ელექტრონული ვაჭრობა არის უქაღალდო ვაჭრობა სახელმწიფოებს შორის. ეს არის კომპლექსური საკითხი, რომელიც მოიცავს პროდუქციის და სერვისების იმპორტ-ექსპორტის ციკლს ქვეყნებს შორის, და ჭრის პრობლემებს შემდეგ სფეროებში:
- საქონლის ან სერვისების ონლაინ ყიდვა ან გაყიდვა მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან;
- საქონლის ან სერვისების ტრანსფერი საზღვრებზე, მათ შორის დოკუმენტების უქაღალდო გაცვლა ბიზნესებს და მთავრობას შორის, და ამ საქონლის ან სერვისების მიწოდება მყიდველისთვის.
ევროკავშირი წარმოადგენს ერთიან ბაზარს, რომელიც იძლევა საქონლის, სერვისების და შესაბამისი ინფორმაციის თავისუფალი გაცვლის საშუალებას, რასაც ხელს უწყობს სტანდარტიზებული ტექნოლოგია და სტრუქტურები მის წევრ სახელმწიფოებს შორის. აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის კი არ არის სათანადოდ ჰარმონიზებული უქაღალდო ვაჭრობის პროცედურები – როგორც თვით ამ ქვეყნებს შორის, ისე ევროკავშირთან. მაგალითად, ელექტრონული ანგარიშ-ფაქტურები და კონტრაქტები არ არის თანაბრად აღიარებული ამ ქვეყნების მიერ.
EU4Digital ინიციატივის საშუალებით ევროკავშირი მხარს უჭერს ვაჭრობის ჰარმონიზაციას ევროკავშირს და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის, ეს ქვეყნებია აზერბაიჯანი, ბელარუსი, მოლდოვა, საქართველო, სომხეთი და უკრაინა. ის ხელს უწყობს ასევე ვაჭრობის ჰარმონიზაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის.