აღმოსავლეთ პარტნიორობის წვდომა ციფრული ინოვაციების დაფინანსებაზე: როგორია ძირითადი ნაბიჯები ევროკავშირთან განსხვავებების შესამცირებლად?

  • თარიღი: 17/03/20
  • გააზიარეთ:

ნორმატიული “ქვიშის ყუთები” და მეცენატი-ინვესტორები, “ქრაუდფანდინგი” და ვენჩურული კაპიტალი – ეს შეიძლება ხატოვანი ტერმინები იყოს, მაგრამ მათი საშუალებით აღწერილი მხარდაჭერა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია დაფინანსების ეკოსისტემისთვის, რომელიც საჭიროა საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიური ინოვაციების სფეროში მომუშავე მცირე ბიზნესის დასაწყებად და მხარდასაჭერად  აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში.

გასულ თვეებში, პროგრამის EU4Digital საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გუნდმა დიდი ძალისხმევა გასწია ზოგადი საკანონმდებლო ჩარჩოს მხარდასაჭერად აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში, რამაც ხელი უნდა შეუწყოს საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიურ ინოვაციებს, ევროკავშირის ნორმების და საუკეთესო პრაქტიკის საფუძველზე. აღნიშნულის მიზანია ძირითადი განსხვავებების განსაზღვრა ევროკავშირსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონს შორის, და იმ მიმართულებების გამოვლენა, სადაც პარტნიორებს შეუძლიათ საჭირო ზომების მიღება განსხვავებების აღმოსაფხვრელად.

ამ ამოცანის გადაჭრის მიზნით პროგრამა EU4Digital შეიმუშავებს ეროვნული პოლიტიკის რეკომენდაციებს და მათი განხორციელების სამოქმედო გეგმებს აღმოსავლეთ პარტნიორობის თითოეული ქვეყნისთვის, თითოეული ქვეყნის მიერ შერჩეული პოლიტიკური სფეროების მიხედვით:

  • ინტელექტუალური საკუთრების უფლების მართვა ციფრული ინოვაციებისთვის (სომხეთი)
  • ახალი ორგანიზაციული ფორმები საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიური ინოვაციების მხარდასაჭერად (აზერბაიჯანი)
  • ციფრულ ინოვაციებზე მომუშავე მცირე და საშუალო საწარმოების წვდომა დაფინანსებაზე  (საქართველო, უკრაინა)
  • საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიური ინოვაციების ეკოსისტემები სტარტეპებისთივს და სქეილაფებისთვის  (მოლდოვა)
  • მრეწველობის ციფრული ტრანსფორმაცია (მცირე და საშუალო საწარმოების ციფრული ტრანსფორმაცია ტრადიციულ სექტორებში) (ბელარუსი)

ევროკავშირს და აღმოსავლეთ პარტნიორობას შორის განსხვავებების ანალიზის საფუძვლად პოლიტიკის შერჩეულ სფეროებში, პროგრამამ EU4Digital განსაზღვრა ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკა პოლიტიკის შესაბამისი სფეროების რეგულირების მიზნით.

ამ სტატიაში განხილულია ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკა პოლიტიკის სფეროში ციფრულ ინოვაციებზე მომუშავე მცირე და საშუალო საწარმოების წვდომა დაფინანსებაზე; ეს პოლიტიკა შერჩეულ იქნა საქართველოს და უკრაინის მიერ.

ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკა ციფრულ ინოვაციებზე მომუშავე მცირე და საშუალო საწარმოების  დაფინანსებაზე წვდომის მიზნით

ევროკავშირის მასშტაბით, დაფინანსებაზე წვდომის საკანონმდებლო ჩარჩო სტარტაპების და სქეილაპებისთვის ორი მთავარი ბლოკისგან შედგება: ერთიანი ციფრული ბაზრის სტრატეგია და კაპიტალის ბაზრების გაერთიანება. გარდა ამისა, არა-საკანონმდებლო საქმიანობა, რომელიც იძლევა კონკურენციის და ერთიანი ბაზრის კანონების განხორციელების საშუალებას, განიხილება, როგორც პოლიტიკის ეფექტიანი მექანიზმი და გამოიყენება უფრო ხშირად, ვიდრე ნორმატიული დირექტივები. მცირე და საშუალო საწარმოებს შეუძლიათ დაფინანსების მოპოვება მათი სასიცოცხლო ციკლის ყველა ეტაპზე (შექმნა, გაფართოება, ბიზნესის ტრანსფერი).  ფინანსური ეკოსისტემის და პოლიტიკის სათანადო ასპექტები მოიცავს შემდეგს: ნორმატიული „ქვიშის ყუთები“ ალტერნატიული დაფინანსებისთვის, ქრაუდფანდინგი, მეცენატი-ინვესტორები,

