
Home / Stay Informed /
როგორ შეუძლია აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების სტარტაპის ეკოსისტემის პლატფორმას სარგებლობა მოუტანოს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს?
Date: 24/04/20
საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიური ინოვაციების ეკოსისტემის მოთამაშეებისთვის ევროკავშირმა შექმნა რამდენიმე ონლაინ ქსელი და პლატფორმა, როგორიცაა სტარტაპები, აქსელერატორები, ვენჩურული კაპიტალისტები და სხვა. ეს ქსელები და პლატფორმები საშუალებას აძლევს ევროკავშირის სხვადასხვა წევრ სახელმწიფოში არსებულ ბიზნესს და ორგანიზაციებს დაუკავშირდნენ ერთმანეთს, გაცვალონ კონტაქტები და იდეები, და მონაწილეობა მიიღონ საერთო ინიციატივებსა და ღონისძიებებში.
2022 წელს პროგრამამ EU4Digital Dealroom-თან პარტნიორობით აღმოსავლეთ პარტნიორობის სტარტაპის ეკოსისტემის პლატფორმა აამოქმედა. პლატფორმა უზრუნველყოფს საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიური ინოვაციების მაკრო-დონის ტენდენციებს და სანდო ანალიზს, რათა მხარი დაუჭიროს მონაცემებით განმტკიცებული პოლიტიკის შემუშავებას, სტარტაპების დაკავშირებას პოტენციურ ინვესტორებთან და სხვა საქმიანობას, რომლსაც სარგებლობა მოაქვს ქვემოთ ჩამოთვლილ მომხმარებელთა ფართო სპექტრისთვის:
- სამთავრობო უწყებები და პოლიტიკაზე პასუხისმგებლები
- ვენჩურული კაპიტალისტები, მეცენატი ინვესტორები და სხვა ინვესტორები
- სტარტაპები და სქეილაპები
- მეცნიერები და ჟურნალისტები
უნივერსიტეტები, სერვისის პროვაიდერები, აქსელერატორები.
- ICT ინოვაციები