
Home / Stay Informed /
რომელ ქვეყნებს შორის განახორციელა პროგრამამ EU4Digital ე-ხელმოწერების საპილოტე პროექტები? რა არის ამ საპილოტე პროექტების შედეგი?
Date: 22/04/20
პროგრამამ EU4Digital განახორციელა ტექნიკურად გამართული სახელმწიფოთაშორისი ე-ხელმოწერის საპილოტე პროექტები უკრაინას, მოლდოვას და ესტონეთს შორის. ამისათვის საპილოტე პროექტში მონაწილე ქვეყნები პირველ რიგში უნდა შეთანხმებულიყვნენ ზოგად პრინციპებსა და ფორმატებზე, რაც მოიცავს დროის შტამპის დამატებას დოკუმენტებზე, დადასტურების მექანიზმებს და სერთიფიკატის სტატუსის შემოწმების კომპონენტებს. ერთი შეხედვით, ზოგადი პრინციპები მარტივი იყო, მაგრამ ტექნიკურად გამართული და ოპერაციულად თავსებადი ე ხელმოწერის მეთოდების პრაქტიკულმა განხორციელებამ ყველა ქვეყანაში, მოითხოვა კომპლექსური კოორდინირებული მოქმედებები მრავალი მონაწილის ჩართულობით.
გარდა ამისა, ე-ხელმოწერის საპილოტე პროექტი დაეხმარა არსებული ხარვეზების და ბარიერების განსაზღვრას სარეგულაციო და ტექნიკურ სფეროებში, და მოგვცა საპილოტე ქვეყნებისთვის პრაქტიკული რეკომენდაციების შემუშავება საშუალება. ამ თვალსაზრისით, ე-ხელმოწერის საპილოტე პროექტებმა საფუძველი ჩაუყარა ელექტრონული იდენტიფიკაციის და ნდობის სერვისების გარემოს შემდგომ ჰარმონიზაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის და ევროკავშირის ქვეყნებში. გარდა ამისა, საერთო პრაქტიკა და რეკომენდაციები გავრცელდა აღმოსავლეთ პარტნიორობის ყველა ქვეყანაში, და აღიარებული იქნა მათ მიერ.