
Home / Stay Informed /
რატომ არის მნიშვნელობანი სახელმწიფოთაშორისი ე-სერვისების ოპერაციული თავსებადობა და რას აკეთებს პროგრამა EU4Digital სახელმწიფოთაშორისი ოპერაციული თავსებადობის მხარდასაჭერად აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში?
Date: 22/04/20
თანდათანობით ბევრი საჯარო სერვისი ხდება უფრო ხელმისაწვდომი ონლაინ, მაგრამ ისინი იშვიათად გამოიყენება დაუბრკოლებელი სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობებისთვის. ქვეყნებს შორის ოპერაციულად თავსებადი ე-სერვისების გამოყენებისას, მთავრობებს, ბიზნესს და მოქალაქეებს შეუძლიათ სრული წვდომა ჰქონდეთ ე-სერვისებზე, გაეცნონ შესაბამის ძირითად წესებს და მოთხოვნებს, დაადასტურონ საკუთარი ვინაობა, განახორციელონ ტრანსსასაზღვრო გადახდები, ელექტრონულად მოაწერონ ხელი ან ბეჭედი დაუსვან დოკუმენტებს და წარადგინონ ელექტრონული მტკიცებულებები ზემდგომი ორგანოებიდან. ევროკავშირის დონეზე ერთი ციფრული „კარიბჭის“ არსებობა ხელს შეუწყობს ინფორმაციის, ადმინისტრაციული პროცედურების და დამხმარე სერვისების ონლაინ ხელმისაწვდომობას.
აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში სახელმწიფოთაშორისი ე-სერვისების დანერგვის მზადყოფნის გასაუმჯობესებლად პროგრამამ EU4Digital შექმნა მზადყოფნის შეფასების ჩარჩო, რომელიც მოიცავს შემდეგს:
- საორგანიზაციო და ტექნიკური ბარიერების განსაზღვრა და დაძლევა;
- ოპერაციული თავსებადობის ფუნდამენტური პრინციპები;
- ე-სერვისების ხელმისაწვდომობა უცხოელებისთვის;
- ციფრული განვითარების ხელშემწყობი ფაქტორების ხელმისაწვდომობა.
შეფასებების საფუძველზე პროგრამა EU4Digital შეიმუშავებს
სახელმწიფოთაშორისი ე-სერვისების ოპერაციული თავსებადობის ჩარჩოს, რომელიც შეასრულებს სახელმძღვანელო პრინციპების და პრაქტიკული რეკომენდაციების ფუნქციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის. აღნიშნული ხელს შეუწყობს ჰარმონიზებულ მიდგომას სახელმწიფოთაშორისი ოპერაციულად თავსებადი ე-სერვისების განვითარების მიმართ ეროვნულ დონეზე, რასაც დააჩქარებს ციფრული განვითარების ხელშემწყობი ფაქტორების გამოყენება.