
Home / Stay Informed /
როგორ ხელმძღვანელობს პროგრამა EU4Digital ე-მმართველობის განვითარებას, რომელიც ადმინისტრაციული რეფორმების მამოძრავებელი ძალაა?
Date: 22/04/20
ტრადიციულად, ე-მმართველობის განვითარებისას, ქვეყნები საკუთარ ძალისხმევას და რესურსებს ძირითადად მიმართავენ სამთავრობო და საჯარო სექტორების ოპერაციების გარე ინტერფეისზე – ე. ი. გადაწყვეტებზე, რომლებიც ყველაზე უფრო ხილვადია ფართო საზოგადოებისთვის და სწრაფ შედეგებს იძლევა, მაგ. სერვისები ან პორტალები. ასეთი ფრაგმენტული მიდგომა ნაკლებად არის ფოკუსირებული ციფრული მთავრობის საფუძვლებზე, როგორიცაა. მონაცემთა ციფრული ტრანსფორმაცია, ოპერაციული თავსებადობა, ელექტრონული იდენტიფიკაცია, ხელმისაწვდომობა, კანონმდებლობა, მმართველობა და სტანდარტების ჰარმონიზაცია ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე. ამ ფრაგმენტული მიდგომის საბოლოო შედეგია კომპლექსური და ძვირად ღირებული „გარე ინტერფეისის“ (მაგ. სერვისები და პორტალები) ტექნიკური მომსახურება და მართვა, ხოლო საინვესტიციო პროცესები რთულდება და აქვს ნაკლები უკუგება. ამის შედეგად, ციფრული განვითარების პრიორიტეტების არასათანადო გაცნობიერება სამთავრობო გადაწყვეტილების მიღების დონეზე, ქმნის „მკვდარ ველს“ სტრატეგიულ პრიორიტეტებს და მათ რეალურ განხორციელებას შორის.
ე-მმართველობის ჩარჩო საჯარო ადმინისტრაციის სტრატეგიულ, გრძელვადიან და სისტემატურ ინიციატივებს ციფრული მთავრობის საქმიანობის მიზეზ-შედეგობრივი განვითარების გზას შესთავაზებს – ე.ი. განსაზღვრავს, თუ რა უნდა გაკეთდეს პირველ რიგში იმისათვის, რომ ამის შედეგად განვითარდეს ე-მმართველობის დანარჩენი ასპექტები – მაგ. პორტალები და სერვისები. ამგვარი ჩარჩოს ეფექტური გამოყენებით მთავრობები შეძლებენ დროულად და სისტემურად განავითარონ ციფრული მთავრობის საფუძვლები; მოქალაქეებისთვის ეს იქნება საჯარო სექტორის ეფექტიანობა, ციფრული სერვისები, მონაცემებზე დამყარებული გადაწყვეტილებები და ჩართულობა ე-საზოგადოებაში.
ე-მმართველობის ჩარჩო შექმნის საფუძველს მთავრობის ციფრული ტექნოლოგიური მზადყოფნის მიმდინარე მდგომარეობის შესაფასებლად და იმ პრობლემური სფეროების განსაზღვრისთვის, რომლებიც არ არის განვითარებული, ან გაუმჯობესებას მოითხოვს. გარდა ამისა, მისი დახმარებით საჯარო ადმინისტრაციები განსაზღვრავენ, თუ რა გავლენას ახდენს ე-მმართველობის საფუძვლები ციფრული ტრანსფორმაციის პრიორიტეტებზე, და მოახდენენ ამ საფუძვლების განვითარების ინტეგრაციას ციფრული ტრანსფორმაციის გეგმაში.