების დამატებას ეკონომიკის ტრადიციულ სექტორებზე, ციფრულ ტექნოლოგიებზე გადასვლის და ციფრული გარდაქმნის საშუალებით.

ICT სექტორის ზრდის დაჩქარება აღმოსავლეთ სამეზობლოს ქვეყნებშიც აღინიშნება: ICT სერვისის ექსპორტის წილმა 2017 წელს შეადგინა მთლიანი ექსპორტის დაახლოებით 5% და სერვისის ექსპორტის 19% ბელარუსსა და უკრაინაში. ეს რეგიონი მდიდარია ინოვაციური იდეებით, ზოგიერთი გადაწყვეტა კი უკვე გლობალური გახდა.  მიუხედავად ამისა, ამ ქვეყნების ინოვაციური ეკოსისტემა, რომელსაც აქვს ეკონომიკის არა-ICT სექტორების განვითარების მაღალი პოტენციალი, ჩამორჩება ევროკავშირის ინოვაციურ ეკოსისტემას. ევროკავშირში არსებობს 80-ზე მეტი ბიზნეს-ინკუბატორი და 150 აქსელერატორი, ICT ინოვაციის კვლევამ კი დათვალა მხოლოდ 42 ინკუბატორი და 19 აქსელერატორი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში.

განვითარება ICT-ს საშუალებით რეგიონში უნდა მოიცავდეს მეტ კოორდინირებულ ძალისხმევას მხარდაჭერის გასაძლიერებლად ეროვნული ICT ეკოსისტემებიდან, რაც უმნიშვნელოვანესია ICT-ს ასამოქმედებლად ეკონომიკური განვითარებისთვის. ახალი სტიმული უნდა მიეცეს სოციალური მეწარმეობის ეკოსისტემის და ვენჩურული დაფინანსების ხელშეწყობას, აქსელერაციის პროგრამებს, ქსელურ აქტივობას და კლასტერებს, და მოხდეს კონკრეტული კომპეტენციების და უნარების ათვისება გლობალურ ბაზრებზე სამუშაოდ. ეს ელემენტები გადამწყვეტია შეუფერხებლად მოქმედი და ძლიერი საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სექტორისთვის. არაადეკვატური ყურადღება ინოვაციური ეკოსისტემების მიმართ იწვევს ინტელექტის გადინებას და სტარტაპების გადინებას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან იმ ქვეყნებში, სადაც ICT ეკოსისტემა უკეთ არის განვითარებული. ინიციატივის EU4Digital მიზანია ხელი შეუწყოს ამგვარი ეკოსისტემების გაძლიერებას, რაც გამოიწვევს კომპანიების ზრდას რეგიონში და წვლილს შეიტანს მთლიან შიდა პროდუქტში, ექსპორტსა და სამუშაო ადგილების შექმნაში.


ბარათები

იხილეთ ყველა