მოლდოვას ე-მთავრობის სააგენტომ, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებასთან (GIZ) პარტნიორობით, 18-19 თებერვალს კოლეგებს და წარმომადგენლებს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან (აზერბაიჯანი, ბელარუსი, საქართველო, სომხეთი და უკრაინა) უმასპინძლა სასწავლო ვიზიტზე, რომლის თემა იყო “მთავრობის ე-ტრანსფორმაცია და საჯარო სამსახურების მოდერნიზაცია: მთავრობის გარდაქმნის პროგრამა”.
სასწავლო ვიზიტში მონაწილეობდა ხუთი ქვეყნის 30-მდე წარმომადგენელი, კერძოდ, ეროვნული ე-მთავრობის სააგენტოების წარმომადგენლები, და საჯარო სამსახურების მოდერნიზაციის და მთავრობის ე-ტრანსფორმაციის პროექტების განმახორციელებელი პარტნიორები.
ვიზიტის მიზანი იყო მნიშვნელოვანი ინფორმაციის გაზიარება მოლდოვის რესპუბლიკის გამოცდილების შესახებ ტრანსფორმაციული გავლენის მქონე გეგმების განხორციელებაში; ასევე გამოცდილების გაზიარება ტექნიკური, ინსტიტუციური და მეთოდოლოგიური ჩარჩოების შესახებ, რომლებიც ხელს უწყობს მთავრობის ე-ტრანსფორმაციას და საჯარო სამსახურების მოდერნიზაციას ყველა დონეზე.
გარდა პრეზენტაციისა, რომელზეც ეროვნული ე-მთავრობის ტრანსფორმაციის გეგმის ნაწილის სახით წარმოდგენილი იყო ე-მთავრობის ინფრასტრუქტურების მთელი სპექტრი, ასევე 2018 წლის ივნისში მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით დაწყებული ახალი პროექტი “სამთავრობო სერვისების მოდერნიზაცია”, გაზიარებული იყო ამ სფეროს იყო საუკეთესო პრაქტიკა და გამოცდილება რიგი ისეთი სხვა სამთავრობო სააგენტოების მიერ, როგორიცაა სოციალური დაზღვევის ეროვნული სახლი, საინფორმაციო ტექნოლოგიების და კიბერუსაფრთხოების სამსახური, ფინანსთა სამინისტროს საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრი, შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო ტექნოლოგიების სამსახური და მოუსყიდველობის ეროვნული სააგენტო.პრესრელიზი