

მთავარი / იყავით ინფორმირებული / უახლესი ინფორმაცია
პროგრამა EaPConnect მეორე ფაზაში შედის წარსული წარმატებების საფუძველზე კვლევის და განათლების მხარდასაჭერად აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში
თარიღი: 01/07/20
პროექტი Eastern Partnership Connect (EaPConnect) 2020 წლის 1 ივლისიდან მეორე ფაზაში შევიდა. GÉANT ასოციაციის მიერ კოორდინირებული, ევროკავშირის დაფინანსებით მიდინარე 60-თვიანი პროექტი „EU4Digital: სამეცნიერო და საგანმანათლებლო წრეების დაკავშირება“ (EaPConnect2) გააერთიანებს სამეცნიერო და საგანმანათლებლო წრეებს (R&E) ევროკავშირიდან და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან და შეამცირებს განსხვავებებს ციფრულ სფეროში.
ახალი პროექტის საფუძველი იქნება EaPConnect პირველი პროექტის წარმატებები, რომელმაც გააუმჯობესა ინტეგრაცია GÉANT საქმიანობასთან, სერვისებთან და ქსელებთან, და სარგებლობა მოუტანა სამეცნიერო და საგანმანათლებო წრეებს და უფრო ფართო საზოგადოებას აზერბაიჯანში, ბელარუსში, მოლდოვაში, საქართველოში, სომხეთსა და უკრაინაში.
- ინტერნეტ-კავშირის ფასების შემცირდა დაახლოებით 60%-ით ბელარუსსა და უკრაინაში, და დაახლოებით 80%-ით სომხეთში, აზერბაიჯანში და საქართველოში, რაც GÉANT ქსელთან თანამშრომლობის საფუძველზე განხორციელებული შესყიდვების შედეგია.
- ინტერნეტ-კავშირის პოტენციალი პანევროპულ GÉANT სამეცნიერო და განათლების ქსელთან საწყისთან შედარებით ათჯერ გაიზარდა საქართველოში, აზერბაიჯანში, მოლდოვაში, უკრაინასა და ბელარუსში და 7-ჯერ – სომხეთში.
- დაკავშირებული დაწესებულებების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა საქართველოში (17%), სომხეთში (26%) და აზერბაიჯანში (58%), და ახლა 800,000-მდე სტუდენტის, მეცნიერის და პერსონალისთვის უნივერსიტეტებიდან, კვლევითი ინსტიტუტებიდან და სხვა დაკავშირებული დაწესებულებებიდან ხელმისაწვდომია EaPConnect პარტნიორი ქსელები და სერვისები.
- მიწოდებულ ქსელებს და მზარდი რაოდენობით სერვისებს იყენებდნენ მეცნიერები ისეთი განსხვავებული სფეროებიდან, როგორიცაა მაღალი ენერგიების ფიზიკა, სეისმოლოგია, კლიმატოლოგია, ბიო-სამედიცინო მეცნიერებები და მეტყველების სინთეზი და ამოცნობა.
- პროექტმა შექმნა და გააძლიერა ადამიანური ქსელები 530-მდე მონაწილით „აღმოსავლეთ პარტნიორობის ე-ინფრასტრუქტურის (EaPEC)“ ოთხ კონფერენციაზე და 30 ტრენინგსა და სემინარზე, რამაც 500-მდე მონაწილეს მისცა შეხვედრის და ერთად სწავლის საშუალება.
მეორე EaPConnect პროექტი გააფართოებს ინფრასტრუქტურის ქსელს ქვეყნებს შორის სამეცნიერო გაცვლების მასშტაბის გასაზრდელად, პროექტის EaPConnect ფარგლებში განხორციელებული სერვისების რაოდენობის გასაზრდელად და ახალი სერვისების შეთავაზების მიზნით საერთაშორისო სამეცნიერო და საგანმანათლებლო თანამშრომლობის გასაუმჯობესებლად, ასევე აღმოსავლეთ პარტნიორობის ეროვნული სამეცნიერო და საგანმანათლებლო ქსელების (NREN) პოზიციის გასამყარებლად მათ ეროვნულ სამეცნიერო და საგანმანათლებლო ეკოსისტემებში.
დაფინანსება და პარტნიორები
პროექტის ფინანსდება ევროკავშირის EU4Digital ინიციატივის ფარგლებში. ევროკომისიის გენერალური დირექტორატი სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში (DG NEAR) აფინანსებს მეორე EaPConnect პროექტის ხარჯების 95%-ს (10 მილიონი ევრო); დანარჩენი 5% დაიფარება თანადაფინანსებით ექვსი ბენეფიციარი ქვეყნის მიერ. მეორე EaPConnect პროექტის ბენეფიციარი პარტნიორები არიან სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული მეცნიერებათა აკადემიის ინფორმატიკის და ავტომატიკის პრობლემების ინსტიტუტი (IIAP NAS RA) (სომხეთი), აზერბაიჯანის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის საინფორმაციო ტექნოლოგიის ინსტიტუტი (IIT of ANAS)
(აზერბაიჯანი), ბელარუსის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ინფორმატიკის პრობლემების გაერთიანებული ინსტიტუტი (UIIP NASB) (ბელარუსი), საქართველოს სამეცნიერო–საგანმანათლებლო კომპიუტერული ქსელების ასოციაცია (GRENA) (საქართველო), მოლდოვის ეროვნული სამეცნიერო და საგანმანათლებლო ქსელის ასოციაცია (RENAM) (მოლდოვა) და URAN (უკრაინა). თანა-ბენეფიციარი პარტნიორები არიან გერმანიის სამეცნიერო ქსელი (DFN) (გერმანია), განათლების სამეცნიერო ტექნოლოგიის ფონდის ესტონეთის საგანმანათლებლო და სამეცნიერო ქსელი (EENet of HITSA) (ესტონეთი), LITNET (ლიტვა), GRNET (საბერძნეთი), GARR (იტალია), PSNC (პოლონეთი), RoEduNet (რუმინეთი) და SURF (ნიდერლანდები). პარტნიორები ითანამშრომლებენ მომავალ კონფერენციებზე, სემინარებზე, მენტორობის ურთიერთობებში და სხვა ერთობლივ ღონისძიებებში პროექტის ამოცანების განსახორციელებლად და კვლევის და განათლების ქსელური აქტივობის მდგრადობის უზრუნველსაყოფად აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში.
