რას აკეთებს ინიციატივა EU4Digital ელექტრონული ვაჭრობის მხარდასაჭერად აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში?

  • თარიღი: 24/04/20
  • გააზიარეთ:

სახელმწიფოთაშორის თანამშრომლობას ხელს უწყობს ინიციატივის EU4Digital რამდენიმე აქტივობა და საპილოტე პროექტი. ძირითადი ყურადღება გამახვილებულია ე-ვაჭრობის შემდეგი სფეროების ჰარმონიზაციაზე:

  • სახელმწიფოთაშორისი ე-ვაჭრობა: დოკუმენტების უქაღალდო  გაცვლა სხვადასხვა ქვეყნის სავაჭრო პარტნიორებს შორის (მაგ. ბიზნესი და მთავრობა). 
  • ე-საბაჟო: საბაჟო ინფორმაციის (მაგ. ჩამოსვლის წინა ინფორმაციის გაცვლა, რისკის შეფასება, მონაცემთა შესაბამისობა, საბაჟო კონტროლის შედეგები) სისტემური და ავტომატური გაცვლა ლოგისტიკურ ბიზნესს და საბაჟო უწყებებს შორის.
  • ციფრული სატრანსპორტო დერეფანი: მონაცემებთან დაკავშირებული სერვისები ფიზიკური სატრანსპორტო დერეფნების გადაკვეთაზე ინფორმაციის კომპლექსური გაცვლისთვის ტრანსპორტირების ყველა ეტაპზე – საჰაერო, საგზაო, სარკინიგზო და საზღვაო.
  • ე-კომერცია: საქონლის გაყიდვა ელექტრონული ტრანსაქციების საშუალებით, ჩატარებული კომპიუტერულ ქსელებზე.
  • ქსელური აქტივობა: აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მონაწილე მხარეების მიერ ევროკავშირის პარტნიორებთან კავშირების დამყარება და ინფორმაციის გაზიარება ტენდენციების, საქმიანობის და ე-ვაჭრობაში არსებული მდგომარეობის შესახებ. 

ბარათები

იხილეთ ყველა