2020 წლის 24 ივნისს ჩატარდება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მონაწილე მხარეების ონლაინ სემინარი რეგიონული სპექტრის შეთანხმების (RSA) საკითხებზე. ღონისძიება ორგანიზებული იქნება აღმოსავლეთ პარტნიორობის ელექტრონული კომუნიკაციების მარეგულირებელთა ქსელს სპექტრის ექსპერტთა სამუშაო ჯგუფის მიერ (EaPeReg), ევროკომისიის და პროგრამის EU4Digital მხარდაჭერით.
სემინარის მთავარი ამოცანაა რეგიონული სპექტრის შეთანხმების წარდგენა და განხილვა, რომელსაც აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებმა ხელი უნდა მოაწერონ 2020 წლის დეკემბრის დასაწყისში. ღონისძიებაზე წარდგენილი იქნება მიმდინარე მდგომარეობა რეგიონული სპექტრის შეთანხმების ხელმოწერასთან და 700 მჰც და 3.4-3.8 გჰც სიხშირის ზოლების განთავისუფლებასთან დაკავშირებით. გარდა ამისა, მიმოიხილავენ რეგიონული სპექტრის შეთანხმების ახლანდელ ტექსტს და განიხილავენ სემინარის მონაწილეების მოსაზრებას და შემდგომი ნაბიჯებს რეგიონული სპექტრის შეთანხმების ხელმოსაწერად.