პროგრამის EaPConnect ე-ჯანმრთელობის „საბაზისო“ შეხვედრა
თარიღი:
27/01/21
ჯერ კიდევ COVID-19-მდე, ონლაინ საქმიანობაზე გადასვლა ხდებოდა საზოგადოების ფართო სექტორებში, მათ შორის ჯანმრთელობის და მედიცინის სფეროებში. რამდენიმე ეროვნული სამეცნიერო და საგანმანათლებლო ქსელი (NREN) მხარს უჭერდა ე-ჯანმრთელობის პროექტებს ან საკუთარ მომხმარებლებს სთავაზობდა ე-ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ სერვისებს. იმის გამოსაკვლევად, თუ ე-ჯანმრთელობის რომელი საკითხები შეიძლება იყოს შესაბამისი და წარმოადგენდეს საერთო ინტერესს ეროვნული სამეცნიერო და საგანმამათლებლო ქსელებისთვის, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროგრამის EU4Digital პროექტები EaPConnect და GÉANT (მონაცემთა პანევროპული ქსელი კვლევისა და განათლებისთვის) აწყობენ ონლაინ სემინარს, რომელიც ჩატარდება 2021 წლის 27 იანვარს, 10.00-15.00 ცენტრალური ევროპის დროით (CET). რეგისტრაცია მიმდინარეობს.
„საბაზისო“ შეხვედრა შესაძლებლობას მისცემს მონაწილეებს მიიღონ ინფორმაცია ეროვნული სამეცნიერო და საგანმანათლებლო ქსელებისგან (NREN) მათი გამოცდილების და დაგეგმილი ან პოტენციური ძალისხმევის შესახებ ე-ჯანმრთელობის სფეროში.
შეხვედრაზე შეფასდება სამი ძირითადი პუნქტი:
ე-ჯანმრთელობისთვის შესაბამისი რომელი საკითხებია ასევე შესაბამისი ეროვნული სამეცნიერო და საგანმანათლებლო ქსელებისთვის (NREN) (უპირველეს ყოვლისა ქსელის, კიბერუსაფრთხოების, და ნდობის და იდენტიფიკაციის სფეროებში).
რომელი საკითხებია უკვე საკმარისად მოცული?
არსებობს ხარვეზები, რომლებიც შესაძლოა იმსახურებდეს შემდგომ გამოკვლევას?
კითხვარის შედეგების და მონაწილეთა ინტერესების საფუზველზე, შეხვედრაზე განიხილავენ, თუ რომელი მომდევნო საფეხურები შეიძლება იყოს გამოყენებული. სესია უნდა ჩატარდეს ინტერაქტიულ ფორმატში და მასზე დასასწრებად მიწვეულია ყველა დაინტერესებული ეროვნული სამეცნიერო და საგანმანათლებლო ქსელი (NREN).
ე-ჯანმრთელობის საბაზისო შეხვედრა სამ სესიას მოიცავს:
საერთო პოზიციის ჩამოყალიბება: მომზადება
საერთო გამოწვევები ე-ჯანმრთელობაში – სპეციალისტების შეხვედრა
საუკეთესო პრაქტიკის ურთიერთგაზიარება და სამომავლო გეგმები
2021 წლის 27 იანვარს პროგრამის EU4Digital პროექტი EaPConnect აწყობს ონლაინ სემინარს ე-ჯანმრთელობის იმ საკითხების განსახილველად, რომლებიც შესაძლოა იყოს შესაბამისი და წარმოადგენდეს საერთი ინტერესს ეროვნული სამეცნიერო და საგანმანათლებლო ქსელებისთვის (NREN).
ამ ვებსაიტზე ჩვენ ვიყენებთ cookie-ფაილებს იმისათვის, რომ გაგიუმჯობესოთ ვებსაიტზე მუშაობა, ვებსაიტზე ნავიგაცია და ამ ვებსაიტით სარგებლობის ანალიზი. ღილაკზე ""თანხმობა ყველა cookie-ფაილზე” თითის დაჭერით, თქვენ ეთანხმებით cookie-ფაილების გამოყენებას ჩვენს მიერ.
დამატებითი ინფორმაცია ჩვენს მიერ გამოყენებული cookie-ფაილების შესახებ, ან თქვენი cookie-ფაილების პარამეტრების შეცვლა შეგიძლიათ Cookie-ფაილების გამოყენების პოლიტიკაში.
ფუნქციური Cookie-ფაილები
ფუნქციური Cookie-ფაილები, რომლებიც აუცილებელია ვებსაიტის ფუნქციონირებისთვის. ეს Cookie-ფაილები ასევე გვეხმარება ვებსაიტის საქმიანობის მაჩვენებლების შეფასებაში და აუმჯობესებს მომხმარებელთან ურთიერთობას; გარდა ამისა, ისინი იმახსოვრებს ნებისმიერ პარამეტრს, რომელიც შესაძლოა არჩეული გქონდეთ.
If you disable this cookie, we will not be able to save your preferences. This means that every time you visit this website you will need to enable or disable cookies again.
სარეკლამო/მიზნობრივი Cookie-ფაილები
სარეკლამო/მიზნობრივი Cookie-ფაილები, რომლებსაც ვიყენებთ მომხმარებლის აქტივობაზე და სესიებზე თვალის მიდევნების მიზნით იმისათვის, რომ შევძლოთ უფრო პერსონალიზებული მომსახურების მიწოდება, და (სარეკლამო Cookie-ფაილების შემთხვევაში) რომლებსაც საიტზე ათავსებენ ის მესამე მხარეები, ვისთან ერთადაც ვახორციელებთ სარეკლამო კამპანიებს, და რომლებიც გვაძლევს თქვენთვის შესაბამისი რეკლამის მოწოდების საშუალებას. ეს არის არასავალდებულო Cookie-ფაილები და მომხმარებელს შეუძლია აირჩიოს მათზე უარის თქმა ნებისმიერ დროს.