“მოუთმენლად ველი ყველა პარტნიორთან თანამშრომლობას ჩვენი სამუშაოს უფრო მაღალ დონეზე ასაყვანად და შემდგომი სარგებლის მოსატანად ევროკავშირ-აღმოსავლეთ პარტნიორობის თანამშრომლობისთვის, ასევე სამეცნიერო და საგანმანათლებლო წრეებისთვის ამ რეგიონში”, აღნიშნა პროექტის EaPConnect მენეჯერმა ვერონიკა დი ლუნამ (GÉANT).
დამატებითი ინფორმაცია
ინიციატივის EU4Digital მიზანია ევროკავშირის ერთიანი ციფრული ბაზრის გაფართოება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში, ციფრული ეკონომიკის და საზოგადოების პოტენციალის განვითარება ეკონომიკური ზრდის, მეტი სამუშაო ადგილების შექმნის, ადამიანების ცხოვრების გაუმჯობესების და ბიზნესის მხარდაჭერის მიზნით. პროგრამის EU4Digital საშუალებით ევროკავშირი მხარს უჭერს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შემდეგ სფეროებში: როუმინგის ტარიფების შემცირება, მაღალსიჩქარიანი ფართოზოლოვანი გადაცემის დანერგვა ეკონომიკის აყვავებისა და ე-მომსახურების განვითარების მიზნით; ციფრული ჩარჩოების ჰარმონიზაცია მთელ საზოგადოებაში, დაწყებული ლოგისტიკიდან დამთავრებული ჯანმრთელობით; კიბერუსაფრთხოების დანერგვა, ციფრული უნარების ათვისება და მეტი სამუშაო ადგილის შექმნა ციფრულ ინდუსტრიაში.
GÉANT ასოციაცია არის საწევრო ორგანიზაცია, რომელიც მუშაობს მის წევრებთან ერთად და მისი წევრებისთვის კვლევის და განათლების ქსელური აქტივობის გასაძლიერებლად ევროპაში და მთელ მსოფლიოში. GÉANT ერთმანეთთან აკავშირებს ევროპის ეროვნული სამეცნიერო და საგანმანათლებლო ქსელურ (NREN) ორგანიზაციებს აღიარებული მაღალსიჩქარიანი და უაღრესად მდგრადი პანევროპული მაგისტრალის საშუალებით – აკავშირებს ევროპის მეცნიერებს, აკადემიურ წრეებს და სტუდენტებს ერთმანეთთან და მსოფლიოს ქვეყნების ნახევარზე მეტთან.
- აზერბაიჯანი
- ბელარუსი
- მოლდოვის რესპუბლიკა
- საქართველო
- სომხეთი
- უკრაინა
- EaPConnect
- ICT ინოვაციები
დამატებითი ახალი ინფორმაცია
15/09/2023
პროგრამის EU4Digital ანგარიში: უახლესი ინფორმაცია, ტენდენციები და თანამშრომლობის პერსპექტივები ევროკავშირის ელ-კომერციის სფეროში
პროგრამამ EU4Digital გამოაქვეყნა ევროკავშირის განახლებული საბაზისო ანგარიში ელ-კომერციის შესახებ აღმოსავლეთ პა…
გაიგეთ მეტი15/09/2023
საუბარი პროგრამასთან EU4Digital: ახალი Twitter-ის ახალი შესაძლებლობები
საზაფხულო არდადეგების დასასრულს, გუნდი, რომელიც კურირებს ახალ ამბებს, განცხადებებს, სტატიებს და სხვა პუბლიკაცი…
გაიგეთ მეტი11/09/2023
არ გამოგრჩეთ თარიღი! პროგრამის EU4Digital ღონისძიებები აღმოსავლეთ პარტნიორობის ციფრული ტრანსფორმაციის საკითხებზე
გსურთ გაიგოთ მეტი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ციფრული განვითარების, მომავალი პრიორიტეტების და პოლიტიკის…
გაიგეთ მეტი

15/09/2023
პროგრამის EU4Digital ანგარიში: უახლესი ინფორმაცია, ტენდენციები და თანამშრომლობის პერსპექტივები ევროკავშირის ელ-კომერციის სფეროში
პროგრამამ EU4Digital გამოაქვეყნა ევროკავშირის განახლებული საბაზისო ანგარიში ელ-კომერციის შესახებ აღმოსავლეთ პა…
გაიგეთ მეტი
15/09/2023
საუბარი პროგრამასთან EU4Digital: ახალი Twitter-ის ახალი შესაძლებლობები
საზაფხულო არდადეგების დასასრულს, გუნდი, რომელიც კურირებს ახალ ამბებს, განცხადებებს, სტატიებს და სხვა პუბლიკაცი…
გაიგეთ მეტი
11/09/2023
არ გამოგრჩეთ თარიღი! პროგრამის EU4Digital ღონისძიებები აღმოსავლეთ პარტნიორობის ციფრული ტრანსფორმაციის საკითხებზე
გსურთ გაიგოთ მეტი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ციფრული განვითარების, მომავალი პრიორიტეტების და პოლიტიკის…
გაიგეთ მეტი