EaPConnect მეორე ფაზის დაწყება EU4Digital საკოორდინაციო კომიტეტის შეხვედრაზე აღინიშნა

  • თარიღი: 07/10/20
  • გააზიარეთ:

მაღალი დონის შეხვედრაზე, რომელიც პროგრამამ EU4Digital 2020 წლის
5 ოქტომბერს მოაწყო, წარმოდგენილი იქნა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის: EU4Digital: სამეცნიერო და საგანმანათლებლო წრეების დაკავშირება“ (EaPConnect) წარსული მიღწევები და სამომავლო მიზნები. პროექტის მეორე ხუთწლიანი ფაზის ოფიციალური დაწყების ღონისძიება გაიმართა
ინიციატივის EU4Digital საკოორდინაციო კომიტეტის მეორე ყოველწლიური შეხვედრის ფარგლებში, რომელიც 5-9 ოქტომბერს ჩატარდა.

65-ზე მეტი მონაწილეს, მათ შორის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების სამინისტროებს, ევროკავშირის წარმომადგენლობებს და ევროკავშირის ინსტიტუტებს, მიესალმა მატიე ბუსკე, ევროკომისიის სამეზობლოს და გაფართოების საკითხებზე მოლაპარაკებების გენერალური დირექტორატის (DG NEAR) ხელმძღვანელი; დირექტორატი აფინანსებს პროექტს EaPConnect.

თუ ვსაუბრობთ პარტნიორობის შესახებ, რომელსაც მოაქვს შედეგები, ვფიქრობ, ეს კარგი მაგალითია, აღნიშნა მეტიუ ბუსკემ; დაწყების ღონისძიების განმავლობაში მანვე შეაჯამაEaPConnect პირველი პროექტის შედეგები.

მიღწევები და მოლოდინები

საკომუნიკაციო ქსელების, კონტენტის და ტექნოლოგიების გენერალური დირექტორატის (DG CONNECT) და სამეცნიერო კვლევის და ინოვაციების გენერალური დირექტორატის (DG R&I) წარმომადგენლებმა გააშუქეს დღემდე არსებული მიღწევები და მეორე პროექტის მოლოდინები: გრძელვადიანი კავშირით უზრუნველყოფა; შეუფერხებელი გარემოს უზრუნველყოფა სამეცნიერო კვლევის და საზოგადოებების განათლებისთვის COVID-19-ის პერიოდში; ასევე ეროვნული სამეცნიერო და საგანმანათლებლო ქსელების (NREN) მიერ უზრუნველყოფილი სპეციალური ქსელების, მომსახურების და თანამშრომლობის საშუალებები ინტერდისციპლინარული კვლევების მხარდასაჭერად, რაც გადამწყვეტია სამეცნიერო კვლევებში და ფოკუსირდება მომავალ ჩარჩო-პროგრამაზე „ჰორიზონტი ევროპა“.

მეორე ფაზის ძირითადი ამოცანებია აღმოსავლეთ პარტნიორობის და ევროკავშირის კვლევითი და საგანმანათლებლო წრეების დაახლოება, მათ შორის არსებული ციფრული განსხვავების დაძლევა, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების სტუდენტთა და მეცნიერთა მონაწილეობის უზრუნველყოფა საერთაშორისო ინიციატივებსა და პროექტებში ევროპის ნებისმიერი წარმომადგენლის მსგავსად. ვერონიკა დი ლუნამ, კვლევისა და განათლების მონაცემთა პანევროპული ქსელის (GÉANT) საერთაშორისო ურთიერთობების პროექტის უფროსმა მენეჯერმა წარმოდგენილ მიმოხილვაში ხაზგასმით აღნიშნა, რომ პარტნიორი ეროვნული სამეცნიერო და საგანმანათლებლო ქსელების (NREN) მდგრადობა უმნიშვნელოვანესია მათი სამეცნიერო და საგანმანათლებლო წრეების და ეროვნული ციფრული გეგმების გრძელვადიანი მხარდაჭერისთვის. გარდა ამისა, ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოების უკეთ ინფორმირება პროექტის ფასეულობის და პარტნიორთა მიღწევების შესახებ. კვლევისა და განათლების მონაცემთა პანევროპული ქსელის (GÉANT) აღმასრულებელმა დირექტორმა ერიკ ჰიუზერმა განმარტა, თუ როგორ უჭერენ მხარს ეროვნული სამეცნიერო და საგანმანათლებლო ქსელები (NREN) და კვლევისა და განათლების მონაცემთა პანევროპული ქსელი (GÉANT) როგორც მეცნიერებას და განათლებას, ისე ფართო საზოგადოებას. უახლოეს წლებში კვლევისა და განათლების მონაცემთა პანევროპული ქსელის (GÉANT) და EaPConnect ქსელების ბოჭკოვანი ტექნოლოგიებით გაუმჯობესების გეგმები ხელს შეუწყობს ციფრული განსხვავებების დაძლევას: „ორივე პროექტის დამთავრების დროს, სამეცნიერო და საგანმანათლებლო კავშირის კუთხით აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნები  იქნებიან ზუსტად იმავე დონეზე, რომელზეც არის დანარჩენი ევროპა“.

დამატებით ინფორმაცია

ინიციატივის EU4Digital საკოორდინაციო კომიტეტის მეორე ყოველწლიური შეხვედრა ორგანიზებული იყო პროგრამის EU4Digital მიერ ვირტუალური სესიების სახით; სესიებზე განხილული იქნა პროგრამის ფარგლებში მიღწეული შედეგები და აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავლის პრიორიტეტები ციფრულ სექტორში.

ეწვიეთ EaPConnect, EU4Digital და GÉANT ვებსაიტებს.

პრესრელიზი

ახალი ამბები

იხილეთ ყველა