
Home / Stay Informed /
ცხადია, გასაკეთებელი ძალიან ბევრია: რას აკეთებს ინიციატივა EU4Digital პარტნიორი ქვეყნების დასახმარებლად ამ ხარვეზის აღმოფხვრაში?
Date: 06/04/20
ციფრულ უნარებში არსებული ხარვეზების გამოსასწორებლად პირველი ნაბიჯია შეფასება ცნობიერების ასამაღლებლად, და კოორდინირებული ძალისხმევის მხარდაჭერა ციფრული უნარების და სამუშაო ადგილების ხელშეწყობის მიზნით. ციფრული ეკონომიკის და საზოგადოების ინდექსის (DESI) და ციფრული უნარების ინდექსის (DSI) მიხედვით, 2014 წლის შემდეგ წინსვლა ციფრული ეკონომიკისა და საზოგადოებისკენ ფასდება ევროკავშირის ყველა წევრ ქვეყანაში. მიუხედავად ამისა, 2015 წლის კვლევამ ციფრული ბაზრების ჰარმონიზაცია აღმოსავლეთ პარტნიორობაში, რომელმაც შეაფასა აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონის ციფრული ბაზრების მზადყოფნა ევროკავშირის ერთიან ციფრულ ბაზართან ჰარმონიზაციისა და ინტეგრაციისთვის, დაადგინა, რომ მთელ ამ რეგიონში ციფრულ უნარებში არსებული ხარვეზების სისტემატური შეფასება არ ტარდებოდა.
პროგრამა EU4Digital ხელს შეუწყობს ციფრული უნარების გაზომვას/შეფასებას საერთო მეთოდოლოგიის საშუალებით, რომელიც შესაბამისობაში იქნება ევროკავშირის პრაქტიკასთან აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონისთვის.
ციფრულ უნარებთან, ცნობიერების ამაღლებასთან და საუკეთესო პრაქტიკის ათვისებასა და გაზიარებასთან დაკავშირებული ინიციატივების კოორდინაცია გაუმჯობესდება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში ციფრული უნარების და სამუშაო ადგილების ეროვნული კოალიციების შექმნით და რეგიონის ჩართვით ევროპის ციფრული უნარების დიდ კოალიციაში. ამჟამად ეროვნული კოალიციები დაარსებულია სამ პარტნიორ ქვეყანაში – სომხეთში (2017), უკრაინაში (2019) და აზერბაიჯანში (2020), ხოლო მოლდოვაში და საქართველოში ისინი მალე დაარსდება
პროგრამა EU4Digital ხელს უწყობს ეროვნული კოალიციების შექმნას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში.
და ბოლოს, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ციფრული უნარების განვითარება მიკრობიზნესის და მცირე და საშუალო საწარმოების სამუშაო ძალისთვის. მცირე და საშუალო საწარმოები ამ რეგიონის ეკონომიკის საფუძველია, რადგან ისინი შეადგენს ყველა კომპანიის 99%-ს, თუმცა წარმოადგენს კერძო სექტორის დასაქმების მხოლოდ 57%-ს. ამის საპირისპიროდ, ევროკავშირში მცირე და საშუალო საწარმოები დასაქმების მნიშვნელოვანი მამოძრავებელი ძალაა (ახალი სამუშაო ადგილების 85% მცირე და საშუალო საწარმოების მიერ არის შექმნილი). მათი პოტენციალის სრულად გამოყენების მიზნით, სამეწარმეო და სწრაფად მზარდ მცირე და საშუალო საწარმოებს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში დასჭირდებათ მრავალი მოწინავე ციფრული კომპეტენცია, მაგ. დიდი მონაცემების ანალიტიკა და საშუალებები, “cloud” გამოთვლები და ვიზუალიზაცია, მობილური აპლიკაციების დიზაინი და განვითარება, ვებ-პროგრამირება და საშუალებები, საინფორმაციო ტექნოლოგიების არქიტექტურა და უსაფრთხოების უნარები.
პროგრამა EU4Digital ხელს შეუწყობს მცირე და საშუალო საწარმოების ციფრული უნარების გაუმჯობესებას ზოგადი ციფრული კომპეტენციების ჩარჩოს შექმნით მცირე და საშუალო საწარმოებისა და მიკრობიზნესისთვის აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონში ევროკავშირის ციფრული კომპეტენციების ჩარჩოების საფუძველზე.
- ელექტრონული უნარები