ვენჩურული კაპიტალი, მაღალრისკიანი ინოვაციების ხანმოკლე მხარდაჭერა და ტრადიციული საწარმოების ციფრული ტრანსფორმაციის დაფინანსება.

აღნიშნული საუკეთესო პრაქტიკების გამოყენება აღმოსავლეთ პარტნიორი ქვეყნების ფინანსური ეკოსისტემის განვითარებისთვის, და ევროკავშირის მხარდაჭერის არსებული საშუალებებით, დაფინანსების ინსტრუმენტებით და პროგრამებით სარგებლობა, გახსნის მცირე და საშუალო საწარმოების ინოვაციურ პოტენციალს რეგიონში, რითაც დაეხმარება ბიზნესს მათი პროდუქტების და სერვისების ადაპტირებაში ბაზრის საჭიროებებთან.

ნორმატიული “ქვიშის ყუთები” ალტერნატიული დაფინანსებისთვის წარმოადგენს კონტროლირებულ გარემოს, რომელშიც შეიძლება განხორციელდეს ინოვაციები ფინანსურ ტექნოლოგიებში, იმავდროულად დაცვის მექანიზმების უზრუნველყოფით რისკების სამართავად. ისინი საშუალებას აძლევენ ბანკებს და ფინანსურ-ტექნოლოგიურ მოთამაშეებს ჩაატარონ ექსპერიმენტები ინოვაციური ფინანსური პროდუქტებით ან სერვისებით, რისთვისაც აუქმებენ არასაჭირო ნორმატიულ ბარიერებს და ამცირებენ ახალი იდეების ბაზარზე გატანის დროს. ევროკავშირში არსებობს რიგი შემთხვევებისა, სადაც ნორმატიული ფინ-ტექ „ქვიშის ყუთები“ იქნა შექმნილი.

2019 წლის აპრილში ევროკომისიამ და ევროპის საზედამხედველო უწყებებმა (ESAs) ერთობლივად შექმნეს ევროპის ინოვაციების ფასილიტატორთა ფორუმი (EFIF) ინოვაციების ფასილიტატორთა უკეთესი კოორდინაციის და თანამშრომლობის მხარდასაჭერად (ნორმატიული „ქვიშის ყუთები“ და ინოვაციური ცენტრები) ფინ-ტექის ზრდის ხელშეწყობის მიზნით. დაფინანსება ადამიანთა დიდი რაოდენობის და თანასწორთა მიერ (ქრაუდფანდინგი) აღიარებულია, როგორც არასაბანკო დაფინანსების მნიშვნელოვანი წყარო ინოვაციური კომპანიების და სრარტაპებისთვის. 2019 წელს ევროკომისიამ ჩამოაყალიბა ევროპული მარკა ინვესტიციებზე და სესხებზე დამყარებული კრაუდფანდინგის პლატფორმებისთვის, რომელიც ხელს უწყობს ქრაუდფანდიგნის სერვისების ზრდას და იძლევა საერთაშორისო საქმიანობის საშუალებას.           

მეცენატი-ინვესტორები თანდათანობით ზრდიან ინვესტირებას სასტარტო ვენჩურული კაპიტალის ფონდების პარალელურად. მეცენატი-ინვესტორები არიან დიდი წმინდა საკუთარი კაპიტალის მქონე ინდივიდები, რომლებიც ჩვეულებრივ იძლევიან უფრო მცირე რაოდენობით დაფინანსებას ადრეულ ეტაპებზე შედარებით იმასთან, რის ინვესტირებაც არაერთ ვენჩურული კაპიტალის ფონდს შეუძლია.  დაარსებულია მეცენატ-ინვესტორთა ქსელები და შემუშავებულია მხარდაჭერის სხვადასხვა საშუალებები დაწყებული ტრენინგით, და დამთარებული საგადასახადო შეღავათებით და თანაინვესტირებით.

