2018 წლის 27-28 ივნისსბერლინშიჩატარებული EaPConnect-ის კიბერუსაფრთხოების პირველი სამუშაო შეხვედრის წარმატებისშემდეგ, ესარისმეორეღონისძიება, რომლის ჩატარება გადაიდო 2020 წლის 2-3 სექტემბრისთვის (დასადასტურებელია) თბილისშიდარომელიც უფრომეტად კიბერუსაფრთხოებისტექნიკურსაკითხებზეიქნებაორიენტირებული. ადგილობრივი მასპინძელი – საქართველოს სამეცნიერო–საგანმანათლებლო კომპიუტერული ქსელების ასოციაცია (GRENA) გააკეთებს პრეზენტაციას საკუთარი კიბერუსაფრთხოების საქმიანობის მიმოხილვით, აღმოსავლეთ პარტნიორობის და ევროკავშირის სხვა ორგანიზაციების წარმომადგენელ სტუმრებთან ერთად. სადისკუსიო სესიებზე უფრო ღრმად განიხილება აღნიშნული საკითხები და შესაძლებლობები.
კიბერუსაფრთხოება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მოსაზღვრე ქვეყნების, მაგალითად აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის. ღონისძიებაზე წარადგენენ საქმიანობას და საკონტაქტო პირებს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტებიდან CyberSec4Europe და GN4-3, GÉANT პროექტი. რა არის საჭირო აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონისთვის და როგორ შეიძლება პროცესში უფრო ღრმად ჩაერთონ აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონის ორგანიზაციების წარმომადგენლები?
სამუშაო შეხვედრას დაესწრება დაახლოებით 25 ადამიანი შესაბამისი ტექნიკური მომზადებით, რომლები მუშაობენ კიბერუსაფრთხოების სფეროში და რომლებიც შეძლებენ დეტალურად განიხილონ GN4-3-ის სამუშაო პაკეტი კიბერუსაფრთხოების საკითხზე. პროექტის EaPConnect პარტნიორებს შეუძლიათ მოითხოვონ ფინანსური მხარდაჭერა ღონისძიებაზე დასასწრებად; დასწრება ასევე შეუძლიათ სხვა დაინტერესებულ მხარეებს, მაგრამ მათ თავად უნდა დაფარონ საკუთარი ხარჯები.
პროექტის EaPConnect მიზანია რეგიონული სამეცნიერო და საგანმანათლებლო ქსელის შექმნა ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორ ქვეყნებში აზერბაიჯანი, ბელარუსი, მოლდოვა, საქართველო, სომხეთი და უკრაინა. ზოგადი ამოცანაა ციფრული ტექნოლოგიების სფეროში უთანასწორობის შემცირება, ინტრა-რეგიონული კავშირების გაუმჯობესება და ადგილობრივი მეცნიერების, სტუდენტების და აკადემიური პერსონალის მონაწილეობის მხარდაჭერა გლობალურ სამეცნიერო და საგანმანათლებლო კოლაბორაციებში.