კონკრეტულად რას საქმიანობს ინიციატივა EU4Digital ე-ჯანმრთელობის სფეროში?

  • თარიღი: 22/04/20
  • გააზიარეთ:

აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში ინიციატივა EU4Digital მუშაობს ჯანმრთელობის მონაცემთა მართვის მდგომარეობის შესაფასებლად და სახელმძღვანელო რეკომენდაციების შესამუშავებლად, რათა ჯანმრთელობის ინფორმაციის გაცვლის პოტენციალი და მართვა ჰარმონიზებული იყოს ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკასთან და აღმოსავლეთ პარტნიორი ქვეყნების რეალობასთან. იდეალურ შემთხვევაში ეს ნიშნავს, რომ მონაცემები, რომლებიც შეესაბამება ერთსა და იმავე ნორმებს, ოპერაციულად თავსებადია სხვადასხვა ორგანიზაციებს და მონაწილე მხარეებს შორის, თუნდაც საზღვარგარეთ, რაც მნიშვნელოვანია პაციენტების სამედიცინო მომსახურების გასაუმჯობესებლად, მათი ადგილსამყოფელის მიუხედავად.

მეორე ასპექტი, რომელსაც მოიცავს ინიციატივა  EU4Digital, არის ე-ჯანმრთელობის ონლაინ თანამშრომლობის პლატფორმა. ის საშუალებას მისცემს მონაწილე მხარეებს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან ერთმანეთს გაუზიარონ საკუთარ ქვეყნებში არსებული ე-ჯანმრთელობის საუკეთესო პრაქტიკა და ითანამშრომლონ შემდგომი განვითარებისთვის. აღნიშნულის მიზანია მოწინავე პრაქტიკის პოპულარიზაცია და სპეციალური სივრცის არსებობა ე-ჯანმრთელობის ინფორმაციის და სასწავლო მასალებისთვის, ასევე ძირითადი ექსპერტების კომუნიკაციისთვის.

გარდა ამისა, ინიციატივის EU4Digital მიზანია აღმოსავლეთ პარტნიორი ქვეყნების მონაწილეობის მხარდაჭერა ევროკავშირის ინიციატივებში კომუნიკაციის, ინოვაციის და ახალი გადაწყვეტების ხელშესაწყობად, განსაკუთრებით ხანდაზმული მოსახლეობის ჯანდაცვის კუთხით, რაც მოიცავს დისტანციურ სამედიცინო საკონსულტაციო სერვისებს, მონაცემთა ანალიზს დიაგნოსტიკის გასაუმჯობესებლად, გონიერ საშინაო ტექნოლოგიებს, სოციალურ და აქტივობის პროგრამებს.  

ინიციატივის EU4Digital მიზანია ასევე აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მონაწილეობის ხელშეწყობა ევროპული ინოვაციების პარტნიორობის აქტიური და ჯანმრთელი დაბერების ინიციატივაში (EIP on AHA), რომელსაც აქვს ევროპის ქვეყნებში დანერგილი კარგი პრაქტიკის საინფორმაციო ბაზა მრავალ ზემოაღნიშნულ გამოწვევასთან დაკავშირებით.


ბარათები

იხილეთ ყველა