ქვემოთ ჩამოთვლილია ყველაზე ცნობილი მეცენატ-ინვესტორთა ქსელები და საზოგადოებები: მეცენატ-ინვესტორთა მსოფლიო ასოციაცია; მეცენატ ინვესტორთა მსოფლიო საინვესტიციო ფორუმი (WBAF); ევროპის მეცენატი-ინვესტორები; მეცენატ-ინვესტორთა ევროპის სავაჭრო ასოციაცია, მაღალი რისკის ინვესტიციები და ადრეული ეტაპის საბაზრო მოთამაშეები  (EBAN); InnovFin მეცენატი-ინვესტორები.

მეცენატ-ინვესტორთა ფონდები: ევროპის მეცენატთა ფონდი (EAF).

ვენჩურული კაპიტალის ინვესტიციები რეგულირდება და სტიმულირდება რიგი საკანონმდებლო აქტებით საინვესტიციო ფონდების და კოლექტიური ინვესტიციების შესახებ. ევროპის მთავარი ჩარჩოა დირექტივა მიმოქცევაში მყოფ ფასიან ქაღალდებში კოლექტიური ინვესტიციების დებულების შესახებ (UCITS).  ევროპის ვენჩურული კაპიტალის ფონდის (EuVECA) რეგულირება მოიცავს ალტერნატიული ინვესტირების სქემის ქვეკატეგორიას, რომელიც ორიენტირებულია სტარტაპებზე და ადრეულ ეტაპზე მყოფ კომპანიებზე. ალტერნატიული საინვესტიციო ფონდები რეგულირდება  ალტერნატიული საინვესტიციო ფონდების მენეჯერთა (AIFM) დირექტივით, და რიგი სხვა დირექტივებით, მათ შორის დირექტივით და ნორმატივით ფინანსების სახელმწიფოთაშორისი განაწილების მხარდასაჭერად.

პოლიტიკის მექანიზმების ფართო სპექტრი ადგილობრივი და უცხოური ვენჩურული კაპიტალის ინვესტირების ხელშეწყობის და საინვესტიციო პოტენციალის ზრდისთვის, მოიცავს განსაკუთრებული დაბეგვრის რეჟიმს ეროვნულ დონეზე. 

ვენჩურულ კომპანიებს ასევე სთავაზობენ შესაძლებლობებს მოახდინონ თანაინვესტირება საიმედო ევროპულ ფონდებში ვენჩურული ინვესტირების გასაზრდელად.

ევროპის საინვესტიციო ფონდმა (EIF), რომელიც ევროპის საინვესტიციო ბანკის ჯგუფის ნაწილია, ამგვარად დააფინანსა 1 მილიონზე მეტი მცირე და საშუალო საწარმო ან საკუთარი რესურსების, ან ევროპის საინვესტიციო ბანკის, ევროკომისიის, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ან სხვა მესამე მხარეების რესურსების გამოყენებით. უკრაინაში 713 მცირე და საშუალო საწარმოს 46,257 სამუშაო ადგილით დღეის მდგომარეობით მიღებული აქვს ევროპის საინვესტიციო ფონდის დაფინანსება 213 მილიონი ევროს საერთო ოდენობით; ხოლო მოლდოვაში  254 მცირე და საშუალო საწარმოს 11,000-ზე მეტი სამუშაო ადგილით  მიღებული აქვს 102 მილიონი ევროს ოდენობის დაფინანსება (www.eif4smes.com). მხარდაჭერის მიღების უფლება ასევე აქვთ საქართველოს და სომხეთს ევროპის საინვესტიციო ფონდის რიგი მექანიზმების ფარგლებში.

