ინიციატივის EU4Digital მიზანია ე-ვაჭრობის ჰარმონიზაციის მხარდაჭერა იმისათვის, რომ ის გახდეს უქაღალდო, ავტომატური და უნიფიცირებული ბიზნესს და სხვადასხვა ქვეყნის ხელისუფლებებს შორის (სავაჭრო პროცესების, კომუნიკაციის, კანონმდებლობის და სტანდარტების თვალსაზრისით). ამ სცენარის უფრო სწრაფი განხორციელებისთვის, EU4Digital ხელს უწყობს ანალიზს და პრობლემების განსაზღვრას, ერთმანეთთან აკავშირებს ხელშეკრულების მხარეებს, ახდენს გადაწყვეტების ტესტირებას და იძლევა რეკომენდაციებს.
ჩვენ შეგვიძლია ვაჭრობის მომავალი შემდეგი ყველაზე ოპტიმისტური სცენარით წარმოვიდგინოთ:
კომპანია სტოკჰოლმში (შვედეთი) ახლახან შეთანხმდა ვაჭრობაზე კომპანიასთან ოდესაში (უკრაინა). ამ ორი კომპანიის წარმომადგენლები ერთმანეთს დაუკავშირდნენ ინიციატივის EU4Digital მიერ ორგანიზებულ ე-ვაჭრობის ღონისძიებაზე. საქონლის შერჩევა მოხდა ე-კომერციის ონლაინ ბაზრობის საშუალებით, ხოლო დოკუმენტების გაცვლა და ხელმოწერა – კომპიუტერული ქსელებით. კონტრაქტების ხელმოწერა და ანგარიშ-ფაქტურების ანაზღაურება მოხდა ქაღალდის მონაწილეობის გარეშე. ეს იყო ამ დოკუმენტების მართვის სწრაფი და მარტივი გზა, რადგან კანონმდებლობა და ტექნიკური სტანდარტები შესაბამისობაში იყო მოყვანილი. ეს ნიშნავდა, რომ არ იყო დამატებითი დოკუმენტები, რომლებზეც კომპანიებს არ ჰქონდათ წარმოდგენა ან არ იყო გამოყენებული პრობლემების გადასაჭრელად.
კომპანიები შეთანხმდნენ დაეტვირთათ ნაყიდი საქონელი შვედეთში (გამგზავრების ქვეყანა), და გადაეზიდათ მთელი საზღვაო გზის განმავლობაში ბალტიის ზღვით, სადაც საქონელი დაიტვირთებოდა საბარგო მანქანაზე კლაიპედას პორტში, ლიეტუვაში (სატრანზიტო ქვეყანა). შემდეგ საბარგო მანქანა ჩაიტანდა ნაყიდ საქონელს ოდესაში, უკრაინა (დანიშნულების ქვეყანა).
საქონლით დატვირთვის დროს შვედეთში კომპანიამ საბაჟო დოკუმენტები ელექტრონულად წარადგინა. ეს გაკეთდა მანამ, სანამ საქონელი საზღვარს მიაღწევდა. საბაჟო ხელისუფლებას ჰქონდა დოკუმენტების წინასწარ განხილვის და რისკის შეფასების ჩატარების საშულება. შვედეთის, სატრანზიტო და დანიშნულების ქვეყნების საბაჟო უწყებებისთვის ადვილი იყო თანამშრომლობა, რადგან პროცესები (მაგ. მოთხოვნილი დოკუმენტები, ფორმატები) და საკომუნიკაციო სისტემები შესაბამისობაში იყო მოყვანილი. ამის გამო საბაჟო ოპერაციები არის სწრაფი და უსაფრთხო. სატრანსპორტო ოპერაციების ჩატარებისას საბაჟოს არ გამოეპარება არავითარი უკანონო ოპერაცია.
საქონლის გადაზიდვა დაიწყო შვედეთში საზღვაო ტრანსპორტის გამოყენებით. მაგრამ ადვილად და სწრაფად მოხდა მისი ავტომანქანაზე გადატვირთვა ლიეტუვის პორტში ჩასვლისას. ამის მიზეზია ციფრული სატრანსპორტო დერეფანი ბალტიის ზღვიდან შავ ზღვამდე. ვაჭრობის მხარეებისთვის ეს ნიშნავდა, რომ დოკუმენტები გაცვლილი იყო დაუყოვნებლივ, ამიტომ შემოწმების და შესაბამისობაში მოყვანის პროცესები სწრაფად განხორციელდა.
როდესაც საბარგო მანქანა საზღვართან მივიდა, გადაზიდვის პროცესი შეფერხების გარეშე გაგრძელდა. რადგან საბაჟო შეთანხმებები გადაზიდვის დაწყებისას გაფორმდა, ხელისუფლებამ შეამოწმა მხოლოდ ის, რომ საქონელი დალუქული იყო. საბარგო მანქანამ მოძრაობა განაგრძო.
საბოლოოდ, საბარგო მანქანა ჩავიდა ოდესაში, უკრაინა. საქონელს მოხსნეს ლუქები და ის შეამოწმეს. სათანადოდ მიწოდება დადასტურებული იყო ელექტრონულად, ამიტომ შვედურ კომპანიას ადგილად შეეძლო მიწოდებაზე თვალის დევნება.
ეს ორი კომპანია ბიზნესს მომავალშიც გააგრძელებს.