აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნები მსოფლიოში ყველაზე იაფი ფართოზოლოვანი კავშირის მქონე ქვეყნებს შორის არიან

  • თარიღი: 03/02/20
  • გააზიარეთ:

აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნები არიან ყველაზე იაფი ფართოზოლოვანი კავშირის მქონე ქვეყნებს შორის, კერძოდ,  კომპანიის Cable.co.uk მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, უკრაინა არის მეორე, ხოლო ბელარუსი – მეხუთე ადგილზე 206 შესწავლილ ქვეყანას შორის.

უკრაინა არის ყველაზე იაფი ქვეყანა აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში, სადაც პაკეტის საშუალო ფასი თვეში მხოლოდ 6.64 აშშ დოლარია, მას მოსდევს ბელარუსი მე-5 ადგილზე ფასით ($9.87), მოლდოვა – მე-12 ადგილზე ($11.57), საქართველო მე-19 ადგილზე ($13.86), სომხეთი 21-ე ადგილზე ($14.60) და აზერბაიჯანი  25-ე ადგილზე ($16.76) მსოფლიოში.

ზოგადად, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობა (CIS) წარმოადგენს უიაფეს რეგიონს მსოფლიოში ფართოზოლოვანი კავშირის კუთხით, და მისი 12 ქვეყნიდან 11 ქვეყანას მყარად უჭირავს ადგილი ცხრილის ზედა ნახევარში, 9 ქვეყანას – ცხრილის ზედა მეოთხედში, ხოლო 4 ქვეყანას – პირველ ათეულში. ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურა კარგად არის განვითარებული მთელი რეგიონის უდიდეს ნაწილში, და უმთავრესად არსებობს ჯანსაღი კონკურენტული ბაზრები; გამონაკლისია მხოლოდ თურქმენეთი, ტაჯიკეთი და ყირგიზეთი. ეს ქვეყნები შედარებით მეჩხერად არის დასახლებული და იქ ცოტა რამ კეთდება  ფართოზოლოვანი კავშირის ჯანსაღი ბაზრის ხელშესაწყობად.

როგორც ანგარიშშია აღნიშნული, მიუხედავად იმისა, რომ ფართოზოლოვანი კავშირი უკრაინაში სწრაფი და იაფია, მოცვა შედარებით დაბალია – ინტერნეტი აქვს მოსახლეობის დაახლოებით ნახევარს, შედარებით, მაგ. 90%-თან დიდ ბრიტანეთში.

ომისგან განადგურებული სირიაში ფართოზოლოვანი პაკეტები, საშუალოდ, უიაფესია მსოფლიოში ($6.60), მაგრამ ეს უმთავრესად სირიული ფუნტის მიმდინარე ვარდნის შედეგია, ხოლო ხელმისაწვდომი სიჩქარეები ძალიან დაბალია.

დიდი ბრიტანეთი მსოფლიოში 71-ე ადგილზე გავიდა ყოველთვიური პაკეტის საშუალო ფასით – $35.71, საფრანგეთი 49-ე ($27.81), ხოლო გერმანია – 52-ე  ადგილზე ($28.74).

აშშ ერთ-ერთი უძვირესი ქვეყანაა დასავლეთის ქვეყნებს შორის და მთლიანობაში 119-ზე ადგილზეა, ხოლო მისი პაკეტის საშუალო ფასია ზუსტად $50.00 თვეში.

2019 წლის 28 ნოემბრიდან 2020 წლის 8 იანვრამდე შუალედში Cable.co.uk-ის ფართოზოლოვანი კავშირის ფასთა შედარების ექსპერტების მიერ გაანალიზებული იყო სულ 3,095 ფიქსირებული ხაზის ფართოზოლოვანი ხელშეკრულება 206 ქვეყანაში.

Cable.co.uk: The cost of fixed-line broadband in 206 countries

ახალი ამბები

იხილეთ ყველა