InnovFin ვენჩურული კაპიტალი მიმართავს ინვესტიციებს ვენჩურული კაპიტალის ფონდებში, რომლებიც აფინანსებს საწარმოებს ფუნქციონირების ადრეულ ეტაპზე პროგრამის “ჰორიზონტი 2020” სექტორებში (ხელმისაწვდომია ასევე პროგრამასთან ”ჰორიზონტი 2020” ასოცირებული ქვეყნებისთვის, მოლდოვას, საქართველოს, სომხეთის და უკრაინის ჩათვლით). 2018 წლის აპრილში ევროკომისიამ და ევროპის საინვესტიციო ფონდმა დაიწყეს პანევროპული ვენჩურული კაპიტალის ფონდების ფონდის პროგრამა (VentureEU). როგორც მოსალოდნელია, დაფინანსება დაახლოებით 1,500 სტარტაპისა და სქეილაპისთვის გახდება ხელმისაწვდომი მთელი ევროკავშირის მასშტაბით.

მაღალი რისკის ინოვაციების ხანმოკლე მხარდაჭერა  დაჩქარება ინოვაციებს (FTI) წარმოადგენს სრულად აღმავალ ინოვაციების მხარდაჭერის პროგრამას, რომელიც ხელს უწყობს ბაზართან დაახლოებულ ინოვაციურ საქმიანობას ტექნოლოგიების და გამოყენების ნებისმიერ სფეროში. მას შეუძლია დაეხმაროს პარტნიორებს რევოლუციური ინოვაციური იდეების ერთობლივ შექმნასა და ტესტირებაში, და მისცეს მათ უკანასკნელი ბიძგი ბაზრის შერყევამდე. მოლდოვას, საქართველოს, სომხეთს და უკრაინას აქვთ უფლება შეიტანონ განაცხადი ამ პროგრამაში. 

ციფრული ტრანსფორმაციის დაფინანსება ტრადიციული მცირე და საშუალო საწარმოებისთვის ევროკავშირის დონეზე ხორციელდება ევროკავშირის საწარმოების და მცირე და საშუალო საწარმოების კონკურენტუნარიანობის (COSME) სესხის საგარანტიო პროგრამით (LGF), მიუხედავად იმისა, თუ რა დონეზეა საწარმო ციფრულ ტექნოლოგიებზე გადასვლის თვალსაზრისით. მცირე და საშუალო საწარმოებს COSME -სთან ასოცირებული ქვეყნებიდან, მოლდოვას, სომხეთის და უკრაინის  ჩათვლით, ასევე აქვთ დაფინანსების მიღების უფლება.

ხდება ტრენინგის შესაძლებლობების და გადაწყვეტილების მიღების მექანიზმების ხელშეწყობა ევროკავშირის და საერთაშორისო მასშტაბით იმისათვის, რომ მოხდეს ცნობიერების ამაღლება, საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება და სპეციალური ცოდნის გავრცელება, რომელიც საჭიროა მაღალი რისკის ინვესტიციებისთვის.

ადრეული ეტაპის ინვესტირების სასტარტო მოედანი (ESIL) და მეცენატ ინვესტორთა მსოფლიო საინვესტიციო ფორუმის (WBAF) ბიზნეს-სკოლა წარმოადგენს ცნობილ ინსტიტუტებს ინვესტორებისთვის, რომელთაც სურთ იმოქმედონ, როგორც  მეცენატ-ინვესტორებმა, ვენჩურულმა კაპიტალისტებმა და ვენჩურული ფონდის მენეჯერებმა. ევროკავშირის სტარტაპის ეკოსისტემა უწევს ინსტრუქტირებას სტარტაპებს და კომპანიებს, რომელთაც სურთ ვენჩურული დაფინანსების მოზიდვა და ეხმარება მათ საკუთრი ბიზნესის მომზადებაში ამ ტიპის ინვესტორებთან დიალოგის და ურთიერთობებისთვის.

საინფორმაციო და საკონსულტაციო მხარდაჭერა ხელმისაწვდომია მცირე და საშუალო საწარმოებისთვის, რომელთაც სურთ დაფინანსების მოპოვება ციფრული ინოვაციებისთვის ერთი ფანჯრის პრინციპით მოქმედი პორტალების საშუალებით ევროკავშირის მასშტაბით. მათ შორის არიან Access2finance პორტალი, რომელიც აფინანსებს უკრაინას და მოლდოვას, და EIC wizard (რომელიც ასევე ხელმისაწვდომია ნოვატორებისთვის პროგრამასთან „ჰორიზონტი 2020“ ასოცირებული ქვეყნებიდან). საინფორმაციო სისტემები, მაგ. EuroQuity და ALTFInator ფუნქციონირებენ, როგორც დამაკავშირებელი პლატფორმები, რომლებიც დაფინანსების მაძიებელ მცირე და საშუალო საწარმოებს ინვესტორებთან და კრედიტორებთან აკავშირებს.

აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის ხელმისაწვდომია შემდეგი მექანიზმები: Amadeus; Crunchbase; Kompass; ევროპის ბიზნესის რეესტრი – EBR; ევროკავშირის გადახდისუუნარობის რეესტრი, ეროვნული მონაცემთა ბაზების პარალელურად.

შემდეგი ნაბიჯები – რეკომენდაციები და სამოქმედო გეგმები

ინიციატივის EU4Digital საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიური ინოვაციების გუნდის მიერ გაკეთებული ანგარიში ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკის შესახებ ციფრულ ინოვაციებზე მომუშავე მცირე და საშუალო საწარმოების დაფინანსებაზე წვდომის სფეროში, გამოყენებული იქნა განსხვავებათა ანალიზის ჩარჩოს შესამუშავებლად საქართველოსა და უკრაინისთვის; განსხვავებათა ანალიზის საფუძველზე ამჟამად მუშავდება პოლიტიკური რეკომენდაციების ნაკრები  ორი ქვეყნისთვის, რომელიც შესაბამისობაში იქნება მოყვანილი ანალოგიურ ეროვნულ დოკუმენტებთან.

შემდეგ კი ეს რეკომენდაციები დაედება საფუძვლად ინდივიდუალური ეროვნული პოლიტიკის განხორციელების სამოქმდო გეგმების შემუშავებას საქართველოსა და უკრაინისთვის. სამოქმედო გეგმები განსაზღვრავს კონკრეტულ მონაწილე მხარეებს პარტნიორ ქვეყნებში, ევროკავშირის მექანიზმებს, პლატფორმებს, და პრაქტიკას, რომელიც შეიძლება მოპოვებული და დამტკიცებული იყოს აღმოსავლეთ პარტნიორობის მონაწილე მხარეების მიერ, და შესაძლოა, კონკრეტულ პარტნიორებს ევროკავშირის ქვეყნებში. პროგრამის შემდგომი საქმიანობა (ტრენინგი, სასწავლო ვიზიტები, ქსელური ღონისძიებები, პოპულარიზაცია და სხვ.) მხარს დაუჭერს დაინტერესებულ მხარეებს მათ შემდგომ საქმიანობაში განსხვავებების დასაძლევად.

ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკის მიღება ამ გზით, დაეხმარება მომწიფებული საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიური ინოვაციების და სტარტაპის ეკოსისტემის ჩამოყალიბებას კარგად ფუნქციონირებადი მხარდამჭერი ორგანიზაციებით აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში. გარდა ამისა, ის  მისცემს მკვლევარებს და ინოვაციურ ბიზნესს ევროკავშირის დაფინანსების ინსტრუმენტებზე უფრო ადვილად წვდომის საშუალებას.

საბოლოოდ, საერთო საკანონმდებლო ჩარჩო საშუალებას მისცემს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს ისარგებლონ ევროკავშირის ერთიანი ციფრული ბაზრით და გაცვალონ და შეიმუშაონ ახალი ინოვაციური იდეები პარტნიორებთან ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიდან.


წარმატების ისტორიები

ერთი კლიკი ევროპულ ბაზრამდე — როგორ ეხმარება ევროკავშირი საქართველოს ელექტრონული კომერციის განვითარებაში

ყველაფერი სამი ახალგაზრდა ქალით დაიწყო. 2016 წლის შემოდგომაზე დაფუძნებული „რკო“, რომელიც ბავშვის სამოსს აწარმო…

გაიგეთ მეტი

ტყუპი დების ცხოვრება ციფრულმა უნარებმა შეცვალა

16 წლის ტყუპებს, ნინი და ანი მერაბიშვილებს პატარაობისას ანიმაციური ფილმების ყურება უყვარდათ. მაგრამ განსხვავებ…

გაიგეთ მეტი

იხილეთ ყველა