რაც შეეხება მომავალს, როგორ წარმოგიდგენიათ ციფრული უნარების განვითარება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში ხუთი წლის შემდეგ? როგორი იქნება ინიციატივის EU4Digital მიერ გაწეული დახმარება?

  • თარიღი: 06/04/20
  • გააზიარეთ:

ციფრული უნარები ნებისმიერი ციფრული ტრანსფორმაციის ძირითადი კატალიზატორია – ის აძლევს მოქალაქეებს აქტიურობის საშუალებას  ციფრულ საზოგადოებაში. ამგვარი უნარების საჭიროება გადამწყვეტია ეკონომიკის და ადამიანური კაპიტალის სტაბილური განვითარებისთვის ნებისმიერ ქვეყანაში. 

აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნები შემდგომშიც შეძლებენ საკუთარი ეკონომიკური პოტენციალის რეალიზებას და მისცემენ ციფრული უნარების მოთხოვნის და მიწოდების მხარეებს ურთიერთდაკავშირების საშუალებას შრომით ბაზარზე, რაც უმნიშვნელოვანესია შემდგომი ეკონომიკური განვითარებისთვის. გარდა ამისა, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნები შეძლებენ ციფრულ უნარებთან დაკავშირებული უფრო ზუსტი მონაცემების ჩართვას საკუთარ ეროვნულ სტრატეგიებში, რაც მხარს დაუჭერს ფაქტებზე დამყარებულ პოლიტიკის დაგეგმვას.

მომავალი წლების განმავლობაში ინიციატივის EU4Digital საქმიანობის მიზანია შემდეგი ღონისძიებების მხარდაჭერა:

  • ციფრული უნარების ეფექტური მმართველობა აღმოსავლეთ პარტნიორობის თითოეულ ქვეყანაში საქმიანობის კოორდინაციის, მონიტორინგის და პრიორიტეტების მინიჭების მიზნით; ამის შედეგად შესაძლებელი იქნება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების და ევროკავშირის შედარება, ასევე აღმოსავლეთ პარტნიორობის ცალკეული ქვეყნების ერთმანეთთან შედარება და მათ ციფრული უნარების ერთობლივი განვითარება.
  • ღონისძიებების ფაქტებზე დამყარებული გზით მიმართვა განსაზღვრული პრობლემური სფეროებისკენ, რომლებიც ამოქმედდება მონაცემთა შეკრებით საერთო მეთოდის და ევროკავშირის პრაქტიკის შესაბამისად. მოსალოდნელია, რომ ციფრული უნარების და სამსახურების კოალიცია მონაწილეობას მიიღებს ციფრულ უნარებში განსაზღვრული პრობლემური სფეროების გამოსასწორებელი ღონისძიებების კოორდინაციაში.
  • ციფრული უნარების აქტივობების და სტრატეგიული მიზნების გავლენის შეფასება, რაც ხელს შეუწყობს საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებთან (ICT) და შრომის ბაზართან დაკავშირებული სხვადასხვა პრობლემების კონკრეტულ საჭიროებებზე მორგებული პოლიტიკის ფორმირებას.

ბარათები

იხილეთ ყველა